ლამაზი ფეხების შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ლამაზი ფეხების შესანარჩუნებლად

ლამაზი ფეხების შესანარჩუნებლად
ფეხების მდგომარეობაზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის თავდაჯერებული სიარული და განწყობაც კი. ფეხებიც ისევე იმსახურებს კოსმეტიკურ ყურადღებას, როგორც სხეულის სხვა ნაწილები. იგულისხმება კრემები, ნიღბები, აბაზანები თუ მასაჟი. ეს ყველაფერი კარგად ხსნის ფეხების დაღლილობას და ეხმარება ნახეთქების შეხორცებას. პედიკიური, სამწუხაროდ, ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.

ფეხების მიმზიდველობის შენარჩუნება სრულიადაც არ არის რთული. ლამაზი, ატლასივით გლუვი ფეხებისთვის აუცილებელია მათი კვება და დატენიანება. ფეხის მიდამოში კანი შედარებით ღარიბია ცხიმოვანი ჯირკვლებით, ამიტომ ადვილად უწყლოვდება. კანის სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ქავილი, უფრო ხშირად, ღამით. მშრალი კანი ნაკლებად
ელასტიკური, გლუვი და მკვრივია. კანის ყოველდღიური დატენიანება, განსაკუთრებით დაბანის შემდეგ, ეფექტურად აფერხებს დაბერების პროცესს. დაბანის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი და მკვებავი კრემების გამოყენება.

კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემოთ, ფეხების ზედა ნაწილის კანის სიმკვრივისთვის საჭიროა სპეციალური, კანის სიმკვრივის გამაუმჯობესებელი პრეპარატების გამოყენება. ისინი უნდა იხმაროთ მთელი წლის განმავლობაში,
უმჯობესია დილას, კონტრასტული შხაპის შემდეგ.

კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოუწყოთ ფეხებს კოსმეტიკური პროცედურა, კვირაში 2-3-ჯერ შხაპის შემდეგ ქუსლები დაიმუშავეთ მინქაფით. დაბანის შემდეგ კარგად შეიმშრალეთ, რადგან სისველე სოკოს გაჩენას განაპირობებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თითებს შორის მიდამოს, ქუსლებზე წაისვით მკვებავი კრემი. ბევრი პრეპარატი არა მარტო ფეხის კანს ატენიანებს, ხსნის დაღლილობასაც და დეზინფექციას უკეთებს ფეხებს.

სიარულის დროს ფეხის გულის ზედაპირი ოფლის აპკით იფარება, ამიტომ ფეხის არასათანადო ჰიგიენა, უსიამოვნო სუნის გარდა, სოკოვანი დაავადების გაჩენის რისკსაც მოიცავს. ტერფების დაბანისა და შემშრალების შემდეგ დაიყარეთ ტალკი.

თუ მოვლის მიუხედავად ქუსლებზე კანი მაინც უხეშდება და სკდება, ეს ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია. რაციონი გაამდიდრეთ A და C ვიტამინის შემცველი საკვებით: სტაფილო, მწვანე ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, მჟაუნა, საქონლის ღვიძლი, რძე, ფორთოხალი, ლიმონი.

სხვათა შორის, ლიმონი არაჩვეულებრივი საშუალებაა მუხლის კანის აქერცვლის დროს: გაჭერით ლიმონი 2 ნაწილად და მოათავსეთ მუხლებზე. შეგიძლიათ ხელსახოცზე დააწვეთოთ ლიმონის წვენი და მუხლებზე ისე დაიდოთ. ლიმონის მჟავა არბილებს და ათეთრებს კანს. ამის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი ან გელი.

ხავერდივით ფეხები რომ გქონდეთ, ტერფებზე წაისვით ფეხის კრემი, შეიხვიეთ ცელოფანით, ჩაიცვით ბამბის წინდები და გაიჩერეთ 2 საათი.

მჭიდრო, უხერხული ფეხსაცმელი ხშირად ფეხებზე კოჟრების გაჩენის მიზეზი ხდება. მის მოსაცილებლად შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება.

ნ პურის გულს დაასხით რამდენიმე წვეთი ძმრის ესენცია. დაიდეთ კოჟრზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამე.
ნ გულყვითელას ყვავილს დაასხით მცირე რაოდენობით მდუღარე წყალი. მიღებული ფაფისებრი მასა მოათავსეთ მიტკლის ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ ფეხი შალის ნაჭრით და რამდენიმე ხნის შემდეგ მოიშორეთ. კოჟიჟზე კანი გაწითლდება და მალე მოძვრება.
ნ ფეხები ჩაილბეთ სოდიან თბილ წყალში, კოჟიჟის ადგილზე მოათავსეთ ლიმონის ქერქი რბილობთან ერთად ან ნივრის წვენით დასველებული დოლბანდი. დაამაგრეთ პლასტირით და გაიჩერეთ მთელი ღამით.

ქუსლებზე კანი ხშირად სკდება და იფარება ქერქით. 3ს/კ მარილს, 1ს/კ სოდას დაასხით 3ლ მდუღარე წყალი. წყლის გაგრილებამდე მოამზადეთ კრემი. 1 ჭიქა ზეთი გააცხელეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 20გ ცვილი. ფეხები დაილბეთ უკვე მომზადებულ ხსნარში 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ წაისვით ქუსლებზე ხახვის კრემი.

გარქოვანებული უბნები რეგულარულად გაიხეხეთ ზღვის მარილისა და რძისგან მომზადებული პასტით.

ფეხების შეშუპებისას ყოველ 3 საათში ადექით სამუშაო მაგიდიდან და აიარ-ჩაიარეთ კიბე. ამის შემდეგ ცოტა ხანს დადექით ქუსლებზე. ჯდომისას ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე. ამ დროს სისხლძარღვები იჭყლიტება და სისხლი საკმარისად აღარ მიეწოდება ფეხებს. სახლში დაბრუნებისას წამოწექით და ფეხები ასწიეთ. ძილის წინ მიიღეთ აბაზანა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. შესაძლებელია დაამატოთ ზღვის მარილი ან მდოგვის ფხვნილი 1ს/კ 1 ლიტრ წყალზე. დილდილაობით ფეხებზე გადაივლეთ შხაპის ძლიერი ნაკადი. ურიგო არ იქნება მცენარეული შარდმდენი ნახარშის მიღება.

ფეხების მომატებული ოფლიანობა შესაძლებელია ზოგიერთ დაავადებას უკავშირდებოდეს ან კანისთვის ჰაერის არასაკმარისი მიწოდების დარღვევით იყოს გამოწვეული (ვიწრო, დახურული ფეხსაცმლის, სინთეტიკური წინდის ტარებისას). ოფლი განაპირობებს კოჟრებისა და ნახეთქების გაჩენას, კანი უფრო ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა მიკრობებისათვის.

  • ხშირად დაიბანეთ ფეხები გრილი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით;
  • დაიმუშავეთ ფეხის თითები და ფეხის გულები მინქაფით ან სკრაბით;
  • ფეხის გულები და თითებს შორის ადგილი გაიწმინდეთ 1-2%-იანი სალიცილის ხსნარით ან ბორის მჟავათი;
  • ყოველდღიურად გაიკეთეთ თბილი აბაზანები სუფრის მარილის, მუხის ქერქის ან გვირილის ნახარშით;
  • დილაობით გამოიყენეთ ტალკი;
  • ჩაიცვით ნატურალური მასალის მსუბუქი და მოხერხებული ფეხსაცმელი;
  • ფეხის მომატებული ოფლიანობისას რეკომენდებულია კონტრასტული აბაზანები.

თუ ფეხის თითებს შორის ქავილი და წვის შეგრძნება გაწუხებთ, მოამზადეთ საცხი: 1 ცალ კვერცხს დაუმატეთ 2ს/კ ძმრის ესენცია და 1ს/კ ზეთი. ყველაფერი აურიეთ. მასა უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟნის კონსისტენციის. აღნიშნული კრემი შეიზილეთ დღეში 1-2-ჯერ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 09-07-2019
მეგი
გამარჯობა, როცა ჯანმრთელი ხარ და ხელის გულებზე და ფეზე გაქვს მომატებული ოფლიანობა როგორ შეიძლება რომ ვუშველოთ, ძალიან შემაწუხებელი და უხერხული მომენტია
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია.
ყველასათვის ცნობილია, რომ მზის სხივები ვნებს ქალის ნაზ კანს, ხოლო, რა გავლენას ახდენს ის მამაკაცის სხეულზე,
სწორად გაიკეთეთ მაკიაჟი ნებისმიერი ქალი ცდილობს, თავს მეტ-ნაკლებად მაინც მოუაროს. შინიდან გასვლის წინ ბევრი მაკიაჟს იკეთებს.
მასაჟი ცივი კოვზების მსუბუქი დარტყმით – კანის დაბერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა,
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად