ექსპერტი მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ექსპერტი მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს

ექსპერტი მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს
გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და საიდან დაგროვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NEWSROOM ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ავარია რადიკალურად არ განსხვავდება ფონიჭალაში, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავარიისგან.

„გაზის აფეთქება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია. ეს კონცენტრანცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს. აფეთქების შედეგად, დაახლოებით 10-15-ჯერ ხდება გაფართოვება აფეთქებული გაზის. ეს არის უზარმაზარი ძალა. კადრებს, რომ ვაკვირდები, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ
აქ დაგროვებული გაზის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი ვიდრე ფონიჭალაში იყო, რადგან ფონიჭალაში გაცილებით დიდი პრობლემები შეიქმნა - ორი სართული გააერთიანა აფეთქებამ. აქ საკითხი დგება ასე: რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და საიდან დაგროვდა“, - განაცხადა არაბიძემ.

მისივე თქმით, გაოცებას იწვევს როგორც „ყაზტრანსგაზის“
თანამშრომლების, ისე თავად იმ სართულის მცხოვრებლების მოქმედებები, სადაც აფეთქება მოხდა.

„გაზის ხელსაწყოები ძირითადად სამზარეულოშია დამონტაჟებული. ამ სახლს არ ვიცი გათბობის სისტემა როგორი ჰქონდა. თუ გაზქურა იყო ჩართული, დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდებოდა გაზქურიდან გამომავალი გაზის რაოდენობას, რომ მიეღწია აფეთქების კონცენტრაციამდე. აქ აშკარად იგრძნობა, რომ არ არის ერთბაშად შესული გაზის რაოდენობა, არამედ ეს მოხდა თანმიმდევრულად - გროვდებოდა, გროვდებოდა და მიაღწია აფეთქების რაოდენობამდე.

გაოცებული ვარ როგორც „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების მხრიდან, ასევე მეექვსე სართულის მცხოვრებლების მხრიდან. ამ ხნის განმავლობაში, ვინაიდან მეზობლებმა ეს სუნი იგრძნეს, ეს სუნი ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა სახლში? რატომ ვერ მოხერხდა და რატომ ვერ იგრძნეს სახლში მცხოვრებლებმა ეს საათების განმავლობაში და რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები, გაუგებარია.

რა უნდა შეემოწმებინათ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს: თუ ისინი მიიყვანეს ღია სივრცეში დამონტაჟებულ გაზის მარეგულირებელ დანადგართან, რომლის მოვალეობაც არის წნევის დაგდება და ის ჩათვალეს გაზის კერად, მაშინ იქ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი იყო. თუ ისინი შევიდნენ კორპუსში და აყვნენ კიბეებს და ლიფტის შახტას, ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ სათანადო ხელსაწყოებით, რომელიც გიჩვენებს რა რაოდენობის გაზია, რათა დაედგინათ საიდან იყო გაზის კერა“, - განაცხადა არაბიძემ.

მანვე მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა:

„საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები. უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, არ შეიძლება იქ გაზის ექსპლუატაცია. როდესაც გაზქურა ან სხვა ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარი მუშაობს, გააღეთ ფანჯარა და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში. ყველაფერი რომ ღია ყოფილიყო, ეს აფეთქება ვერ მოხერხდებოდა. ასევე არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც ოდორანტის რაოდენობასაც ზომავს“, - აღნიშნა არაბიძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
იაშვილის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც
17-01-2019
კვებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეკომენდაციები მიუთითებს, რომ სწორი კვება გულისხმობს დღე-ღამის
15-01-2019
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა მოქალაქეებს
11-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
მეცნიერები უკვე დიდი ხანია იკვლევენ გამარჯვებათა ისტორიებს და წარმატებული ადამიანების პიროვნულ თვისებებს.
დღევანდელი რუბრიკის თემაა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მეტად აქტუალური საკითხი – პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
როგორ გადავეწყოთ თბილ სეზონზე და როგორ მოვიქცეთ ორგანიზმის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.
არსებობს განსაკუთრებული დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნით. ის გაზაფხულის შემობრძანებას ემთხვევა,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად