რჩევები კანის სილამაზისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები კანის სილამაზისათვის

მით უფრო, რომ თითოეულის მწარმოებელი სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების პირობას იძლევა.

როგორ შევარჩიოთ ნამდვილად ხარისხიანი და კარგი კოსმეტიკა, უპირველესად რას მივაქციოთ ყურადღება – მკვეთრ, თვალისმომჭრელ და მოხდენილ შეფუთვას, ქილის ან ტუბის შიგთავსს თუ კანის ტიპს?

  • ამა თუ იმ საშუალებების შერჩევისას პირველად ყურადღება მიაქციეთ არა ლამაზ ყუთს ან ქილას, არამედ შემადგენლობას. გერმანელ ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ამ უკანასკნელის ფასი ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებში ზოგჯერ 5-ჯერ უფრო დაბალია შეფუთვაზე.
  • ყველაზე რაციონალური შეფუთვაა პლასტმასის ტუბი. მასში უკეთაა დაცული კოსმეტიკური საშუალება მიკრობების შეღწევისაგან. თუ კრემი ქილით შეიძინეთ, არ გაადაგდოთ სახურავის ქვეშ არსებული პლასტმასის ან პოლიეთილენის შუასადები. ის ერთგვარი ბარიერის როლს ასრულებს – ჰაერი და მასთან ერთად მავნე მიკროორგანიზმები ვერ აღწევს ქილის შიგნით.
  • შეძენისას, თუ ამის საშუალება არის, აუცილებლად შეამოწმეთ ქილის შიგთავსი. კარგი კრემი ერთგვაროვანი და არაჟნის მსგავსია, აქვს სუფთა თეთრი ფერი, მსუბუქი ვარდისფერი, ცისფერი და მოყვითალო ელფერი.
  • კრემი არ უნდა შეიცავდეს მინარევებს, უცხო სხეულებს, ნამცეცებს, კრისტალებს. მის ზედაპირსა და ქილის გვერდებზე განთავსებულ კიდეებზე არ უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული ყვითელი ნალექი ან გამოყოფილი წყალი.
  • ყურადღება მიაქციეთ, სწორად არის თუ არა გაფორმებული ეტიკეტი. საქართველოში მოქმედი მომხმარებელთა უფლებების კანონის მიხედვით, ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას არა მარტო პროდუქტის მოცულობასა და ვარგისიანობის ვადაზე, არამედ სერტიფიკაციას, შტრიხ-კოდს, მწარმოებელი ფირმის მისამართს და აუცილებლად დეკლარირებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა ქართულ ენაზე.

დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში არსებული ყველა ნივთიერება კონცენტრაციის კლების რიგითობით: პირველ ადგილზე ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე კომპონენტი უნდა იყოს განთავსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – ალერგიული პირებისათვის.

კანის მოვლის საშუალებების – კრემების, გელების, ლოსიონების, ნიღბების, შრატების ვარგისიანობის ვადა 6 თვიდან 1 წლამდე მერყეობს.

კრემმა რომ ხარისხი შეინარჩუნოს, ქილაში თითებს ნუ ჩაყოფთ! ეს ეხება განსაკუთრებით ნატურალურ, კონსერვანტებიან საშუალებებს. ამისთვის არსებობს სპეციალური ნიჩაბი, რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქებში, ბევრი მწარმოებელი კი მას კრემის შეფუთვაში ათავსებს. თუ ერთდროულად რამდენიმე კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ (მაგალითად, შრატი და კრემი), არ წაისვათ ისინი ერთი ნიჩბით ან ეს უკანასკნელი საგულდაგულოდ გარეცხეთ.

სწორად შეარჩიეთ კოსმეტიკის შენახვის ადგილი. წარწერა – შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ყველა კოსმეტიკური საშუალება მაცივარში უნდა მოათავსოთ. იგივე ითქმის აბაზანაში შენახვაზე. მომატებული ტენიანობა, ორთქლი, მაღალი ტემპერატურა კოსმეტიკაზე კარგად არ მოქმედებს. კოსმეტიკის შესანახად უმჯობესია შეიძინოთ სპეციალური მცირე ზომის კარადა, რომელსაც მოათავსებთ გამათბობლებისა და მზის სხივებისაგან მოშორებით.

კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა დამოკიდებულია არა მარტო შეფუთვაზე მითითებულ წარმოების თარიღზე, არამედ იმაზეც, როდის დაიწყეთ მისი გამოყენება. გახსნილი კრემი თავის თვისებებს 2 წლის მანძილზე ვერ შეინარჩუნებს.

ნუ შეიძენთ დიდი რაოდენობით დეკორატიულ კოსმეტიკას, რადგანაც ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ კოსმეტიკური საშუალება შეიძლება გაფუჭდეს და გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე კოსმეტიკას (3 წელზე მეტი) განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ, განსაკუთრებით ეს ეხება ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებს.

კოსმეტიკური საშუალებების ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს კონსერვანტები. რაც მეტია მათი კონცენტრაცია, მით მეტია ვარგისიანობის ვადა და ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. კონსერვანტების ნაწილი სტრუქტურით ანტიბიოტიკებისა და ანტისეპტიკების მსგავსია, რომელთაც ზოგჯერ გვერდითი მოვლენები ახასიათებს კანის გამონაყარის სახით. მეორე ნაწილმა, მაგალითად, ფორმალდეჰიდმა, შეიძლება გამოიწვიოს აქერცვლა. ასე რომ, ფრთხილად იყავით და თავიდანვე შეამოწმეთ, კოსმეტიკური საშუალება ალერგიულია თუ არა.

თუ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალის ნაცვლად ნახავთ წარწერას „დამზადებული ძველებური რეცეპტებით“, ნუ გარისკავთ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. თქვენი კანისთვის შეუფერებელი შემადგენლობის საშუალებების გამოყენების შემდეგ შესაძლოა გართულებები გამოვლინდეს არა მხოლოდ ალერგიული, არამედ ტოქსიკური რეაქციითაც. გასაიდუმლოებული საშუალების შეძენას ნუ იჩქარებთ მაშინაც კი, თუ მასზე არის წარწერა – „ჰიპოალერგიული“. შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ ვინ განსაზღვრავს, რომ ორგანიზმს არ ექნება ინდივიდუალური რეაქცია აღნიშნული საშუალების ერთ ან რამდენიმე შემადგენელზე?

არ გადატვირთოთ კანი ცხიმიანი კრემებით. ისინი დაახშობენ ფორებს, გადაკეტავენ ჟანგბადის მიწოდებას და კანს აღარ ექნება სუნთქვის საშუალება.

შეეცადეთ ჭარბად არ გამოიყენოთ რეტინოლი (A ვიტამინი) – მისი ხანგრძლივი გამოყენებისას კანი კარგავს A ტიპის მზის სხივებისაგან ბუნებრივი დაცვის უნარს. ეს უკანასკნელი კი კანის დაბერებას იწვევს.

არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის სახის კოსმეტიკა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და შეშუპებაც კი.

შაქრისა და ტკბილის გადაჭარბებული მიღება თავის კვალს ტოვებს კანზე. ის ხდება ცხიმიანი და იფარება გამონაყარით.

შეძლებისდაგვარად უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე. ერთიცა და მეორეც ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას.

ბალიშისპირი შეეცადეთ კვირაში ერთხელ გამოცვალოთ, რადგანაც კოსმეტიკა, ასევე სახის კანის ღამის ცხოველმყოფელობის პროდუქტები თავის კვალს ტოვებს.

მაკიაჟის ღრუბლები და ფუნჯები კვირაში ერთხელ გაასუფთავეთ სამკურნალო საპნით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მათზე წარმოქმნილი ბაქტერიების რაოდენობა.