რჩევები ლიმფის შეგუბების მკურნალობისთვის ოპერაციის და სხივური თერაპიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ლიმფის შეგუბების მკურნალობისთვის ოპერაციის და სხივური თერაპიის შემდეგ

რადგან აღნიშნული მკურნალობა არღვევს ლიმფური სისტემის მთლიანობას, იწვევს ლიმფის უხვად შეგუბებას - ლიმფედემის განვითარებას, ძირითადად, კიდურში და ხშირად, ემოციურად უფრო რთული გადასატანია, ვიდრე ფიზიკურად.

ლიმფედემა პროგრესირებადი მდგომარეობაა, პროგნოზს განსაზღვრავს ლიმფური სისტემის დაზიანების ხარისხი და მკურნალობის დაწყების ვადები. იმის ცოდნა, ხართ თუ არა თქვენ ლიმფედემის განვითარების რისკის ქვეშ, გადამწყვეტია დროული მკურნალობისთვის.

ლიმფედემის განვითარების საფრთხე არსებობს:

• თუ გჭირდებათ კისრის,იღლიის, მენჯის, საზარდულის ლიმფური კვანძების ამოკვეთა, ან დასხივება (ყველაზე ხშირად ლიმფედემა ვითარდება ზემო კიდურსა და მკერდში - იღლიის ლიმფური კვანძების ამოკვეთის/დასხივების შედეგად, მკერდის სიმსივნის მკურნალობის გამო; ქვემო კიდურებსა და ბოქვენში - მენჯის და/ან საზარდულის ლიმფური კვანძების ამოკვეთის გამო, გინეკოლოგიური და ზოგიერთი უროლოგიური სიმსივნეების დროს);

• თუ სიმსივნის ზომა და მდებარეობა იწვევს ლიმფის მიმოქცევის ბლოკირებას, აზიანებს ლიმფურ კვანძებსა და სადინრებს კისერში, გულმკერდში, მუცელსა თუ მენჯში;

• თუ დრენაჟი ან ჭრილობა დაინფიცირდა;

• თუ დასხივებამ გამოიწვია დამწვრობის განვითარება.

mkurnali.ge

ლიმფედემის განვითარების საფრთხე იზრდება ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებში - კიდურის შეშუპება ხშირად რთულდება წითელი ქარის განვითარებით.

ლიმფედემის მიმდინარეობას ამძიმებს დაზიანებული კიდურის ტრავმა, ინფიცირება, უმოძრაობა, არასწორი ფიზიკური აქტივობა, კიდურის გადახურება ან გადაციება.

ლიმფედემა ხშირად ვითარდება მკურნალობის დასრულებიდან პირველი სამი წლის მანძილზე, იშვიათად - უფრო გვიან. ლიმფის შეგუბებას ახასიათებს ძალიან ნელი და შემპარავი მატება. პროცესის გამოვლინება იწყება კიდურის მსუბუქი შეშუპებით, ზოგჯერ თითების ჩათვლით, სისავსის და კანის დაჭიმვის შეგრძნებით, უსიამოვნო ხდება საათის ან სამკაულის ტარება, ტანსაცმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისუფლად გქონდათ, თითქოს გიჭერთ, თუმცა ღამის განმავლობაში შეშუპება ცხრება. პროცესის განვითარებასთან ერთად იმატებს შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება კიდურში, იცვლება კანის ფერი, კიდურის ფუნქცია იზღუდება, მკურნალობის გარეშე ყალიბდება კიდურის შეუქცევადი დეფორმაცია.

mkurnali.ge

ლიმფის შეგუბების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს - მხოლოდ ექიმს შეუძლია კიდურის შეშუპების გამომწვევი მიზეზის დადგენა.

  • არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, არ მიიღოთ შარდმდენი პრეპარატები და სხვა მედიკამენტები ლიმფედემის სამკურნალოდ!
  • გაიზომეთ და ჩაინიშნეთ თქვენი კიდურის გარშემოწერილობა, დაავადების მიხედვით, იდაყვიდან, ან მუხლიდან 10სმ-ით ზემოთ და ქვემოთ ოპერაციამდე და დასხივებამდე. გააკონტროლეთ თქვენი კიდურის ზომა მკურნალობის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ მარჯვენა კიდური (ცაციებში-მარცხენა) 1 სმ-ით მსხვილია.

გახსოვდეთ, სიმეტრიულ კიდურებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ!

ლიმფედემის მკურნალობა თანაბრად მნიშვნელოვანი 4 რგოლისგან შედგება:

1. ლიმფის მანუალური დრენაჟი მიზნად ისახავს შეგუბებული ლიმფის გადადენას ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით და ჯანმრთელი ლიმფური სადინრების გააქტიურებას. აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ, აკრედიტებულ პროფესიონალს - ლიმფის მანუალური დრენაჟის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, რადგან ლიმფოდრენაჟული მასაჟის ტექნიკა განსხვავდება ყველა სხვა სახის მასაჟისგან.

2. კომპრესიული თერაპია - ლიმფედემის მკურნალობისთვის აუცილებელია სამკურნალო ტრიკოტაჟის ტარება დღის მანძილზე. კომპრესიული თერაპიის ფორმას და და სწორ ტრიკოტაჟს სპეციალისტი შეგირჩევთ თქვენი მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, კომპრესიული გადახვევა გჭირდებათ, თუ ტრიკოტაჟის ტარება, რა ხარისხის კომპრესიაა საჭირო, რა ხანგრძლივობით და ა.შ.

3. ლიმფოდრენაჟული ვარჯიშები განტვირთავს შეშუპებულ კიდურს და აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას. ამიტომ შეეცადეთ, დღის მანძილზე, 2 - 3ჯერ, აკეთოთ მარტივი, სამკურნალო და სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებსაც თქვენი მეთოდისტი გასწავლით. თუ სპორტულად აქტიური ხართ, სწორად დაგეგმეთ დატვირთვა ლიმფედემის პერიოდში

თქვენს მეთოდისტთან ერთად. ყოველთვის ივარჯიშეთ კომპრესიული ტრიკოტაჟით.

ეცადეთ,დღის მანძილზე დაასვენოთ კიდური შემაღლებულ პოზიციაში

4. კანის მოვლას, სისუფთავეს და დატენიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დაიცავით კანი მიკროტრავმებისგან - არ გაიხეხოთ უხეშად დაზიანებული კიდური, არ ამოიჭრათ ნუნები ღრმად, მოერიდეთ გაპარსვას (არასასურველი თმა მოიშორეთ სადეპილაციო კრემით), არ ჩაიცვათ მოჭერილი ტანსაცმელი, დაიცავით კიდური გადახურებისგან, მოერიდეთ მზის აბაზანებს, საუნას, ძალიან ცხელ ან ყინულივით ცივ წყალში ბანაობას, ბაღში და ეზოში იმუშავეთ მხოლოდ სპეციალური ხელთათმანით, მოერიდეთ ბალახზე ფეხშველა სიარულს, დაიმუშავეთ და უხეშად არ მოიქავოთ მწერის ნაკბენი. თუ შეამჩნევთ კანის სიწითლეს, ტკივილს ან სიმხურვალეს შეშუპებულ კიდურზე,

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ზოგადად, აიცილეთ ქმედებები, რომელიც გააუარესებს ლიმფის ცირკულაციას - არ მიიღოთ ალკოჰოლი ლიმფედემის პერიოდში, არ აწიოთ სიმძიმე, ნუ იჯდებით დიდხანს ერთ ადგილზე, ჯდომის დროს ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე, ნუ ატარებთ მოჭერილ თეთრეულს, წინდას ან სამკაულს, სვით ბევრი წყალი, აკონტროლეთ წონა, ფრენის დროს გამოიყენეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი.

დაზიანებული კიდურის სრული აღდგენა დროული, სწორი მკურნალობით და განწყობით, რომ ამ სირთულესაც დაძლევთ - შესაძლებელია!

mkurnali.ge