- ვფიქრობ, ეს პირველ რიგში ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემი 61
ამასთან ბევრს დავდივარ ფეხით, მჯერა რომ სასიამოვნო და სასრგებლოა მასაჟები და ხშირად ვსტუმრობ სპა სალონებს. აგრეთვე მიყვარს ცეკვა, კარგ ხასიათზეც მაყენებს და ვარჯიშის მაგივრობასაც მიწევს.

- ყოველ დილას ჭიქა წყლით ვიწყებ. დღეში 8 ჭიქა წყალს ვსვამ. მაწონი ის პროდუქტია, რომელსაც ჩემს მაცივარში მუდამ ნახავთ, ასევე - სხვადასხვა კენკრითა და ხილით გამდიდრებული შვრიის ფანტელს. შაქარს არ მივირთმევ, უკვე დიდი ხანია, ცომეულიც ამოღებული მაქვს რაციონიდან. უმარილო ყველი, ქათმის ფილე, თევზი და ბოსტნეული, ესაა ჩემი ძირითადი მენიუ. ხილი მიყვარს და მოგზაურობისას უამრავი სახის ეგზოტიკური ხილით ვიკვებები ხოლმე.

- არსებობს სილამაზის ფორმულა, რომელიც ყველა ქალბატონისთვის მისაღები იქნება?
- ყველა ქალმა უნდა იცოდეს თავისი მინუსები და პლუსები და აქედან გამომდმინარე გადაწყვიტოს რა უხდება და რა - არა. ამასთან გააჩნია, ასაკს, სტატუსს, ყველაფერს ვერ ჩაივამ რაც ლამაზი და მოდურია. სანამ სამოსს მოირგებთ, კარგად შეისწავლეთ თქვენი სილუეტი, იყავით თვითკრიტიკულები. ვისაც წვრილი წელი აქვს, აუცილებლად წელზე მომდგარი სამოსი მოირგეთ, ვისაც ლამაზი მკერდი გაქვთ - დეკოლტე მოიხდინეთ, ვისაც ფეხები არ უვარგა, გრძელ კაბაში, ან შარვალში დამალოს...

ასაკის მატებასთან ერთად ქალბატონები ხშირად წუწუნებენ ხოლმე წონის მატებაზე. ასეთ დროს ყველაზე გამოცდილი და ეფექტური შავი ფერის სამოსია, რომელიც ახდუნებს და სილუეტსაც უკეთეს კონტურებს სძენს. თითო შავი კაბა ყველა ქალბატონის გარდერობში უნდა იყოს. მე კაბის გარდა შავ შარვალსა და პიჯაკსაც ხშირად ვირგებ.
ბანალურად არ ჩათვალოთ და სილამაზის მთავარი მსაზღვრელი - გულწრფელი ღიმილი და კარგი განწყობაა. სამოსს რაც შეეხება, დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ ხალხი აღარ ყიდულობს დიდი რაოდენობით სამოსს, ინდივიდუალიზმი და ეკოლოგია, მოდაშიც განმსაზღვრელი გახდა. წელს ჯეიმს ფონდა ოსკარზე მივიდა კაბით, რომელიც წლების წინ კანის ფესტივალზე ეცვა და გამოაცხადა, სპეციალურად აღარ შევიძინე ახალი კაბა, იმიტომ, რომ გადავწყვიტე, ვიზრუნო ეკოლოგიაზე - ყოველი ახალი სამოსის შექმნას გარემოზე ხომ ნეგატიური გავლენა მოაქვსო. მე ვეთანხმები.
ეკა სალაღაია