მზე მამაკაცის კანსაც აბერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზე მამაკაცის კანსაც აბერებს

ცოტამ თუ იცის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მზეს არც ძლიერი სქესის წარმომადგენლები უნდა გაუთამამდნენ - მკერდის უშიშრად მიფიცხება მათთვისაც საშიშია!

როგორც დერმატოლოგები განმარტავენ, კაცის კანი 1,5-ჯერ უფრო სქელია ქალისაზე, ეს ანატომიური ფაქტია, თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები საათობით უნდა მიეფიცხონ მზეს შიშველი ტორსით. მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ გაძლიერებული ოფლდენა, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიც უფრო თხელი აქვთ, ამიტომაც მათი კანი უფრო სწრაფად განიცდის გაუწყლოებას.

ულტრაიისფერი გამოსხივება არც მამაკაცის კანს ინდობს, უბრალოდ მზის რადიაციის შედეგები მამაკაცის კანზე რამდენადმე გვიან და არც ისე მკვეთრად აისახება ხოლმე, განსხვავებით ქალის ნაზი კანისგან. შესაბამისად, მამაკაცებსაც ესაჭიროებათ მზისგან დამცავი კრემები. სპეციალური ხაზები მათთვისაცაა შექმნილი.

გახსოვდეთ, მამაკაცის კანიც იწვება მზეზე, ისევე, როგორც ქალისა. რაც მთავარია, დაბერების პროცესი ანუ ფიტოდაბერების მექანიზმი ასევე ირთვება ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ულტრაიისფერი სხივების გავლენით მამაკაცის კანის უჯრედებსაც უქვეითდებათ რეგენერაციის (განახლების) უნარი!

თინათინ გოცაძე