შეხვდით გაზაფხულს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეხვდით გაზაფხულს!

7.30: „ჭოტიდან“ „ტოროლასაკენ“

სიხარულით შეეგებეთ ახალ დღეს. ზამთარში ადრე გაღვიძება არ გინდოდათ, რადგან ფანჯრიდან ბნელი და კუშტი გარემო შემოგყურებდათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მზე ადრე ამოდის, ღია სარკმლიდან კი ისმის ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული და ადრე ამდგარი მეეზოვეების ცოცხის ხმა – ქუჩებს და სკვერებს თოვლის ნარჩენებისგან ასუფთავებენ.

როცა ყურში ჩაგესმით სიცოცხლით სავსე საგაზაფხულო მელოდია, სასწრაფოდ უნდა წამოდგეთ საწოლიდან! ნუ დაივიწყებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს. შეასრულეთ რამდენიმე მოძრაობა მოქნილობისა და გაწელვისთვის. არც პრესი დაივიწყოთ. ეს კომპლექსი ყოველ დილით შეასრულეთ.

8.00: დაიმუხტეთ ვიტამინებით

მაგიდაზე ყოველთვის გეწყოთ ხილი და ბოსტნეული. გაზაფხული საუკთესო დროა ორგანიზმის გასაწმენდად. კვირაში ერთი დღე განტვირთვისთვის გამოყავით და თუნდაც ერთი კვირით უარი თქვით ხორცზე.

ზამთარში თქვენი საუზმე, ზოგჯერ კი მთელი დღის რაციონიც, ალბათ, უმთავრესად ყავისა და ბუტერბროდებისგან შედგებოდა. გაზაფხულზე კი ვიტამინების დეფიციტმა შესაძლოა მწვავე სიგნალი მოგცეთ. ჩართეთ რაციონში ქორფა მწვანილი, ბოსტეული, ხილი. დილაობით სვით ახალგამოწურული ხილის წვენი, დღის განმავლობაში კი – მწვანე ჩაი. სხვათა შორის, ჩ ვიტამინი ამ არომატულ სასმელში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში.

9.30: ავიღოთ გეზი ოპტიმიზმისკენ

ვიაროთ სამსახურში სიამოვნებით. ზამთრის ბოლოსთვის, ალბათ, უამრავი სამუშაო დაგიგროვდათ. მაგალითად, ანგარიშების წარდგენა. მათი წარმატებით ჩაბარების შემდეგ სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ. უკვე ოცნებობთ შვებულებაზე, ზღვასა და პლაჟზე. თავი დაანებეთ ამაზე ფიქრს, ზაფხულამდე ჯერ კიდევ საკმაო ხანია, გაზაფხული კი საუკეთესო პერიოდია, რათა თავი ოპტიმიზმისთვის „დააპროგრამოთ“, რადგან ყოველივე საუკეთესო წელიწადის სწორედ ამ დროს უკავშირდება. შემთხვევით როდი ამბობენ, რომ გაზაფხული განახლების, სიცოცხლის გამოღვიძების დროა. შეიცვალეთ გარდერობი. შეხვდით გაზაფხულს ახალი იმიჯით!

14.00: სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად

გასეირნება სადილისთვის განკუთვნილ შესვენებაზე... არა, სადილზე უარის თქმას არ გირჩევთ, სადილის შემდეგ კი მართლაც სასარგებლოა გაზაფხულის მზით გაჯერებულ ქუჩებში სეირნობა, სახე შეუშვირეთ მზეს და დატკბით ბალახიდან არეკლილი ზურმუხტისფერი სხივებით – ზამთარში ხომ ასეთ რამეს ვერ იგრძნობდით! აირჩიეთ შესაფერისი დღე და შესთავაზეთ მეგობრებს ტყეში გასეირნება, სადაც გაზაფხულის სურნელი დიდ სიამოვნებას მოგგვრით, ოღონდ თბილად და კომფორტულად ჩაიცვით!

19.00: ლირიკული განწყობილება

ნუ გამოტოვებთ თეატრალურ პრემიერებს. ზამთარში ცდილობდით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე შინიდან არ გასულიყავით, მაგრამ გაზაფხულზე ოთხ კედელში გამოკეტვა აღარ გსურთ. თეატრალური აფიშები პრემიერების შესახებ გამცნობენ... სასწრაფოდ შეიძინეთ ბილეთები და დატკბით ხელოვნებით. ყოველი ასეთი გასეირნების შემდეგ ახლებურად შეხედეთ ცხოვრებას.

ზამთარში ბევრს შუაღამემდე ერევა ძილი, ამიტომ კლუბურ ცხოვრებას დიდი ხნით ვივიწყებთ. გაზაფხულზე კი მძინარე მზეთუნახავები იღვიძებენ და დღის სინათლეზე გამოდიან! უფრო სწორად, კვირაში ერთ საღამოს მაინც ატარებენ მეგობრების წრეში, წვეულებებზე ღამის კლუბში. შეუერთდით მათ! არგუმენტები: „ცეკვა არ ვიცი“, „დრო არ მაქვს“ – არ მიიღება! სურვილის შემთხვევაში დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება, ცეკვაში კი მთავარია არა მოძრაობა, არამედ განწყობილება.