რა ანალიზებია საჭირო, თუ ქალს თმა სცვივა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

რა ანალიზებია საჭირო, თუ ქალს თმა სცვივა

რა ანალიზებია საჭირო, თუ ქალს თმა სცვივა
თმის ცვენის პროცესის შეჩერება, სქელი და ხშირი თმის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვენის მიზეზი გაირკვევა. ამიტომ, გარკვეული ანალიზების ჩატარება გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.

სისხლის ანალიზი თირეოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრისათვის.

აღნიშნული ჰორმონი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. მისი ზედმეტად მაღალი დონე აქვეითებს მის ფუნქციას. თმის ცვენა იწყება მომატებული მაჩვენებლისას.

სისხლში რკინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

უნდა აღინიშნოს, რომ რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინის ფორმირებაში, ის კი პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის ორგანოების ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაზე. თუ ანალიზის შედეგებით გამოვლინდა რკინის დეფიციტი, თმის ზრდის პროცესი დარღვეული იქნება.

სისხლში ანდროგენების დონის განსაზღვრა.

თუ ქალის ორგანიზმში აღინიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონის გადაჭარბებული რაოდენობა, თმის ცვენა ამ მდგომარეობის ძალიან ხშირი თანმდევი პროცესია.

ქალთა თმის ცვენის სხვა მიზეზები.

ხშირად სტრესულ სიტუაციაში ქალს შეიძლება აღენიშნოს თმის ინტენსიური ცვენა, მიზეზი ის არის, რომ ადრენალინი იწვევს თმის ბოლქვის მკვებავი სისხლძარღვების
სპაზმს. ამის გამო სისხლის მიწოდება თმის ფოლიკულებთან აღარ ხდება და იწყება ცვენა.


როგორია ქალებისთვის თმის ცვენის ნორმა


სპეციალისტები შემდეგ ციფრებს ასახელებენ: დღეში 50-დან 150-მდე თმის ღერი. რაოდენობა დამოკიდებულია ზრდის ფაზაზე. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ დაცვენილი თმის ბოლქვის ფერზე: ღია ფერის დროს – თმის საფარველის ბუნებრივი განახლება ხდება, მკრთალისას – არსებობს პრობლემები.

მხოლოდ სრულფასოვანი დიაგნოსტიკა იძლევა თმის ცვენის მიზეზის ზუსტ პასუხს. რაც უფრო დროულად ჩატარდება ანალიზები და სპეციალისტის კონსულტაცია, მით მალე მოგვარდება პრობლემა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ყველა ქალბატონს სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს. ზოგი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, ზოგი - რძის აბაზანებს იღებს,
ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია.
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ძნელია ადამიანი არ დააბნიოს კრემების, ლოსიონების, ტონიკების მრავალფეროვნებამ,
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ყველასათვის ცნობილია, რომ მზის სხივები ვნებს ქალის ნაზ კანს, ხოლო, რა გავლენას ახდენს ის მამაკაცის სხეულზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად