ჯანსაღი კვება = წონის კლებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება = წონის კლებას

მაგრამ ამისთვის ნებისყოფა არ გყოფნით? დაიწყეთ განტვირთვის დღეებით. შეარჩიეთ ჯანსაღი კვების რეცეპტი და დაიკელით სიამოვნებით. განტვირთვის დღედ კვირის განსაზღვრული დღე შეარჩიეთ და ეს ტრადიციად აქციეთ. ფსიქოლოგიურად გაცილებით იოლია, ერთი დღე-ღამით თქვათ უარი ჩვეულ კერძებზე.

დიეტის პრინციპი მარტივია: შეამცირეთ საკვების ენერგეტიკული მასა 2000-3000 კილოკალორიიდან 900-1000 კილოკალორიამდე. ამით აიძულებთ ორგანიზმს, ჩართოს სარეზერვო მექანიზმი, ანუ დაიწყოს ენერგიის დანაკლისის შევსება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის ხარჯზე.

ამით ორგანიზმს არავითარ ზიანს არ მიაყენებთ, რადგან საკვების შეზღუდვა ხანმოკლეა.

განტვირთვის დღეს ხელი მოჰკიდეთ საყვარელ ან, უბრალოდ, სასიამოვნო საქმეს. მაგალითად, ესტუმრეთ სილამაზის სალონს, გაისეირნეთ ქალაქში, ესტუმრეთ კინოს, თეატრს ან სულაც აუზს. ამის წყალობით საკვებზე აღარ იფიქრებთ და ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებთ. ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ზოგიერთი საკვებიც დაგეხმარებათ.

ნიახური და კოჭა

ნიახურის ძირების წვნიანი და კოჭას ჩაი იდეალური შეხამებაა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სჭირდება.

ნიახურის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები იდეალურადაა დაბალანსებული და ადვილი ასათვისებელია, ამიტომ ძლიერი გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.

კოჭას ფესვის ნაყენი, იგივე კოჭას ჩაი, დამატებით „წაახალისებს“ ნივთიერებათა ცვლას. ეს კოჭაში შემავალი ეთერზეთის დამსახურებაა.

კოჭას ჩაი

ჩაყარეთ თერმოსში კოჭას ფესვის თხლად დაჭრილი ნაჭრები (4-5 სმ სიგრძისა), დაასხით 3-4 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით დღის განმავლობაში.

ნიახურის ძირების წვნიანი

300 გ სტაფილო დაჭერით, დაასხით მდუღარე და შედგით ცეცხლზე. 200 გ ნიახურის ძირი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში (უმჯობესია, ზეითუნისა იყოს). სტაფილო რომ მოიხარშება, დაამატეთ მოშუშული ნიახური, ადუღეთ კიდევ ერთი წუთი. მზა წვნიანს დაამატეთ მწვანილი.

ავოკადო

გიყვართ ავოკადო? ძალიან კარგი. ის მდიდარია კალიუმით, B1, B2 და E ვიტამინებით. გარდა ამისა, მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცხიმებით, რომელთა წყალობითაც დიდხანს არ შეგაწუხებთ შიმშილი, ამიტომ რეკომენდებულია, ეს ზეთოვანი ნაყოფი განტვირთვის დღეების რაციონში ჩავრთოთ. ასევე გვირჩევენ, ერთმანეთს შევუთავსოთ ავოკადოს კერძები და ფორთოხლის წვენი. ჩ ვიტამინი, რომელსაც ციტრუსი შეიცავს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და „წვავს“ ზედმეტ ცხიმს.

ავოკადოსა და რუკოლის სალათა

ავოკადო გათალეთ, გაჭერით ორად, მოასხით ლიმონის წვენი და მოათავსეთ ბლენდერში 150გ რუკოლისთან ერთად. ათქვიფეთ, გადაიღეთ სასალათეში, მოაყარეთ წიწაკა, მორთეთ მწვანილით.

კარტოფილი

წონის დაკლების მსურველთ ურჩევენ, არ ჭამონ კარტოფილი. ეს შიში უსაფუძვლოა _ 100 გრამი ბოსტნეული, ისევე როგორც იოგურტი, მხოლოდ 90 კილოკალორიას შეიცავს. გარდა ამისა, ახალგაზრდა კარტოფილის თხელი კანის ქვეშ თავმოყრილია ყველა სასარგებლო ნივთიერების 80% _ ვიტამინები და მინერალები (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი). კარტოფილიანი განტვირთვის დღის საუკეთესო დამატებაა უგაზო მინერალური წყალი.

მოხარშული კარტოფილი

500გ ახალი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მდუღარე მარილწყალში ჩაყარეთ. რომ მოიხარშება, გადაიღეთ თეფშზე, მოასხით ზეთი (უმჯობესია, ყურძნისა) და მოაყარეთ მწვანილი (კამა).

„მაძღარი“ და „მშიერი“ დღეები

„მაძღარი“ დღეები მოუხდება მათ, ვისაც გახდომა სურს, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეურჩევია თავისთვის საჭირო პროგრამა ან პრინციპულად წინააღმდეგია კვებითი ჩვევების მკვეთრი შეცვლისა.

ყოველი დღის ენერგეტიკული დატვირთვა 900-1200 კილოკალორიამდეა. „მშიერი“ დღეები ერთი პროდუქტისგან შედგება, მაგალითად, მაწვნის, კეფირის, საზამთროს ან ვაშლისგან. ვინაიდან ასეთი დღეების ენერგეტიკული დატვირთვა არ აღემატება 900 კილოკალორიას, მათი მოწყობა შეიძლება მხოლოდ კვირაში ერთხელ ან დღესასწაულის მომდევნო დღეს.