ქალი. ჰიგიენა. ზომიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალი. ჰიგიენა. ზომიერება

წესრიგისა და სისუფთავის დაცვაშიც არსებობს უკიდურესობანი. არსებობენ ისეთები, რომელთაც შეიძლება სისუფთავის მანიაკები ვუწოდოთ და ისეთებიც, რომელთაც პათოლოგიურად ბინძურს ეძახიან. ზოგი სრულყოფილების მოყვარულია, ზოგი პრაგმატულად უდგება ამ საკითხს; სისუფთავისა და წესრიგისადმი შეიძლება პოეტური დამოკიდებულებაც ჰქონდეს ადამიანს და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი ქალისთვის, დიასახლისისთვის საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა და იმის ზედმიწევნით ცოდნა, რასაც საყოფაცხოვრებო ჰიგიენა ჰქვია და რაზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ოჯახის სხვა წევრთა მიერ ჰიგიენის დაცვა და რაც ყველაზე მთავარია - ჯანმრთელობა.

სისუფთავის მანიით შეპყრობილი

ასეთი კატეგორიის ადამიანს ღირსებად მიაჩნია ყოველ კუთხე-კუნჭულში სტერილური სისუფთავის დაცვა. მას შეუძლია გიჟივით დაეძგეროს ერთ ნამცეც მტვერს ან რაიმე ნარჩენს. ასეთი ადამიანის სახლში ყოფნისას ისეთი განცდა გრჩება, თითქოს მიკროსკოპის ქვეშ ხარ და თავიდან ფეხებამდე შეგისწავლიან და გამოწმებენ - რამდენი მტვერი დევს ფეხსაცმლის ლანჩაზე ან ტანსაცმელზე. სისუფთავის ასეთ დამცავებს ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი რეცხვისა და წმენდის პროცესი და მისთვის საჭირო ყველა საშუალება, თუ რომელი ზედაპირი რით უნდა გაიწმინდოს და სად რომელი ხსნარია საჭირო. ისინი განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც სისუფთავის მაღალ ეფექტს იძლევა. ასეთია, მაგალითად, ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალება. ქლორის შემცველ პრეპარატებს კი დადებითის გარდა უარყოფითი მხარეებიც აქვთ: პირველ ყოვლისა, ძლიერი მჟავა ეფექტი განსაზღვრული დროის შემდეგ შლის მოპირკეთებულ ზედაპირს; მეორეც, ხდება ამ ზედაპირის გამოშრობა; მესამეც - შეიცავენ დიდი რაოდენობით ტოქსინებს. ასე რომ, მათი სისტემატური და აკვიატებული ხმარება მავნებელია.

პათოლოგიური ბინძური

უკიდურესობის მეორე ფორმა კიდევ უფრო ნაკლებად ასატანია ურთიერთობისას. ეს პათოლოგიურად ბინძური ადამიანია. თუ ასეთი დიასახლისია, მის ირგვლივ ყოველთვის უწესრიგობა და უსუფთაობაა გამეფებული. ჭურჭლის გარეცხვის გაგონება არ უნდა. მთელი დღეები უყურებს ტელევიზორს, უსმენს მუსიკას, ლაპარაკობს ტელეფონზე... შეიძლება ხანდახან გაუჩნდეს სურვილი უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ნივთების ხელის შეხებისა. გაურეცხავი ჭურჭლის მთებს კი მხოლოდ მაშინ უახლოვდება, როცა სუფთა ჭურჭელი გამოელევა და შემხმარ ცხიმს ქვაბ-ტაფებზე მწვანე ფერი დაედება. ასეთ ადამიანებს ვერც თანამედროვე ტექნიკა შველით. ასეთი ხალხი ხშირად არ აქცევს ყუადღებას იმას, რომ შეიძლება იატაკის ჭუჭყიანი ჩვარი პირსაბანში გარეცხოს ან აბაზანის სახეხი ღრუბელი სხვა რაიმეს გასარეცხად გამოიყენოს. ყველა სახის ზედაპირს ხომ თავისი, სპეციფიკური ღრუბელი ან სხვა სახეხი საშუალება სჭირდება. ყველა დიასახლისს დიდი ყურადღება მოეთხოვება ჰიგიენის დაცვისას. ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვების ჰიგენასაც. არ შეიძლება ერთად გაირეცხოს უფროსებისა და ბავშვების ტანსაცმელი, თეთრეული და ჰიგიენის სხვა ნივთები. აბაზანაში ზედმიწევნით უნდა დაიცვათ აბაზანის, პირსაბანის სისუფთავე, სასურველია კბილის ჯაგრისებს თავსახურები ჰქონდეს, რათა დაცული იყოს მიკრობებისაგან, ოჯახის ყველა წევრს საკუთარი პირსახოცი და ტანის საბანი ღრუბელი უნდა ჰქონდეს.

სრულყოფილების მოყვარული

სრულყოფილების მოყვარულთათვის დამახასიათებელია მუდმივი ძიება. მათთვის მცირეა ის, რასაც ბაზარი სთავაზობს მომხმარებელს. ეძებენ ახალ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ წუთებში აქციონ სამზარეულო სისუფთავის ოაზისად, ამასთან - მცირედი ძალისხმევით. ეს არის პრეპარატები, რომლებსაც აქვთ უნარი გაკრიალების გარდა ანტიმიკრობული მოქმედებაც განახორციელონ და ეკოლოგიურადაც უსაფრთხო იყვნენ. ანუ ისეთივენი, რომელთაც იყენებენ მაღალი დონის კლინიკების საოპერაციოში და გაწმენდასთან ერთად საიმედო დეზინფექციასაც აკეთებენ. რაც მთავარია, ამ პრეპარატების წყალობით დაზოგილ ენერგიას ასეთი ადამიანები სხვა საქმიანობას ახმარენ. ასე აღწევენ სასურველ სრულყოფილებას ყველგან და ყველაფერში.

დიასახლისის ჰიგიენა

დიასახლისის სისუფთავისა და წესრიგისადმი სიყვარული მართლაც საქებარია, თუმცა ეს არ შეიძლება აკვიატებაში გადაიზარდოს. სასურველია და მოსაწონი, როცა სახლში ყველაფერი ბზინავს და წკრიალებს. ოღონდ ეს შეთავსებული უნდა იყოს პირად ჰიგიენასთან. დიასახლისს დალაგებისა და წმენდა-ხეხვის შემდეგ ჩვევად უნდა ჰქონდეს ხელის დაბანა გულმოდგინედ (საპნით) და მხოლოდ ამის შემდგომ შევიდეს სამზარეულოში და შეეხოს ჭურჭელსა თუ საკვებ პროდუქტებს. დიასახლისს, რომელიც ყოველდღიურად ამზადებს კერძებს, არ უნდა ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები. ასევე კერძების მომზადებისას თმა შეიკრას. ყურადღებით უნდა გაირეცხოს საკვები პროდუქტები, ხილი თუ ბოსტნეული. ზოგჯერ ხდება, რომ გასაციებლად საზამთროს ან ნესვს აბაზანაში ავსებულ წყალში ათავსებენ. ეს დაუშვებელია. ნურც გაურეცხავს მოათავსებთ მაცივარში, მასში შეიძლება უამრავი მიკრობი მოხვდეს. არც თეფშების ან სხვა ჭურჭლის გარეცხვაა დასაშვები პირსაბანში. ერთი სიტყვით, დიასახლისზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებს შორის ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება. ყველაფერი ეს კი ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.