მარტი. ქალი. დედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტი. ქალი. დედა

ქალთა დღესა და დედის დღეს მარტში აღნიშნავენ. ამ თვეს ხშირად ადარებენ ქალის ხასიათს, ზოგჯერ თავქარიანს, ცვალებადსა და შეუცნობელს, ჭირვეულსა და მტკიცეს...

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ჰაერში სიცოცხლის სურნელი ტრიალებს. ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი და თბილი, მომხიბვლელი და ნაზი. ქალთა და დედის დღეს კი ქალებს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას უნდა უძღვნიდნენ.

დედა, როგორც სამშობლო და ენა, ერთია. დედის იავნანა ტკბილია, დაუვიწყარი. დედა - შვილებზე ზრუნვით დაღლილი, მათ საწოლთან ღამენათევი, დედა - თმადათოვლილი, სახედანაოჭებული, ხელებდაკოჟრილი... ვინ დათვალოს, ვინ შეაფასოს დედის ღვაწლი, ამაგი. ნებისმიერი მწერლის კალამი თუ მხატვრის ფუნჯი უძლურია გამოხატოს დედაშვილური სიყვარული. ეს გრძნობა მძლეთამძლეა. რა პატარაა დედის გული და რაოდენ დიდ სითბოსა და სიყვარულს იტევს! დედა - სიცოცხლის საწყისი, სიცოცხლის მომნიჭებელი, სიკეთის მთესველი, სამშობლოსა და მშვიდობაზე მლოცველი, რათა მისმა შვილებმა ბედნიერად იცხოვრონ ქვეყნად. დედა მზადაა, ყველაფერი შესწიროს შვილს, მისი თვალით იყუროს, მისთვის იცოცხლოს... რამდენი დედაც არსებობს ქვეყნად, იმდენივეა ხასიათი, მიზანსწრაფვა, რწმენა; მაგრამ მილიონობით დედას მაინც ერთი საერთო საზრუნავი, საფიქრალი, ერთი საერთო გრძნობა აერთიანებს: შვილის უსაზღვრო სიყვარული, მისთვის თავდადება, თავგანწირვა. ყველასა და ყველაფერს ამარცხებს დედის სიყვარული. ყველაზე გულწრფელია იგი, ყველაზე წმინდაა და სათუთი.

იმისთვის, რომ ქალის ოჯახური ცხოვრება, ცოლქმრული ურთიერთობა ბედნიერებით იყოს გაბრწყინებული, ამასთან, ჰქონდეს წარმატებული კარიერა, საჭიროა მისი დიდი მონდომება. ყველაფერი სწორედ მასზეა დამოკიდებული. ქალი უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება ჰარმონიაში იყოს. ის ხან უბედური იქნება და ხან ბედნიერი (ასეთი განცდა ხშირად შეიძლება გაჩნდეს), ცხოვრების ამ კანონზომიერებას ვერავინ შეცვლის, მაგრამ ყველა ქალმა უნდა იზრუნოს ბედნიერებისათვის. სხვა საქმეა, ვინ რაში ხედავს ბედნიერებას. ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახური კერის დაცვაა; რომ ქალი უნდა იყოს, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი. ასე სწამდა ჩვენი დედებისა და ბებიების თაობას და ისინიც თავს მთლიანად ოჯახს უძღვნიდნენ. მთელი ძალ-ღონის სამუშაოსკენ მიმართვა მამაკაცთა პრეროგატივად ითვლებოდა. დღეს კი ბევრი ქალის ოცნებაა წარმატებული კარიერის შექმნა, ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, ბანკის ან რომელიმე ფირმის ხელმძღვანელობა მაინც. ქალი რადიკალურად შეიცვალა. ის სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში და წარმატებით მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. დღეს ყველა საზოგადოებრივი პროცესი იქით არის მიმართული, რომ ქალი გახდეს მთავარი ოჯახშიც და მის გარეთაც. რა თქმა უნდა, მამაკაცი ძლიერია ფიზიკურადაც, სექსუალურადაც და ეკონომიკურადაც; მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მაინც ქალი ლიდერობს. ირკვევა ისიც, რომ მამაკაცთა უმრავლესობა წინააღმდეგი არ არის, გაუყოს ისტორიული ლიდერის როლი ქალს. უფრო მეტიც - მათი ნაწილი მზად არის, მთლიანად დათმოს პოზიცია.

„მოწოდებით“ დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები საშუალო ასაკის მანდილოსნებზე ხუთჯერ ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია კარიერა, მაშინ როდესაც დედების თაობას არასოდეს ჰქონია მისწრაფება, ემუშავა საკუთარი ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ისინი უმეტესად იზრდებოდნენ ოჯახებში, სადაც ქალები არ მუშაობდნენ. მათ მამებს მიაჩნდათ, რომ ქალს უნდა მიეღო სათანადო განათლება, რათა აღეზარდა ღირსეული შვილები და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისათვის მოეხმარებინა. სწორედ ასეთ მომავალზე ოცნებობდნენ ქალები. ამიტომ, როცა ბედი შეახვედრებდა ისეთ მეუღლეს, რომელსაც შეეძლო, მატერიალურად უზრუნველეყო ოჯახი, ქალები სიამოვნებით ამბობდნენ უარს სამსახურზე და უერთდებოდნენ დიასახლისთა რიგებს. თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დედების ცხოვრება მხოლოდ სადილების კეთების, დალაგების, სერიალების ყურებისა და ნათესავებსა თუ მეგობრებთან გაუთავებელი სატელეფონო საუბრებისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული, ერუდირებული და გემოვნებიანი იყო. ისინი ესწრებოდნენ კონცერტებს, თეატრალურ პრემიერებს, მოგზაურობდნენ და ისვენებდნენ. მათ მიაჩნდათ (დღესაც მიაჩნიათ), რომ ეს ცხოვრების ერთადერთი მართებული წესი იყო და უკვირთ, როცა მათი ქალიშვილები მზად არიან, თავით გადაეშვან საქმიანი ცხოვრების ორომტრიალში და სიამოვნებითა და აზარტით ეუფლებიან ბიზნესის წარმოების არცთუ იოლ ხელოვნებას.

მოუსვენარი ცხოვრება და წინააღმდეგობები

იმ ქალების ცხოვრება, რომლებმაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი. მათთვის აუცილებელია, არა მარტო გახდნენ მაღალი კლასის სპეციალისტები, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, ყოველთვის შეეძლოთ თავიანთი აზრის დასაბუთება, საჭიროების შემთხვევაში მოახერხონ ოპონენტების დარწმუნება. დღეს ქალების დიდი ნაწილი ასე ცხოვრებას ცდილობს. გოგონები ჯერ კიდევ უნივერსიტეტებში სწავლისას ეძებენ დასაქმების შესაძლებლობას, რათა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს.

თუმცაღა, ასე ცხოვრება ჰგავს ერთგვარ რბოლას დაბრკოლებებით, გულმოდგინებასა და შრომისმოყვარეობას სასურველ მიზანთან მიჰყავს მონდომებული გოგონები, ისინი ადვილად პოულობენ პრესტიჟულ სამუშაოს და სტაბილურ შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მათი ცხოვრება ერთფეროვნად და მოსაწყენად მაიჩნია, ამბობს, რომ ისინი პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, შვილებზე, მყუდრო სახლზე, თუმცა ეს მათი ერთადერთი მიზანი არ არის. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, პროფესიულ საქმიანობას შეუთავსოს სახლის მოვლა, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა. ეს არც ისე იოლია. წარმატებული კარიერა ქალისგან უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ოჯახს კი მისი ყურადღება და მზრუნველობა აკლდება. როცა ქალს საკმაო აქვს შემოსავალი, ის ახერხებს, აიყვანოს დამხმარე და მეტ-ნაკლებად გათავისუფლდეს საოჯახო ტვირთისგან, თუმცა, ბავშვებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს. შესაძლოა, ცოლქმრულ ურთიერთობაში სირთულეებიც წარმოიშვას. ასე რომ, ქალს სჭირდება მობილიზება, ძლიერი ნებისყოფა და ბევრი ენერგია, რათა სათანადოდ მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზება კარიერაშიც და ოჯახშიც.