ეკა ჩხეიძის სილამაზის რეცეპტი - რა არის მთავარი მომხიბლავი გარეგნობისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეკა ჩხეიძის სილამაზის რეცეპტი - რა არის მთავარი მომხიბლავი გარეგნობისთვის?

ზოგი დღე-ღამეს ტრენაჟორების დარბაზში ატარებს, ზოგი კიდევ - საიდუმლოდ ინახავს საკუთარი სილამაზის რეცეპტს და საერთოდ უარს ამბობს მის გასაჯაროვებაზე. ამჯერად mkurnali.ge ცნობილი მსახიობის ეკა ჩხეიძის რეცეპტით დაინტერესდა.

- ქალბატონო ეკა, როგორია თქვენი სილამაზის, ელეგანტურობის, დახვეწილობისა და შეუდარებლობის საიდუმლო ?

- დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ, მე არ მაქვს საკუთარ თავზე ამგვარი წარმოდგენა... ჩემი დაკვირვებით, ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული - როცა ხასიათზე ვარ, სტიმული და განწყობა მაქვს, მაშინ ბევრად კარგად გამოვიყურები. თვალები უნდა გიბრწყინავდეს, თორემ რა გაცვია, არ აქვს მნიშვნელობა. რაც გიხდება, ის არის მოდაში - შევთანხმდეთ ამაზე. ზედმეტი არაფერია ვარგა, არც ჩაცმაში და არც მაკიაჟში, სილამაზისთვის ხალისია საჭირო და სტიმული.

mkurnali.ge

- ვფიქრობ, წონაც მნიშვნელოვანია, თორემ ყველაფერს ვერ მოიხდენ და ვერც მოირგებ...

- წონა არ უნდა გაკომპლექსებდეს. ისე უნდა ატარო შენი წონა, რომ ყველას მოაწონო. ის კი არ თქვან "რამსისქეაო", არამედ - "რა გემრიელი ქალიაო". პირველ რიგში, შენ თვითონ უნდა გიყვარდეს და მოგწონდეს საკუთარი თავი, თუ არ მოგწონს, ვერც წარმოაჩენ, თუ მოგწონს - სხვასაც აუცილებლად მოაწონებ.

- ხო, მაგრამ იანვარი ის თვეა, როცა მგონი, არც ერთ ქალბატონს არ მოსწონს თავისი წონა, ამდენი სადღესასწაულო სუფრის შემდეგ...

- მერე რა. მეც ახლა, ხომ ხედავთ, გელაპარაკებით და თან ჩურჩხელა მიდევს გვერდზე. ჩურჩხელა ხომ ყოველთვის არ არის, როცა არის შევიგოთ ...

mkurnali.ge

ქალიშვილთან ერთად

- ანუ დიეტებს არ მიმართავთ, მხოლოდ განწყობაა უმთავრესი?

- იცი რა, ალბათ მიდრეკილიც არ ვარ წონისკენ. კონკრეტულ დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ დიეტა ორგანიზმისთვის არის სტრესი და რატომ დავსტრესო, ისედაც ამდენი ნეგატივია გარშემო. უბრალოდ ვცდილობ, რაც მავნებელია არ მივირთვა. მაგალითად _ საკონდიტრო ნაწარმი. ვთქვათ სადმე გემრიელი ტორტი თუ მომართვეს, მივირთმევ, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში ხომ არ გვაქვს; ან ხაჭაპური, თუ გადავირიე და მომინდა, შევჭამ, მაგრამ არ წავალ სპეციალურად ხაჭაპურის საყიდლად და სახლში არ დავიდებ. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრით შეიძლება თავი გაანებივრო ხანდახან, მაგრამ ეს ყოველდღიურ სახეს არ უნდა იღებდეს. ღამე ჭამა მიყვარს ძალიან და ვჭამ კიდეც, მაგრამ ისე კი არ ვშვრები, რომ თონის პურში არაჟანი ჩავასხა და სულგუნი ჩავაფინო დასანაყრებლად, არამედ ვცდილობ ბოსტნეულით გავიდე ფონს, ნოყიერი არაფერი მივიღო.

mkurnali.ge

- ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მიმართავთ?

- რეგულარულად ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა დროს გამოვნახავ, აქვააერობიკაზე დავდივარ, ამით სიამოვნებასაც ვიღებ და ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა. ზოგი ყოველ დღეს იწყებს სპორტით და 3-3 საათს ატარებს ტრენაჟორების დარბაზში. მე ეგ ტიპი არ ვარ. საერთოდაც ტრენაჟორები და განტელები მღლის.

მავნე ჩვევას რაც შეეხება, არ ვეწევი. არა იმიტომ, რომ აკრძალეს შენობებში მოწევა, არამედ იმიტომ, რომ მივხვდი - სიგარეტი ჩემს ხმაზე უარყოფითად მოქმედებდა. გავაცნობიერე, რომ აბსოლუტურად მექანიკურად ვუკიდებდი და სიგარეტის გარეშეც შემეძლო არსებობა. ამ შემთხვევაშიც არ დამისტრესავს ორგანიზმი. ეტყობა არასდროს ვყოფილვარ მწეველი, ამას მაშინ მივხვდი, როცა თავისდანებება გადავწყვიტე. როგორც კი უარი ვთქვი მოწევაზე, ორგანიზმმაც დამიჯერა. ალბათ, ფსიქოლოგიური განწყობის შედეგია, ახლა სიგარეტის სუნიც კი მაღიზიანებს. იმ დღეს ვხუმრობდი, ზამთარში ჩემთან სტუმარიც კი არ მოდის, რადგანაც ყველას აივანზე ვაგდებ მოსაწევად-თქო.

mkurnali.ge

- პლასტიკურ ქირურგიას მიმართავდით? ან იქნებ უკვე მიგიმართავთ კიდეც...

- არ, არ მიმიმართავს, თუმცა აბსოლუტურად არ ვარ წინააღმდეგი, ოღონდ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაიკარგოს. არ მომწონს, როდესაც ყველას ერთნაირი ცხვირი და ტუჩი აქვს, მაგრამ როდესაც ქალს საკუთარ გარეგნობაში, რაღაც აკომპლექსებს, არ მოსწონს თავისი ცხვირი, - მკერდი თუ სხვა რამ და სურს შეიცვალოს, თუ ამისთვის მატერიალური საშუალებაც აქვს - რატომაც არა, გაიკეთოს. ოდნავ-ოდნავ კორექციების მომხრე ვარ. უბრალოდ პლასტიკურ ქირურგიამდე ძალიან ბევრი საშუალება არსებობს უკვე, - ინექციები, მასაჟები, ოზონოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და ა.შ. სადაც ქალს შეუძლია იაროს სხვადასხვა პროცედურებზე და დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა.

გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას, პეპლებს მუცელში და ბევრ ფულს ჯიბეში.

mkurnali.ge

ეკა სალაღაია