ჯანსაღი და ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი და ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს

რადგან ჩვენი ფეხების მდგომარეობაზეა დამოკიდებული არა მარტო განწყობილება, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაც.

ჩვეულებრივ, ფეხების მოვლისთვის სრულიად საკამრისია ყველდღიური შხაპის მიღებისას აბაზანაში სპეციალურ მაგარ ნეჭაზე გავლა, ჯაგრისით ან სქრაბით კანის გარქოვანებული ნაწილების მოშორება. ამის შემდეგ ფეხები უნდა გავიმშრალოთ, განსაკუთრებით გულდასმით თითებს შორის არეალი გავიშროთ და წავისვათ ფეხებისთვის განკუთვნილი მკვებავი კრემი. სასურველია 15 წუთით წამოვწვეთ და შემაღლებულ ბალიშზე შემოვაწყოთ ფეხები. ამით ფეხები განიტვირთება და შეშუპებაც მოიხსნება.

კვირაში ერთხელ მაინც საჭიროა ტერფების საგულდაგულო გასუფთავება: დაილბეთ ფეხები თბილ წყალში, მინქაფათი, მაგარი ჯაგრისით ან ფეხების სპეციალური სახეხით მოიშორეთ დარბილებული გარქოვანებული შრე, შემდეგ გაიმშრალეთ, წაისვით მკვებავი კრემი და ჩაიცვით ბამბის წინდები. ამ პროცედურის ყოველკვირეულად შესრულებისას კანი ტერფებსა და ქუსლებზე ნაზი და რბილი იქნება.

წელიწადის ცხელ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა ფეხების აბაზანა. ამ პერიოდში ფეხები მეტად იღლება, მტვერი, სიცხე, მწერების ნაკბენები განსაკუთრებით შემაწუხებელია. ხშირად ფეხების სიმშრალეს, მცირე ნაკაწრებსა და ქავილს უბრალოდ ხშირი დაბანა შველის, რასაც მსუბუქი მასაჟი ახლავს თან.

აბაზანების გამრავალფეროვნება შესაძლებელია სამკურნალო მცენარეებითა და ეთერზეთებით.

თუ ძალზე ცოტა დრო გაქვთ, თბილი წყლის აბაზანას დაუმატეთ ბლომად მარილი და სამუშაო დღის ბოლოს დაღლილი ფეხები 10-15 წუთით ჩაყავით - დაღლილობა და ტკივილი წამსვე გაივლის. მარილი და წყალი ასუფთავებს და ატონიზირებს ფეხის კანს. ძალიან კარგია ამ მიზნით მსხვილი ზღვის მარილის გამოყენება - ფეხებისთვისაც სასარგებლოა და ორგანიზმიც შეივსება იოდის მარაგით.

ფეხების აბაზანისთვის გამოიყენება შემდეგი მცენარეები: პიტნა, ჭინჭარი, გულყვითელა, წიწვოვანი ექსტრაქტები და ეთერზეთები, მუხის ქერქი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი და თაფლი, კარტოფილის ნახარში, ხოლო მდოგვის აბაზანები გაციების დაწყებისას გიშველით.

დაღლილობას უმკლავდება კონტრასტული აბაზანები: მოამზადეთ ორი ვარცლი ცხელი და ცივი წყლით და ფეხები ხან ერთში მოათავსეთ, ხან მეორეში, ვიდრე არ მოგბეზრდებათ.

ჩვეულებრივ, ფეხების აბაზანა 5 წუთს გრძელდება, ნახეთქებისას - 10 წუთამდე, ხოლო მომატებული ოფლიანობისას - 3 წუთამდე. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ანთებითი პროცესების, შეშუპების, ასევე ფეხების ოფლიანობის, დროს უმჯობესია გამაგრილებელი აბაზანების მიღება. გრილი აბაზანა ავიწროებს სისხლძარღვებს, ამცირებს ტკივილს და ხსნის ანთებას.

აბაზანის შემდგომი ეტაპია ფეხის ნიღბები:

ნ ქრისტესისხლა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული ფაფისებრი მასა დაიდეთ ტერფებზე ნახევარი საათით. კანი რომ დარბილდება, გარქოვანებული ფენა მაგარი ნეჭით მოიშორეთ.

ნ ლიმონის წვენი კანს ათეთრებს. წაისვით კანზე ლიმონის ნაჭერი და გაიჩერეთ 10-15 წუთი.

ნ კარგად არბილებს კანს მაიონეზი, არაჟანი და ხაჭო. გაიჩერეთ 1 საათით მაინც.

ნ ქუსლებზე ნახეთქებს უმკლავდება კომბოსტოს ფურცლები - გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ტერფებზე.

ნ თბილი კარტოფილის პიურე ეფექტურია კოჟრების შემთხვევაში.

აბაზანებისა და ნიღბების სრული ეფექტი მიიღწევა 2-3 თვის განმავლობაში მათი სისტემატურად გაკეთებისას.

ფეხების მოვლის დროს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ფრჩხილებს. არ უნდა მოვიჭრათ ფრჩხილის კუთხეები. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფრჩხილი ჩაიზარდოს. ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს ტერფის დეფექტი ან ცუდად შერჩეული ფეხსაცმელიც.

თუ ფჩხილი ჩაგეზარდათ, დასაწყის სტადიაში რეკომენდებულია ყოველდღიურად გვირილის აბაზანის მიღება. 6 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დავასხათ 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დავახუროთ ჭურჭელს სარქველი და გავაჩეროთ 1 საათი. გადავწუროთ და ისევ გავათბოთ. გავაჩეროთ ფეხები სითხის გაგრილებამდე. გავიმშრალოთ, ფრთხილად მოვაშოროთ ქსოვილებს ფრჩხილის ნაწილი და ჩავიფინოთ იოდის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი.

პედიკიური ფეხების მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამისათვის საჭიროა ფეხები 10-20 წუთით მოვათავსოთ ცხელ აბაზანაში, რომელსაც უნდა დავამატოთ ცოტაოდენი საპონი და 1 ჩაის კოვზი სოდა. ფეხები კარგად გავიმშრალოთ და წავისვათ მკვებავი კრემი. ამის შემდეგ მინქაფათი ან პედიკიურის ქლიბით ფრთხილად მოვიშოროთ გარქოვანებული ნადები ქუსლებიდან, ტერფიდან და თითებიდან. კოჟრები ფრთხილად მოვიშოროთ პინცეტით. ფრჩხილი უნდა მოვიჭრათ მარჯვენა ან მარცხენა კიდიდან და არა პერპენდიკულარულად.

ცერა თითზე ფრჩხილი ოდნავ უფრო გრძელი უნდა იყოს, ვიდრე სხვა თითებზე. ფრჩხილები უნდა დავიჭრათ სწორად და არა ნახევარწრიულად. ტერფებზე წავისვათ კრემი და კარგად დავიმასაჟოთ.

ფეხის ფრხილებზე წასმული ლაქის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ხელების ლაქის ფერს. თუ საკუთარიფეხის თითები არ მოგწონთ, ჯობს უფერო ლაქი წაისვათ.

ფეხების მოვლასთან ერთად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევაც. ფეხსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ. მაღალი ქუსლი და ბრტყელი ლანჩი უარყოფითად მოქმედებს ტერფზე. ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 2-დან 6,25 სმ-მდე უნდა იყოს.

არც ვიწრო ფეხსაცმელია კომფორტული - კანი ხახუნსა და ზეწოლას განიცდის, რის გამოც კოჟრები ჩნდება. პროფილაქტიკისთვის საჭიროა მოხერხებული ფეხსაცმლის ჩაცმა და დამარბილებელი კრემის რაც შეიძლება ხშირი გამოყენება.

ხილულ შედეგს სწრაფად ვერ მიაღწევთ. საჭიროა აბაზანების სისტემატურად გაკეთება, ფეხის კანის კვება, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი, რის შედეგადაც ლამაზი და ჯანსაღი ფეხები გექნებათ და მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერასაც მიიპყრობთ.