მუდამ მშვიდად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუდამ მშვიდად

გაანაწილეთ დრო

წინ რთული სამუშაო გელით, მაგრამ ვერ ასწრებთ და ეს გაღიზიანებთ? ეცადეთ, იცხოვროთ და იხელმძღვანელოთ ოქროს წესებით:

  • ჩანაფიქრი ყოველთვის მაშინვე შეასრულეთ, სახვალიოდ არასოდეს გადადოთ.
  • თავდაპირველად ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმე გააკეთეთ.
  • ნუ იქნებით მაქსიმალისტი, ნუ გაგიტაცებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
  • ისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა. ყურადღება ისეთ საქმეებზე ან საკითხებზე გაამახვილეთ, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, რასაც უფრო მეტი ენერგიის მოცემა შეუძლია თქვენთვის.

 

მეტი იმოძრავეთ!

გამოიმუშავეთ ყოველდღე სეირნობის ჩვევა. საამისოდ დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. ადექით დილით ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე და ეზოში გაიარეთ. გაისეირნეთ დაწოლის წინაც. თუ ვერც დილით, ვერც საღამოს სეირნობას ვერ მოახერხებთ, სამსახურში მიმავალი ტრანსპორტიდან ცოტა მოშორებით ჩამოდით ან მანქანა ოფისიდან მოშორებით დააყენეთ, ისე, რომ დარჩენილ გზას 15-20 წუთზე მეტი არ მოანდომოთ.

 

კატაბალახას წვეთების სანაცვლოდ

შფოთვასა და მღელვარებას ვერ იოკებთ? ნუ იჩქარებთ წვეთების დალევას. თავდაპირველად შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები: გააკეთეთ ღრმა და სრული ჩასუნთქვა, პარალელურად ასწიეთ თავს ზემოთ იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები, შეიკავეთ სუნთქვა 5-10 წამით, შემდეგ მკვეთრად გადაიხარეთ წინ, ხელები ჩამოყარეთ და ამოისუნთქეთ, თან გამოთქვით ბგერა "ჰა".

 

გაიხსენეთ მხოლოდ კარგი

ძილის წინ გაიხსენეთ, რა სასიამოვნო ამბავი მოხდა იმ დღეს თქვენს ცხოვრებაში. ასე ისწავლით ყურადღების კონცენტრირებას პოზიტივზე, სასიამოვნო ინფორმაციაზე, თქვენთვის მისაღებ ადამიანებზე.

 

საუკეთესო რელაქსაცია ძილია

ის, რომ დასვენების, განტვირთვის, ნერვული სისტემის მოდუნების საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ძილია, ყველამ იცის. ცუდად გძინავთ, მშფოთვარე ფიქრები მოსვენებას არ გაძლევთ? - დაწოლამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ აბაზანა ლავანდის ან ფიჭვის ეთერზეთით, ანდა სხვა დამამშვიდებელი ბალახეულის ნაყენით, მოუსმინეთ სასიამოვნო, მშვიდ მუსიკას და დალიეთ ერთი ჭიქა რძე ან პიტნის ჩაი.

 

ვარჯიშით დაიბრუნეთ ენერგია

ვარჯიში, თუნდაც იოგას სისტემით, ენერგიითა და დადებითი ემოციებით აგავსებთ. ვარჯიშის შესრულებისას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც დადებით გავლენას ახდენს თქვენს თვითშეგრძნებასა და შრომისუნარიანობაზე. ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი, სუფთა ჰაერი, დადებითი ემოციები სტრესის მტერია.

 

რამდენიმე მარტივი ვარჯიში სტრესის მოსახნელად

"ხიდი" - ხსნის ზურგის კუნთებისა  და თეძოების უკანა კუნთების დაძაბულობას. ვწვებით ზურგზე, ვეყრდნობით ხელ-ფეხს და წელს მაღლა ვწევთ, თავს კი უკან გადავაგდებთ. "ძაღლი" - დაღლილობისგან გათავისუფლებაში გვეხმარება. ვდგებით მუხლებზე, ვეყრდნობით ხელ-ფეხს, წელს ვწევთ მაღლა.

"გველი" - ავითარებს ხერხემლის მოქნილობას. ვწვებით მუცელზე. წამოვიწევით ხელებზე ისე, რომ მუცელი, მუხლები და ფეხის წვერები იატაკზე დარჩეს.