შეხვდით გაზაფხულს! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

შეხვდით გაზაფხულს!

შეხვდით გაზაფხულს!
როგორ გადავეწყოთ თბილ სეზონზე და როგორ მოვიქცეთ ორგანიზმის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის. 7.30: „ჭოტიდან“ „ტოროლასაკენ“

სიხარულით შეეგებეთ ახალ დღეს. ზამთარში ადრე გაღვიძება არ გინდოდათ, რადგან ფანჯრიდან ბნელი და კუშტი გარემო შემოგყურებდათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მზე ადრე ამოდის, ღია სარკმლიდან კი ისმის ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული და ადრე ამდგარი მეეზოვეების ცოცხის ხმა – ქუჩებს და სკვერებს თოვლის ნარჩენებისგან ასუფთავებენ.

როცა ყურში ჩაგესმით სიცოცხლით სავსე საგაზაფხულო მელოდია, სასწრაფოდ უნდა წამოდგეთ საწოლიდან! ნუ დაივიწყებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს. შეასრულეთ რამდენიმე მოძრაობა მოქნილობისა და გაწელვისთვის. არც პრესი დაივიწყოთ. ეს
კომპლექსი ყოველ დილით შეასრულეთ.


8.00: დაიმუხტეთ ვიტამინებით


მაგიდაზე ყოველთვის გეწყოთ ხილი და ბოსტნეული. გაზაფხული საუკთესო დროა ორგანიზმის გასაწმენდად. კვირაში ერთი დღე განტვირთვისთვის გამოყავით და თუნდაც ერთი კვირით უარი თქვით ხორცზე.

ზამთარში თქვენი საუზმე, ზოგჯერ
კი მთელი დღის რაციონიც, ალბათ, უმთავრესად ყავისა და ბუტერბროდებისგან შედგებოდა. გაზაფხულზე კი ვიტამინების დეფიციტმა შესაძლოა მწვავე სიგნალი მოგცეთ. ჩართეთ რაციონში ქორფა მწვანილი, ბოსტეული, ხილი. დილაობით სვით ახალგამოწურული ხილის წვენი, დღის განმავლობაში კი – მწვანე ჩაი. სხვათა შორის, ჩ ვიტამინი ამ არომატულ სასმელში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში.


9.30: ავიღოთ გეზი ოპტიმიზმისკენ

ვიაროთ სამსახურში სიამოვნებით. ზამთრის ბოლოსთვის, ალბათ, უამრავი სამუშაო დაგიგროვდათ. მაგალითად, ანგარიშების წარდგენა. მათი წარმატებით ჩაბარების შემდეგ სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ. უკვე ოცნებობთ შვებულებაზე, ზღვასა და პლაჟზე. თავი დაანებეთ ამაზე ფიქრს, ზაფხულამდე ჯერ კიდევ საკმაო ხანია, გაზაფხული კი საუკეთესო პერიოდია, რათა თავი ოპტიმიზმისთვის „დააპროგრამოთ“, რადგან ყოველივე საუკეთესო წელიწადის სწორედ ამ დროს უკავშირდება. შემთხვევით როდი ამბობენ, რომ გაზაფხული განახლების, სიცოცხლის გამოღვიძების დროა. შეიცვალეთ გარდერობი. შეხვდით გაზაფხულს ახალი იმიჯით!


14.00: სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად

გასეირნება სადილისთვის განკუთვნილ შესვენებაზე... არა, სადილზე უარის თქმას არ გირჩევთ, სადილის შემდეგ კი მართლაც სასარგებლოა გაზაფხულის მზით გაჯერებულ ქუჩებში სეირნობა, სახე შეუშვირეთ მზეს და დატკბით ბალახიდან არეკლილი ზურმუხტისფერი სხივებით – ზამთარში ხომ ასეთ რამეს ვერ იგრძნობდით! აირჩიეთ შესაფერისი დღე და შესთავაზეთ მეგობრებს ტყეში გასეირნება, სადაც გაზაფხულის სურნელი დიდ სიამოვნებას მოგგვრით, ოღონდ თბილად და კომფორტულად ჩაიცვით!


19.00: ლირიკული განწყობილება


ნუ გამოტოვებთ თეატრალურ პრემიერებს. ზამთარში ცდილობდით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე შინიდან არ გასულიყავით, მაგრამ გაზაფხულზე ოთხ კედელში გამოკეტვა აღარ გსურთ. თეატრალური აფიშები პრემიერების შესახებ გამცნობენ... სასწრაფოდ შეიძინეთ ბილეთები და დატკბით ხელოვნებით. ყოველი ასეთი გასეირნების შემდეგ ახლებურად შეხედეთ ცხოვრებას.

ზამთარში ბევრს შუაღამემდე ერევა ძილი, ამიტომ კლუბურ ცხოვრებას დიდი ხნით ვივიწყებთ. გაზაფხულზე კი მძინარე მზეთუნახავები იღვიძებენ და დღის სინათლეზე გამოდიან! უფრო სწორად, კვირაში ერთ საღამოს მაინც ატარებენ მეგობრების წრეში, წვეულებებზე ღამის კლუბში. შეუერთდით მათ! არგუმენტები: „ცეკვა არ ვიცი“, „დრო არ მაქვს“ – არ მიიღება! სურვილის შემთხვევაში დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება, ცეკვაში კი მთავარია არა მოძრაობა, არამედ განწყობილება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
საწოლის ლამაზი თეთრეული ქმნის სასიამოვნო განწყობილებას და ახარებს თვალს. როგორ მოვუაროთ მას, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ?
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
მეცნიერები უკვე დიდი ხანია იკვლევენ გამარჯვებათა ისტორიებს და წარმატებული ადამიანების პიროვნულ თვისებებს.
დღევანდელი რუბრიკის თემაა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მეტად აქტუალური საკითხი – პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად