საახალწლო საჩუქარი საყვარელი მამაკაცისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო საჩუქარი საყვარელი მამაკაცისათვის

შესაფერისი საჩუქარი გავუკეთოთ, როცა რამეს ვუძღვნით, ძალიან გვინდა, ჩვენმა საჩუქარმა სიხარული, გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ის ჩვენი ერთადერთი მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. არსებობს 5 შეცდომა, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევისას. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

1. იყავით დიდსულოვანი – გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. გსმენიათ ოდესმე ანეკდოტი: „არ ვიცი, რა ვაჩუქო ქმარს, უკვე ყველაფერი მაქვს“?

ძალიან ხშირად ცოლს სურს, ქმარს ასიამოვნოს და... თავისთვის ყიდულობს ახალ ჯინსს. რატომ, იოლი მისახვედრია: „ის ხომ ამბობს, რომ ძალიან მოსწონს, როდესაც ვიწრო შარვალი მაცვია!“ რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ეროტიკული თეთრეული და ახალი წლის ღამე დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქციოთ. ეს მართლაც შეიძლება მამაკაცისთვის კარგ საჩუქრად ჩაითვალოს.

2. შეიტყვეთ უფრო მეტი მისი მისწრაფებებისა და გატაცებების შესახებ.

ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის რაიმეს შეიძენდეთ, გაარკვიეთ, რით არის ის გატაცებული. თუ მისი ჰობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, შესაძლოა მიზანს ააცილოთ. მაგალითად, თუ იცით, რომ მას თევზაობა უყვარს, შესაძლოა, სპინინგი აჩუქოთ (სპორტული სათევზაო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ანკესს შორს ისვრიან). სპინინგით თევზაობა თევზაობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც თქვენს საყვარელ მამაკაცს შესაძლოა სულაც არ აინტერესებდეს.

3. ნუ აჩუქებთ სამშვენისს, ფუმფულა ჩუსტებს, მონოგრამიან ცხვირსახოცებს. რატომ არ აღაფრთოვანებს მამაკაცებს ასეთი ნივთები, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია: ასეთი საჩუქრის მიღებისას მათი უმრავლესობა იმედგაცრუებას ძლივს მალავს. ისინი, რა თქმა უნდა, იღიმებიან და მადლობას იხდიან, მაგრამ თქვენ რომ მათი ფიქრები გაგეგონათ, ნამდვილად გეწყინებოდათ: „ოჰ, ეს ქალები! არ ჯობდა, ჩემი საყვარელი გუნდის ლოგოთი დამშვენებული ლუდის ბოკლები ეჩუქებინა?!“

4. გახსოვდეთ: პრაქტიკულობა კარგია, ოღონდ ზომიერად. განსაკუთრებით პრაქტიკული საჩუქრების – საოჯახო ნივთების, ავეჯის მიმართ ძლიერი სქესის დამოკიდებულება ასევე სკეპტიკურია. თუ აზრად არაფერი მოგდით, გარდა იმისა, რომ საყვარელ მამაკაცს უსახსოვროთ წიგნების კარადა, დივანი ან მტვერსასრუტი, აუცილებლად დაამატეთ ამ საჩუქარს სასიყვარულო პრელუდია რომანტიკული ვახშმის სახით, რომელსაც სწორედ ამ ახალ დივანთან მოაწყობთ.

5. თავი არიდეთ ქარაგმებს! ჩვენ, ქალებს, ძალიან გვიყვარს საჩუქრის „დანიშნულებისამებრ“ მიძღვნა. სხვაგვარად მამაკაცი როგორ დაინახავს ჩვენს მზრუნველობას, ყურადღებას, სიყვარულს და ჩვენთან ურთიერთობის უპირატესობას? რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრის გამოხატვა გვსურს ჩვენ – მთავარია, ის მიხვდეს, რომ უჩვენოდ ცხოვრებაში ნაბიჯსაც ვერ გადადგამს!

გახსოვდეთ: საჩუქარი თქვენს ურთიერთობას უნდა შეესატყვისებოდეს. თუ თქვენ და თქვენი საყვარელი მამაკაცი ცალ-ცალკე ცხოვრობთ, თქვენ კი საჩუქრად უძღვნით სერვიზს ორი პერსონისთვის, რომელიც „ძალიან მოუხდებოდა სიტუაციას, როცა დილით ერთად მიირთმევთ ყავას“, – ეს იქნება მინიშნება, რომ ერთად ცხოვრებას სთავაზობთ. მაგრამ თუ ის ამისთვის მზად არ არის?.. უხერხულია ისეთი საჩუქრის მიძღვნაც, რომელიც ნაკარნახევია სურვილით, შეცვალოთ თქვენი რჩეული. არ მოგწონთ, რომ თქვენი მეუღლე საღამოობით მუდამ დივანზეა წამოწოლილი? ფიტნესკლუბის აბონემენტს აჩუქებთ. პალტოს ჩაცმაში არ გეხმარებათ? ესე იგი, საჩუქრად მიიღებს წიგნს კარგი მანერების შესახებ. მოგბეზრდათ მისი ყურება გახეხილ ჯინსებში? – უყიდით მკაცრ კოსტიუმს. დიდია ალბათობა, რომ თქვენს მეორე ნახევარს ასეთი საჩუქარი უფრო გაანაწყენებს, ვიდრე გაახარებს, შეცვლის სურვილი კი საეჭვოა გაუჩნდეს.

ერთმანეთს იმედი რომ არ გაუცრუოთ, შესთავაზეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ასეთი თამაში: ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ზღაპარია, ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერთ. თქვენ იტყვით: „მე ვისურვებდი... შენ?“ ასე ორივეს წინასწარ გეცოდინებათ, რა მიუძღვნათ ერთმანეთს ახალ წელს.