მღელვარება ასაკის გამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მღელვარება ასაკის გამო

ძალიან აშფოთებთ თითოეული მომატებული კილოგრამი. უნდათ მისდიონ სპორტს, კვებაც აკონტროლონ, მაგრამ ამის კეთება ქაოსურად არ შეიძლება. უნდა შეთავსდეს სპორტი და კვება ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. ნებისმიერ ასაკში რომ სასურველად გამოვიყურებოდეთ, აუცილებელია, აქტიური ცხოვრების წესი - ვარჯიში, სწორი, რაციონალური კვება. თუ ამ ყველაფერს გონივრულად და გულისყურით მოვეკიდებით, ჩვენი ორგანიზმი ჰარმონიულად განვითარდება, ახალგაზრდობასაც დიდხანს შევინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც. თუმცა სხვადასხვა ასაკში ამაზე სხვადასხვაგვარად უნდა ვიზრუნოთ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

25-დან 35 წლამდე

ამ ასაკში ცხიმი ჯერ კიდევ არ გროვდება აქტიურად, თუმცა მისი პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში - მოცილება სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიწყოს. ათი წლის დაგროვილი ცხიმის ერთბაშად მოშორება გაცილებით ძნელი იქნება. გსურთ, თავიდან აიცილოთ წონასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? - მიიღეთ პოლივიტამინების კომპლექსი მაკრო- და მიკროელემენტებით. საქმე ის არის, რომ მათი მარაგი მცირდება ორსულობისას, მშობიარობისას, სტრესისა და დიეტით გატაცების დროს. იზრუნეთ კუნთოვანი მასის მომატებაზე. კვირაში სამჯერ 5 წუთი დაუთმეთ ძალისმიერ ვარჯიშს, 15 წუთი - კარდიოვარჯიშს. 8 კვირის შემდეგ ფიზიკური აქტივობა 20%-ით მოიმატებს, კუნთური ძალა კი - 25%-ით.

მოძრაობა თქვენი ცხოვრების ნაწილად უნდა იქცეს. თუ უპირატესობას მშვიდ საქმიანობას, მაგალითად, სეირნობას მიანიჭებთ, შეეცადეთ ისეირნოთ სწრაფი ტემით. გამხდარი ხართ და ამიტომ სპორტს არ მისდევთ? ძალიან ცდებით! ფიზიკური პასიურობა კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დაკარგვამდე და ნივთიერებათა ცვლის გაუარესებამდე მიგიყვანთ. გამხდარი ზარმაცუნები ვერც კი შეამჩნევენ, როგორ მოედება მათ სხეულს ცხიმი. შესაძლოა, ის მაინცდამაინც მუცლისა და თეძოების მიდამოში არ ჩალაგდეს, მაგრამ შინაგანი ორგანოების ირგვლივ და კანქვეშ დაგროვდება.

არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ტრაპეზი. რეგულარული კვება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ერთსა და იმავე დონეზე შენარჩუნებას. ორსულობა სულაც არ არის მოდუნების საფუძველი. ფიტნესი და ცურვა ზრდის შანსს, მომავალმა დედამ სწრაფად დაიბრუნოს ქალიშვილობისდროინდელი წონა მშობიარობის შემდეგ. მაგრამ აქტივობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

35-დან 45 წლამდე

ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, ცხიმოვანი ქსოვილი იზრდება, ხოლო ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესს კუნთოვანი მასის შემცირება მოჰყვება. შენელებული ნივთიერებათა ცვლის კომპენსირებისთვის კვირაში 3-ჯერ 20-25 წუთი დაუთმეთ აერობულ და ძალისმიერ ვარჯიშებს. თუ გირჩევნიათ, ერთ მათგანს მიჰყოთ ხელი, არჩევანი ძალისმიერ ვარჯიშებზე შეაჩერეთ. თუ სწრაფად გადაერთვებით ერთი ძალისმიერი ვარჯიშიდან მეორეზე, აერობიკა შესამჩნევ ეფექტს გამოიღებს - ამ გზით წუთში 10 კალორიას დაწვავთ და მოამაგრებთ კუნთებს, რომლებიც, თავის მხრივ, კალორიების დაწვაში დაგეხმარებიან. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა. ამისთვის შეიძლება მიმართოთ იოგას ან მედიტაციას. ეს განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ამოიღეთ მენიუდან მავნე პროდუქტები - ნამცხვრები, კანფეტები, ძეხვეული. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ცეხვილი პური, თევზი და ფრინველის ხორცი. ნუ დაიზარებთ ხილისა და ბოსტნეულის სალათების მომზადებას. ასეთი რაციონი გამოაცოცხლებს კანს, მოაწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აგავსებთ ენერგიით, გაგახალისებთ, ორგანიზმს არ მოაკლდება ვიტამინები და სხვა აუცილებელი ნივთიერებები. ყოველდღე არანაკლებ 10 წუთი დაუთმეთ გაწელვით ვარჯიშებს. ასეთი ვარჯიშები აუმჯობესებს კუნთების კვებას, უბრუნებს მათ სიმკვრივეს, გაცილებით მოძრავს ხდის სისხლძარღვებს, ზრდის მათ სიმტკიცესა და მოქნილობას. ეს, თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამის შემდეგ ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი მწყობრად წარიმართება. ასეთი ორგანიზმი დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას.

გახდომის საუკეთესო საშუალებაა უჯრედისი, რომელიც ჯანმრთელობას არ ვნებს, მადას კი აქვეთებს. უჯრედისით მდიდარია ხილი, ბოსტნეული, ქატო, მარცვლეული, კაკალი, ყავისფერი ბრინჯი. უჯრედისის შემცველობა მაქსიმალურია (44%) ქატოში. თუ მას დაუმატებთ ხორცს, თევზს, ფაფებს, ეს კერძები გაცილებით სასარგებლო გახდება.