სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო

სილამაზე რომ დიდხანს შეინარჩუნოთ და ასაკმა ნაკლებად დაამჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, განუწყვეტლივ უნდა იზრუნოთ ამისთვის და მუდამ გახსოვდეთ რამდენიმე პატარა ხრიკი.

არ გეგონოთ, რომ სილამაზე თანდაყოლილი ნიჭია. ყოველი ქალი განუმეორებელია, თავისებურად მომხიბვლელი; მთავარი ამ მომხიბვლელობის მოვლა და შენარჩუნებაა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შენიღბოთ საკუთარი ნაკლოვანებები და შეანელოთ დაბერების პროცესი.

ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

წელიწადში 365-ჯერ, ყოველ დილით, შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, ოღონდ გახსოვდეთ - აუცილებელი როდია, ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშოთ. ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ ცივი შხაპი ან ტანი ცივი, კარგად გაწურული ტილოთი დაიზილეთ. კარგი იქნება, თუ ერთი საათით სუფთა ჰაერზეც გაისეირნებთ.

საღამოს პირი დაიბანეთ ანადუღარი წყლით, სახესა და ყელზე მკვებავი კრემი წაისვით, ხოლო ხელებზე - დამარბილებელი.

ყოველ დილა-საღამოს გაიხეხეთ კბილები. გახეხვისას ჯაგრისი ჰორიზონტალურადაც უნდა ამოძრაოთ და ვერტიკალურადაც.

კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკიური. როცა ხელები მოვლილი აქვს, ქალი თავს კომფორტულად გრძნობს.

გულდასმით მოუარეთ თმას - მოვლილი თმა ხომ ყველა ქალის სიამაყეა. სამკაული, რომელიც შეუმჩნეველი არავის რჩება. ასე რომ, ნუ დაიშურებთ დროსა და სახსრებს (მით უმეტეს, ამას არც ისე დიდი თანხა სჭირდება). შამპუნი და ბალზამი თქვენი თმისა და კანის ტიპის გათვალისწინებით შეარჩიეთ. თუ ყოველ დაბანაზე არა, თვეში ერთხელ მაინც გაიკეთეთ თმის მკვებავი ნიღაბი.

დაუკვირდით თქვენს გარეგნობას

სრულყოფილ სხეულზე ყველა ქალი ოცნებობს, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ვერ დაიკვეხნის ამით, ამიტომ ეცადეთ, ტანსაცმლით შენიღბოთ, ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ თქვენი ნაკლი.

ჩაიხედეთ სარკეში და დააკვირდით საკუთარ თავს. თქვენი აზრით, რისი დამალვა და რისი გამოკვეთა აჯობებს? სამოსის შერჩევა ასე უფრო გაგიადვილდებათ.

თუ მსხვილი და მოკლე კისერი გაქვთ, ერიდეთ მძივებს და ყელსახვევებს, ფართო და მაღალყელიან ტანსაცმელს. ჩაიცვით გულამოღებული კაბები და ბლუზები. მოკლედ შეჭრილი და მაღლა აწეული თმა ვიზუალურად დააგრძელებს კისერს, ხოლო მხრებზე ჩამოყრილი კიდევ უფრო დაამოკლებს.

თუ გრძელი და წვრილი კისერი გაქვთ, ატარეთ ლამაზად გამონასკვული ყელსახვევები, ჩაიცვით ყელიანი და დახურული ტანსაცმელი, ხოლო ღრმად გულამოჭრილ საღამოს კაბაზე გაიკეთეთ მსხვილი მძივი ან ყელსაბამი. მოგიხდებათ გრძელი, მხრებზე ჩამოყრილი თმა.

თუ 30 წელს გადააბიჯეთ

ყელის კანი მეტისმეტად ნაზია, ამიტომ სახის კანზე ადრე ჭკნება და ბერდება. გარდა ამისა, 30 წლიდან ჩნდება ღაბაბიც. ამის თავიდან ასაცილებლად ერიდეთ მაღალ სასთუმალს, ისწავლეთ თავის სწორად დაჭერა. კარგი იქნება, თუ ხშირად ივლით თავზე წიგნდადებული, იხმართ ვიტამინებით მდიდარ მკვებავ კრემებს და კვირაში ორჯერ მაინც გაიკეთებთ ზეთის კომპრესს.

გახსოვდეთ:

თუ ყოველდღე 15-20 წუთს მაინც დაუთმობთ საკუთარ თავს, სიბერე ძალიან გვიან გეწვევათ. ქალი ხომ იმდენი წლისაა, რამდენისასაც ჰგავს? მაშ, წელში გაიმართეთ, ასწიეთ თავი და ყელმოღერებულმა იარეთ!

ვითა პეპელა...

სწორსა და მაღალ ყელს ნებისმიერი ფორმისა და ფერის საყურე უხდება, მაგრამ თუ დიდი ყურები გაქვთ, მსხვილი საყურე კიდევ უფრო თვალში საცემს გახდის თქვენს ნაკლს. თუ დაბალი და მსხვილი კისერი გაქვთ, არამც და არამც არ გაიკეთოთ გრძელი საყურე - ეცადეთ, სადა, პატარა სამკაული მოიხდინოთ.

გარეგნობის შესატყვისად ტანსაცმლის, მაკიაჟის, სამკაულის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს ყველაფერი ზუსტად მიესადაგა თქვენს ბუნებას, ჩათვალეთ, რომ სრულყოფილი ქალი ბრძანდებით.

დააკვირდით საკუთარ გარეგნობას, ობიექტურად შეაფასეთ ნაკლიცა და ღირსებაც, დაფარეთ პირველი და ხაზი გაუსვით მეორეს.

თუ ასე მოიქცევით, გაცილებით მომხიბვლელი გამოჩნდებით.