მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის სახიფათო თუ საყურადღებო მდგომარეობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის სახიფათო თუ საყურადღებო მდგომარეობა

რომლის სიჯანსაღეზე მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 40 წლის ასაკისთვის ქალების 60%-ზე მეტს მასტოპათიის დიაგნოზი აქვს. სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე – მასტოპათიაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი მამოლოგი თამარ აბულაძე.

– ქალბატონო თამარ, რა არის მასტოპათია და მისი განვითარების მიზეზები?

– მასტოპათია რეპროდუქციული ასაკის ქალებში ენდოკრინული სისტემის ფუნქციისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება.

მასტოპათია უფრო ხშირად გვხვდება იმ ასაკში, როდესაც საკვერცხეები ყველაზე მეტად არის გააქტიურებული, ამდენად ის რეპროდუქციულ და პრეკლიმაქსურ პერიოდში გვხვდება.

– რა სახის შეიძლება იყოს მასტოპათია?

არსებობს მასტოპათიის სამი ფორმა:

  • ფიბროზულ-ცისტოზური;
  • დიფუზური;
  • კვანძოვანი.

ამათგან უფრო საყურადღებოა კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, ანუ კვანძოვანი მასტოპათია, რადგან შესაძლოა კვანძის გადაგვარება, ჰორმონული დისბალანსის ფონზე მისი შეცვლა, ატიპია. მასტოპათიებიდან სწორედ კვანძოვანი ფორმა მიიჩნევა იმ პათოლოგიად, რომელიც შესაძლოა ოპერაციული ჩარევით დასრულდეს.

– როგორია კლინიკური სიმპტომები?

– ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალი სტრუქტურულად ძალზე მარცვლოვანია. ხშირად ახასიათებს სადინარის გაფართოება, მასტოპათიის ამ ფორმას ახასიათებს სეროზული მომწვანო-მოყვითალო ან მოყავისფრო გამონადენი. ქალები სწორედ გამონადენის გამო მოგვმართავენ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ ქალები დვრილიდან სისხლიან გამონადენს უჩივიან. ამ შემთხვევაში საჭიროა დიფერენცირება ავთვისებიან პროცესსა და სადინარშიდა პაპილომას შორის. სადინარშიდა პაპილომა არანაკლებ საყურადღებოა, ის ხშირად არც მამოგრაფიულად და არც ექოსკოპიურად ჩანს. ასეთ დროს აუცილებელია გამონადენის ციტოლოგია.

რაც შეეხება დიფუზურ მასტოპათიას, ამ დროს სარძევე ჯირკვალი დიფუზურად გამკვრივებული და გაჯირჯვებულია. როცა ქალს ვსინჯავთ, ყოველთვის ვეკითხებით, ხომ არ აქვს გენიტალიების ან ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია, რადგან სარძევე ჯირკვალში გამოხატული ცვლილებები ხშირად დასახელებულ ორგანოთა პათოლოგიების შედეგია.

კვანძოვანი მასტოპათიის დროს ძუძუს ქსოვილში მკვეთრად შემოფარგლული ძუძუს ქსოვილი ჩნდება.

კლინიკურად მასტოპათიას ახასიათებს:

  • ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება (მასტალგია);
  • სეროზული გამონადენის არსებობა: მომწვანო-მოყვითალო და ზოგჯერ მუქი ყავისფერი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მტკივნეულობა მატულობს მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდში, ამ დროს სარძევე ჯირკვალი გამკვრივებული და მტკივნეულია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პრემენსტრუალურ სინდრომს, რომელიც ციკლის დამთავრებისთანავე მშვიდდება და დისკომფორტი ქრება.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– ძუძუს ხელით სინჯავს მამოლოგი, პაციენტს უტარდება მამოგრაფია, ექოსკოპია, საეჭვო პროცესის აღმოჩენისას კი საჭიროა დამატებითი კვლევები ქორბიოფსია, ანუ მსხვილი ნემსით პუნქცია და ციტოლოგია.

მამოგრაფიაზე – უკეთდება 35-40 წლის ქალებს. უფრო პატარა ასაკში საჭიროა ძუძუს ექოსკოპია.

– რამდენად მნიშვნელოვანია თვითგასინჯვა და როგორ უნდა გააკეთოს ეს ქალმა?

– თვითგასინჯვა რეგულარულად, ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს უნდა მოხდეს. მენოპაუზის შემთხვევაში – თვის ერთსა და იმავე რიცხვში.

  • ყურადღებით უნდა დათვალიერდეს ჯირკვალი, ამ პროცესის ჩატარება შეიძლება ჩაიტარონ დგომისას – სარკის წინ, შხაპის ქვეშ ან ზურგზე წოლისას;
  • უნდა შემოწმდეს ძუძუს დვრილები, ხომ არ შეინიშნება ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა;
  • დიდი ყურადღება მიაქციეთ კანის ფერს, ხომ არ შეინიშნება მისი შეშუპება, შეჭმუხვნა და ფერის შეცვლა;
  • გულდასმით უნდა დათვალიერდეს იღლიის ფოსო. თუ ხელით შეიგრძნობთ გადიდებულ ლიმფურ კვანძს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

– როგორია მასტოპათიის პროფილაქტიკა?

– რადგან ძუძუ კორელაციაშია ფარისებრისა და გენიტალიების პათოლოგიებთან, ქალებს ვურჩევთ ამ ორგანოების კონტროლს, რადგან მათი პრობლემები უშუალოდ უკავშირდება ძუძუში მიმდინარე დისჰორმონულ პროცესს – რასაც მასტოპათია მოიცავს.

– როგორია მასტოპათიის მკურნალობა და პროგნოზი?

– მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია, მოიცავს გარკვეულ პერიოდს და საჭიროებს მონიტორინგს, რომელსაც მამოლოგი მართავს. პროგნოზი კეთილსაიმედოა!