სექტემბერი, ზღვა და ქალბატონების სეზონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

სექტემბერი, ზღვა და ქალბატონების სეზონი

სექტემბერი, ზღვა და ქალბატონების სეზონი
სექტემბერია, თუმცა მზის მცხუნვარება ჯერ კიდევ არ განელებულა. ზღვის სანაპიროზე თუ საცურაო აუზების ირგვლივ კვლავაც უამრავი ხალხი ირევა. გსურთ, მოხდენილი სხეულით მოიწონოთ თავი? ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით დიეტა, ოღონდ ის აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს. ამისათვის საკმარისი არ არის, ახლობლებისა და ნაცნობების რჩევებს მიუგდოთ ყური; უნდა გაითვალისწინოთ გამოცდილ დიეტოლოგთა თვალსაზრისიც. ენდოკრინოლოგები მიიჩნევენ, რომ ჭარბი წონის ერთბაშად დაკლება სასურველი არ არის. თავდაპირველად წონის 10%-ის დაკლებაც საკმარისია. ეს ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ჰიპერტონიისა თუ სხვა პათოლოგიების რისკის შემცირებას. წონის დასაკლებად კი საჭიროა, სწორად
შევარჩიოთ დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ნატურალური გასახდომი საშუალებები.


რომელი დიეტა ჯობია?


მოხდენილობაც რომ დავიბრუნოთ და არც ჯანმრთელობა დავაზარალოთ, არჩევანი უნდა შევაჩეროთ ჯანსაღ დიეტაზე, რომელიც ორგანული საკვების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. მისი დაცვა არც ისე რთულია, რადგან შეგიძლიათ, დღეში 5-6-ჯერ მიირთვათ. ამგვარად შიმშილი ნაკლებად შეგაწუხებთ და საკვების
კალორიულობასაც გააკონტროლებთ: დღეში 1500 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა მიიღოთ. კერძები, სასურველია, მცენარეული ზეთით შეაზავოთ. მარილი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, ანუ წონის მომატებას. უამრავი კერძი შეიძლება მომზადდეს ძროხის, ქათმის, ინდაურის მჭლე ხორცისგან, თევზისგან. ისინი არც ისე კალორიულია. სამაგიეროდ, მდიდარია ცილებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმში სისხლის წარმოქმნისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ვიტამინებით ამდიდრებს ორგანიზმს და ნაკლებად კალორიულიც არის. მცენარეული საკვები ხელს უწყობს მონელებასაც. ძალზე მნიშვნელოვანია, საკვები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში ნურაფერს მიირთმევთ. თუ ვერ ითმენთ, შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა რძე, მაწონი ან იოგურტი. ასევე სასარგებლოა კვირაში 1-2 განტვირთვის დღე. ეს ნიშნავს, რომ დღეში 5-6-ჯერ ერთგვაროვანი საკვები უნდა მიიღოთ: ვაშლის დღეს - 1,5კგ ვაშლი, ხაჭოს დღეს - 400 გ უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის დღეს - 1,2-1,5 კგ ზეთით შეზავებული მცენარეული სალათა, ხორცის დღეს კი - 300 გ მოხარშული უმარილო ხორცი.


მიიღეთ სითხე


ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 2 ლ სითხის მიღება. ნაღვლის გადატვირთვას თან სდევს ქოშინი და შეშუპება. გაცხიმოვნებული სხეული დიდი ოდენობით შეიწოვს სითხეს და ის ორგანიზმში გროვდება, რაც წონის მომატებას უწყობს ხელს. ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოსადევნად სასურველია მიიღოთ ოხრახუშის ნახარში. ამ შემთხვევაში სითხე ისე გამოიდევნება, რომ არ იცვლება კალიუმის მარაგი, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის, გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის.


აუცილებელია ვარჯიში


თუ ჭარბი წონა გაქვთ, კვების რეჟიმის დაცვასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც. დღეში 30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს - სიარულს, ცურვას, ველოსიპედით სეირნობას. არ არის საჭირო, არაქათის გაწყვეტამდე ივარჯიშოთ. 30-წუთიანი სწრაფი სიარულით 60 კილოკალორიას დაწვავთ. რაც უფრო უკეთესად გაქვთ კუნთები განვითარებული, მით უფრო მეტი კალორია იხარჯება. მაშინაც კი, როცა ისვენებთ, 0,5 კგ კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმს ყოველდღიურად 35-45 კილოკალორიას ართმევს.


დაიკელით წონა? შეინარჩუნეთ მიღწეული!

თუ წონის კორექციას უკვე მიაღწიეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. განაგრძეთ ვარჯიში, ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ტკბილეულს, ფუნთუშეულს და ცომის სხვა ნაწარმს. წონის შესანარჩუნებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება. ერთ-ერთი მათგანია ქიტინი. ის მხოლოდ წონას კი არ აკონტროლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებასაც, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. წონის დაკლების შემდეგ კანი ზოგჯერ ეშვება. გამოიყენეთ კანის სიმკვრივის შესანარჩუნებელი სპეციალური მალამოები თქვენი კანის ტიპის შესატყვისად. გოგონები, განსაკუთრებით - სქესობრივი მომწიფების ხანაში, მეტისმეტად განიცდიან ზედმეტ წონას და გადაჭარბებული გულმოდგინებით იცავენ დიეტას, თანაც, როგორც წესი, ექიმთან შეუთანხმებლად. უნდა გვახსოვდეს: ამ ასაკში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება. დიეტამ შესაძლოა ახალგაზრდა ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დიეტომანიით შეპყრობილ მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ექიმის დახმარებით შესაძლებელია ისეთი კვების რეჟიმის შემუშავება, რომ არც ორგანიზმი დაზარალდეს და არც ფსიქიკა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ზღვაზე კრუიზი შვებულებისას უჩვეულო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტია, თუმცა ის ყველასთვის თანაბრად დასაშვები როდია, ამიტომ გთავაზობთ ინფორმაციას წყალზე დასვენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
03-08-2018
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
19-11-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის
20-06-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
ფეხების მდგომარეობაზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის თავდაჯერებული სიარული და განწყობაც კი.
არის დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნის. ის გაზაფხულის მოსვლას ემთხვევა და ალბათ, ეს არ არის შემთხვევითი.
გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და
მეცნიერულად დადასტურებულია: • ქალის ტვინი მამაკაცისაზე 100 გრამით ნაკლებს იწონის, სამაგიეროდ, მის ნეირონებს შორის იმპულსთა გადაცემა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად