ფეხსაცმელი, სილამაზე და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ფეხსაცმელი, სილამაზე და ჯანმრთელობა

ფეხსაცმელი, სილამაზე და ჯანმრთელობა
ყველა ადამიანი მიმზიდველი ჩანს, როცა მის ფეხს მოხდენილი ფეხსაცმელი ან აქსესუარი ამშვენებს, მაგრამ... არსებობს ერთი „მაგრამ“: შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს: იყოს უხარისხო და მოუხერხებელი. ფეხსაცმელი – ეს არის სტილი, ეს არის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სავიზიტო ბარათი. მაშ, როგორ შეიძლება, ეკონომია გავაკეთოთ ასეთ მნიშვნელოვან აქსესუარზე?

უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, ხოლო ხარისხიანმა ელეგანტურობა შემატოს სადა, არაფრით გამორჩეულ სამოსს.


ნატურალური ნაწარმი

ხელოვნური

ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც ხელოვნურია. გარდა ამისა, ნატურალურ ტყავს სხვა უპირატესობაც აქვს: არ ატარებს ტენს და იწოვს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხების ნორმალურ თბორეგულაციას, პლასტიკურია და ქუსლებს არ აზიანებს. ყველაზე გამძლეა მოქრომული – ქრომის მარილებით დამუშავებული ტყავი (მას ჭრილში მომწვანო-მოცისფრო ელფერით ამოიცნობთ). ის
საკმაოდ რბილი და მიმზიდველია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ამოვიცნოთ

ნატურალური ტყავის სინთეტიკურისგან გარჩევა არც ისე იოლი საქმეა, თუმცა განსაზღვრული თვისებებით მისი ამოცნობა მაინც შეიძლება.

ხელოვნურ მასალას მძაფრი, დამახასიათებელი სუნი მრავალჯერადი დამუშავების შემდეგაც არ შორდება, ამიტომ ყიდვამდე ფეხსაცმელი კარგად დაყნოსეთ.

ფეხსაცმელს მჭიდროდ მიაჭირეთ ხელისგული. ნატურალური ტყავი მალე გათბება, სინთეტიკა კი ცივი დარჩება.

თითით დააწექით ჭვინტს. ნატურალური ტყავი დაწოლისას ოდნავ დაიჭმუჭნება, მაგრამ აუშვებთ თუ არა ხელს, გასწორდება. ხელოვნური მასალა ან უხარისხო ტყავი ნაოჭებს არ გაიკეთებს.

ურიგო არ იქნება, თუ შეძენამდე ფეხსაცმლის ლანჩასაც დახედავთ. ხარისხიანი ლანჩა მოქნილი უნდა იყოს, რათა ტერფი არ დაღალოს. ამასთანავე, სასურველია, დაწებებულიც იყოს და შემოკერებულიც.

ეჭვს არც ფეხსაცმლის შიგნითა მხარე უნდა იწვევდეს. მოსინჯეთ ყველა ნაკერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ შიდა ლანჩა ნატურალური ტყავისა იყოს.

თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.


როგორ მოვუაროთ

თუ გსურთ, ფეხსაცმელი დიდხანს გემსახუროთ, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ. რაც უფრო ხარისხიანია მასალა, მით აქტუალურია მისი მოვლის საკითხი.

ფეხსაცმელი ყოველდღე უნდა გაწმინდოთ. ეს ისეთივე აქსიომაა, როგორიც ყოველ საღამოს სახიდან მაკიაჟის მოცილება – შეიძლება, მტვერმა ფეხსაცმლის შიგნით შეაღწიოს, მასთან ერთად კი ფეხზე რაიმე ტოქსიკური ნივთიერება მოხვდეს. ჩექმას ან მაღალყელიან ფეხსაცმელს ჯაგრისით მოაცილეთ მიმხმარი მტვერი ან ტალახი, შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ჩვრით, წაუსვით ფეხსაცმლის კრემი და კვლავ გაწმინდეთ ჩვრით. ტყავის ფეხსაცმლის გასარეცხად იხმარეთ მხოლოდ ბამბის ქსოვილის ხელსაწმენდი ან საპნიანი წყლით დასველებული ჩვარი.

ვილურისა და ნატის (ზამშეს) ფეხსაცმელს წმენდენ მშრალად, სპეციალური საწმენდით ან რეზინის ჯაგრისით, რომელთა შეძენაც ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიძლება. უკიდურეს შემთხვევაში, ნატის ფეხსაცმელი შეიძლება გაიწმინდოს საპნიანი წყლით, რომელსაც დამატებული ექნება ნიშადურის სპირტი, საზოგადოდ კი, უმჯობესია, სითხის ნაცვლად ქაფიანი საწმენდი გამოიყენოთ.

ლაქის ფეხსაცმელი სპეციალური საშუალებით უნდა გაიწმინდოს, გარკვეული ხნის შემდეგ კი ხავერდის ნაჭრით გაპრიალდეს.

ნუ გააშრობთ სველ ფეხსაცმელს ფენით, დააცადეთ გაშრობა ოთახის ტემპერატურაზე ან გამოიყენეთ ელექტროსაშრობი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასათვის საყვარელი მოდელი კრისტი ყიფშიძე, მკურნალი.გე-ს სილამაზის საკუთარ რეცეპტს ანდობს.
ყველა ქალბატონს სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს. ზოგი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, ზოგი - რძის აბაზანებს იღებს,
სარძევე ჯირკვალი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სათუთი ორგანოა,
ახალ წლამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, ქალებს ყოველთვის გვსურს საყვარელ მამაკაცს
ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია.
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად