სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ

სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ

ბავშვის დაბადება ბედნიერებაა, მაგრამ ხშირად სიხარულს ერთი გარემოება აფერმკრთალებს - სასწორზე შემდგარი ბედნიერი დედიკოები გულდაწყვეტილნი ხვნეშიან: "მშვიდობით, ტანადობავ..." ხალხში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს მშობიარობის შემდეგ ქალი თავის მოხდენილ ფიგურას და წერწეტ წელს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს. ნუთუ მართლა ასეა? გენეტიკა, ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნები, ცხოვრების ნირისა და კვების რეჟიმის შეცვლა - ყოველივე ამან ცალ-ცალკეც შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, მაგრამ, წესისამებრ, ეს მიზეზთა ერთობლიობის შედეგია. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის წონას ორსულობამდე - თუ ის ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, მშობიარობის შემდეგ სიმსუქნის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია.

მეორე ძლიერი ფაქტორია მემკვიდრეობა. უნდა "შევათვალიეროთ" არა მარტო დედ-მამა, არამედ ბებია-ბაბუებიც კი. თუ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად მსუქანი იყო, ქალი ათიდან 5 შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ფიგურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგება. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს - იგი საჭიროებს დიდი ოდენობით ესტროგენებს, რომელთა ზემოქმედებითაც
იზრდება საშვილოსნო, სარძევე ჯირკვლები, ინტენსიურად გამომუშავდება ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი. იგი უზრუნველყოფს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი ჰორმონებით არის გაჯერებული, რაც სიმსუქნის ობიექტურ წინაპირობას ქმნის. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ორსულობას წინ უძღვის სიმსუქნის სხვა რისკფაქტორებიც. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ცხოვრების არასწორი რეჟიმი. ბევრს ჰგონია, რომ ორსულმა ორი კაცის სამყოფი უნდა მიირთვას და ნაკლები იმოძრაოს, ჭამა-სმა არც ძუძუთი კვების პერიოდში მოიკლოს - პატარას რძე არ მოაკლდესო. მერწმუნეთ, ყველა ეს მოსაზრება მცდარია და სწორედ ჭარბი წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უნდა ითქვას ისიც, რომ სიმსუქნის განვითარებასთან ერთად ირთვება სხვა მექანიზმებიც. კერძოდ, ცხიმოვანი ქსოვილი თვითონვე გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც ქსოვილებში ცხიმის ჩალაგებას აპროვოცირებენ. ამგვარად იკვრება მანკიერი წრე.

თუ დედობა გსურთ, გახდით!
იქნებ საშიში არც იყოს, თუ მშობიარობის შემდეგ ქალი წონაში ცოტაოდენს მოიმატებს - რა სჯობია დიდ, ფუმფულა და ტკბილ დედიკოს?.. ნებისმიერი წარმოშობის სიმსუქნე ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების საფრთხეს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. პრობლემები თავს იჩენს ჩასახვის მხრივაც, რადგან სიმსუქნე უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საკვერცხე ისეთივე ენდოკრინული ჯირკვალია, როგორიც პანკრეასი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები და ისიც, როგორც ყველა, ჰიპოფიზის ჰორმონებით რეგულირდება. სიმსუქნის დროს უჯრედები კარგავს მგრძნობელობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონის - ინსულინის მიმართ, მისი ოდენობის მომატება კი საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევას განაპირობებს. ამრიგად, სიმსუქნე ზრდის უშვილობის რისკს. ოვულაციის პროცესი (ჩვეულებრივ, სამ დღემდე გრძელდება) და მენსტრუალური ციკლი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ ნებისმიერი დარღვევა ციკლის გრაფიკზე აისახება. ოვულაციის მოშლისას ხშირია მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ან, პირიქით, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენა. ხშირია კოსმეტიკური პრობლემებიც - სხეულის ჭარბი გათმიანება, ფერიმჭამელების გაჩენა და სებორეა. მსუქანი ქალები გინეკოლოგებს უმეტესად სწორედ უშვილობის გამო მიმართავენ. საინტერესოა, როდის უნდა შევშფოთდეთ, როდის უნდა ჩავთვალოთ წონაში მატება სასიამოვნოდ და როდის - საგანგაშოდ. წონის ნორმისა თუ სიჭარბის დასადგენად მიღებულია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა:

სხეულის მასის ინდექსი = სხეულის მასა / სიმაღლის კვადრატზე

სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია, თუ ეს მაჩვენებელი 20-25-ის ტოლია. თუ 25-დან 30-მდეა, მაშინ ჭარბი წონა გაქვთ და არსებობს სიმსუქნის განვითარების საშიშროებაც, ხოლო თუ 30-ზე მეტია, თქვენი სიმსუქნე მკურნალობას საჭიროებს (მონაცემები გათვლილია 18-დან 65 წლამდე ასაკის ქალებზე).
რა გამოდის - როგორც კი იმშობიარებს, ქალმა იმ დღიდანვე ფიგურის აღდგენაზე უნდა იზრუნოს?
არა, ამ დროს სწრაფად გახდომა დაუშვებელია. ორსულობის დროს, უმთავრესად - მეორე ნახევარში, ქალი ყოველთვის იმატებს წონას (საუკეთესო შედეგია 12-15 კგ-ის მომატება). მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას. ამის შემდეგ ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, ორსულობამდელ ფორმას ადვილად იბრუნებს, სხვებს კი შესაძლოა გაუჭირდეთ - ისინი არათუ არ იკლებენ, არამედ იმატებენ კიდეც წონას. ქალების უმრავლესობა წონაში პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ეს მაშინ, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების ნირით შეიძლება არასასურველ გენეტიკასაც კი გავუმკლავდეთ.

რამდენიმე რჩევა:

  • ძუძუთი კვების დროს საკვების მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან ბავშვი მაშინვე იგრძნობს ცილის და სხვა აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს.
  • არაფრით არ შეიძლება გასახდომი ჩაისა და ტაბლეტების მიღება, რადგან მათი შემადგენლობა საკმარისად ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.
  • მშობიარობისთანავე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიური რაციონი საკმაო ოდენობით შეიცავდეს რძისა და ხორცის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ზომიერი ოდენობის და, რაღა თქმა უნდა, მსუბუქი.
  • ყოველდღე ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას. თავდაპირველად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები მენჯის, შორისისა და მკერდის კუნთებისთვის. მოგვიანებით შეგიძლიათ დატვირთვა გაზარდოთ.

მრავალი ქალბატონი ცდება, როდესაც მიაჩნია, რომ საოჯახო საქმიანობა - რეცხვა, ხეხვა, ბავშვის მოვლა, ღამის უძილობა - დიდ ფიზიკურ დანახარჯს იწვევს. სამწუხაროდ, ეს საოჯახო ფაციფუცი ზედმეტი კილოგრამების დაწვაში ვერ დაგეხმარებათ. თუ ვერ შეძლებთ ფიტნეს-კლუბში ვარჯიშს, გულს ნუ გაიტეხთ - ყველაზე ნაცადი და საიმედო მეთოდია ყოველდღიური 30-40- წუთიანი სიარული (100 ნაბიჯი წუთში). ვიმეორებთ: ყოველდღიური. სხვაგვარად შედეგს ნუ ელით! შეგიძლიათ გამოიყენოთ სარბენი ბილიკიც. კარგია ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთის თამაში, თხილამურებით სრიალი, ცურვა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ოღონდ იმ პირობით, თუ 40 წუთის განმავლობაში იცურებთ და არ იმუსაიფებთ მეგობარ გოგონასთან. ოღონდ ცურვის შემდეგ მოშიებული იმაზე მეტს ნუ შეჭამთ, ვიდრე ეს-ესაა დაწვით. რაციონალური კვების რეკომენდაციების შესრულებით შეგიძლიათ, ექვს თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად საწყისი წონის 10-15% (თვეში 4-5 კილოგრამი) დაიკლოთ, მერე კი დაახლოებით ექვსი თვით უნდა შეისვენოთ, რის შემდეგაც გადაწყდება, გჭირდებათ თუ არა უფრო მეტის დაკლება. თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, ექვსი თვის განმავლობაში თქვენს წონას კილოგრამიც კი არ მოაკლდა, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ და არასოდეს მოგცემთ მოდუნების უფლებას. თუ წონა დაიკელით, მაგრამ შემდეგ ცხოვრების უწინდებურ რეჟიმს დაუბრუნდით, ზედმეტი წონა კვლავ შეგახსენებთ თავს. ასე რომ, თუ წონის დაკლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითავისოთ ერთი რამ: ეს უნდა იყოს არა წონის დაკლების კამპანია, არამედ სრულიად ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი, ახალი მსოფლაღქმითა და კვებითი ჩვევებით, და მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-09-2014
gtxovt mipasuxot...
რაუნდა მივიღოთ.ანუ რომ იძახით საკვებად ცილა ბოსტნეული და ა.შ .გთხოვთ ჩამოთვალეთ კონკრეტული საკვები საშვალებები რაუნდა მივიგო გასახდომად.ან ბოსტნეული.მოკლედ რავჩამო
რეკომენდებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია.
ყველასათვის ცნობილია, რომ მზის სხივები ვნებს ქალის ნაზ კანს, ხოლო, რა გავლენას ახდენს ის მამაკაცის სხეულზე,
სწორად გაიკეთეთ მაკიაჟი ნებისმიერი ქალი ცდილობს, თავს მეტ-ნაკლებად მაინც მოუაროს. შინიდან გასვლის წინ ბევრი მაკიაჟს იკეთებს.
მასაჟი ცივი კოვზების მსუბუქი დარტყმით – კანის დაბერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა,
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად