ყველა ქალს ერთხელ მაინც შექმნია ჩაბრუნებული თმის პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა ქალს ერთხელ მაინც შექმნია ჩაბრუნებული თმის პრობლემა

თმის მოშორება მისი ზრდის მიმართულებით ჯობს. მართალია, მოუხერხებელია, მაგრამ ამგვარად არ შეიცვლება მისი ზრდის კუთხე, რაც რამდენადმე შეამცირებს თმის ჩაბრუნების რისკს. კარგი იქნება, თუ თმის მოშორების შემდეგ კანს მთელი დღე არ დაისველებთ, თორემ გაღიზიანება მოიმატებს.

უმჯობესია, წაისვათ სპეციალური კრემი ან მიიყაროთ საბავშვო ტალკი. დეპილაციიდან ორი დღის შემდეგ საჭიროა კანის სქრაბით ან მაგარი ნეჭით დამუშავება. ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა ყოველდღე, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ დილა-საღამოს დამატენიანებელი კრემის წასმა.

თუ თმის ჩაბრუნებას მაინც ვერ დააღწიეთ თავი:

  • აიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ნებისმიერი მარილი (სუფრისა ან ზღვისა) და 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის ზეთი. ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ იმდენი დამატენიანებელი კრემი, რომ მეტისმეტად თხევადი არ გამოვიდეს, წაისვით სხეულზე და შეიზილეთ. ეს სქრაბი თითქოს იღებს თმას კანიდან და აშუშებს ჭრილობებს. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ხეხავს კანს და ცოტათი მტკივნეულია. ამ პროცედურის შემდეგ საჭიროა გრილი წყლის გადავლება, შემშრალება, 1 წილი სალიცილის სპირტისა და 1 წილი გულყვითელას ნაყენის ნარევის წასმა, ბოლოს კი საბავშვო ზეთის გადასმა.

  • 2 აბი ასპირინი გახსენით 1/2 ჩაის ჭიქა წყალში და ამ ხსნარით გაიწმინდეთ კანი ეპილაციის შემდეგ.

  • ასპირინისა და გლიცერინის ნარევი დაიდეთ ჩაბრუნებულ თმაზე და 1-2 საათი გაიჩერეთ. ამ ნარევს თმა ზედაპირზე ამოაქვს და პინცეტით მის ამოღებას აადვილებს.