რა ანალიზებია საჭირო, თუ ქალს თმა სცვივა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ანალიზებია საჭირო, თუ ქალს თმა სცვივა

როდესაც ცვენის მიზეზი გაირკვევა. ამიტომ, გარკვეული ანალიზების ჩატარება გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.

სისხლის ანალიზი თირეოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრისათვის.

აღნიშნული ჰორმონი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. მისი ზედმეტად მაღალი დონე აქვეითებს მის ფუნქციას. თმის ცვენა იწყება მომატებული მაჩვენებლისას.

სისხლში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

უნდა აღინიშნოს, რომ რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინის ფორმირებაში, ის კი პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის ორგანოების ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაზე. თუ ანალიზის შედეგებით გამოვლინდა რკინის დეფიციტი, თმის ზრდის პროცესი დარღვეული იქნება.

სისხლში ანდროგენების დონის განსაზღვრა.

თუ ქალის ორგანიზმში აღინიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონის გადაჭარბებული რაოდენობა, თმის ცვენა ამ მდგომარეობის ძალიან ხშირი თანმდევი პროცესია.

ქალთა თმის ცვენის სხვა მიზეზები.

ხშირად სტრესულ სიტუაციაში ქალს შეიძლება აღენიშნოს თმის ინტენსიური ცვენა, მიზეზი ის არის, რომ ადრენალინი იწვევს თმის ბოლქვის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს. ამის გამო სისხლის მიწოდება თმის ფოლიკულებთან აღარ ხდება და იწყება ცვენა.

როგორია ქალებისთვის თმის ცვენის ნორმა

სპეციალისტები შემდეგ ციფრებს ასახელებენ: დღეში 50-დან 150-მდე თმის ღერი. რაოდენობა დამოკიდებულია ზრდის ფაზაზე. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ დაცვენილი თმის ბოლქვის ფერზე: ღია ფერის დროს – თმის საფარველის ბუნებრივი განახლება ხდება, მკრთალისას – არსებობს პრობლემები.

მხოლოდ სრულფასოვანი დიაგნოსტიკა იძლევა თმის ცვენის მიზეზის ზუსტ პასუხს. რაც უფრო დროულად ჩატარდება ანალიზები და სპეციალისტის კონსულტაცია, მით მალე მოგვარდება პრობლემა.