როგორ გავხადოთ კლიმაქსის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და უმტკივნეულო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავხადოთ კლიმაქსის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და უმტკივნეულო

მენოპაუზამდე გრძელდება. 35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით.

სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალებს აწუხებთ:

  • ალები;
  • ოფლიანობა;
  • ძილის დარღვევები;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • ადვილად აგზნება, თავბრუხვევა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა უბანში;
  • შფოთვა.

ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული და შესაძლოა, ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინოს თავი.

რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, არ უკავშირდება ორგანიზმის დაზიანებას და ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად ქრება.

გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონთა ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს ეკუთვნის:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ოსტეოპოროზი;
  • შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა).

ეს პათოლოგიები, ფსიქო-ვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.

დადგენილია, რომ აღმოსავლელ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში ალები იშვიათად აწუხებთ. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ამ საიდუმლოს გასაღები მათი რაციონია, რომელიც ღარიბია ცხიმით და მდიდარი - მცენარეული ესტროგენების შემცველი სოიოს პროდუქტებით.

mkurnali.geესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტროგენების დონის მკვეთრი დაცემისას, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზს ძვლების ნელი ტემპით განლევა ახასიათებს. მისი პირველი გამოვლინება გახლავთ ხერხემლის მალების მიკრომოტეხილობით გამოწვეული ტკივილები. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა - ბარძაყის თავის მოტეხილობა.

ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა, რისთვისაც ზრუნვა მენოპაუზამდე უნდა დავიწყოთ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია.

ესტროგენები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს (კარგი ქოლესტერინი); იცავს სისხლძარღვებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან; აფართოებს მათ სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შემცირება-შეწყვეტას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება.

შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიასა და სისხლძარღვოვან ცვლილებებთან ერთად ესტროგენების დეფიციტითაც არის გამოწვეული.

გარდა ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, ესტროგენების დეფიციტი იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, რომლის შედეგადაც ნაოჭდება კანი, მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი. ვითარდება ქრონიკული კონიუნქტივიტი.

ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის, ე.წ. სახსრების საცხის, წარმოქმნას. შესაბამისად, კლიმაქსურ პერიოდში მათი ნაკლებობა სახსრების ტკივილს განაპირობებს.

მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
  • ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჰორმონების დეფიციტის შევსება ზრდის ძვლების სიმკვრივეს, თითქმის ანახევრებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც შესაძლებელია (ეფექტურია ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები). ჯანსაღი და ბალანსირებული კვება გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში არ "დამაგრდება"), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული სურსათის მიღებას.

კლიმაქტოპლანი - არის გერმანული წარმოების ბუნებრივი, არაჰორმონული პრეპარატი, რომელიც დაგეხმარებათ კლიმაქსის პერიოდის უმტკივნეულოდ გადატანაში.

პრეპარატის შემადგენლობაში 4 კომპონენტი შედის. აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას ავსებს და აძლიერებს.

ციმიციფუგა - მცენარეული ესტროგენის შემცველი კომპონენტია (ქალის ესტროგენის მსგავსი), ახდენს ჰორმონული ბალანსის ნორმალიზებას და კლიმაქსის ისეთი ძირითადი სიმპტომების ლიკვიდირებას, როგორიცაა:

  • ალები;
  • სიცხის შეგრძნება;
  • ოფლიანობა;
  • ემოციური ლაბილურობა.

სანგვინარია - ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ხელს უშლის არითმიისა და გულის აჩქარების შეტევათა განვითარებას;

სეპია - ხსნის თავის ტკივილს და გაღიზიანებადობას;

იგნაცია - აქრობს განწყობის ცვალებადობას, არეგულირებს ძილსა და მახსოვრობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლიმაქტოპლანი ჰორმონებს არ შეიცავს და ხანგრძლივი გამოყენებისას კარგი ამტანობით ხასიათდება. 70 წელზე მეტია, რაც ევროპელი ქალები პრეპარატ კლიმაქტოპლანს სრულიად ენდობიან.