ესთეტიკური ცენტრი "ლინა ლაინი" - სპეციალური პროექტი ქალებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ესთეტიკური ცენტრი "ლინა ლაინი" - სპეციალური პროექტი ქალებისთვის

მომხმარებელს გარეგნობის დახვეწასა და გაუმჯობესებას თავაზობს.

ბევრი ქალი უჩივის სხეულის ფორმებს. ნორმალური წონის დროსაც კი, ზოგჯერ მუცელზე, თეძოებზე, ფეხებსა და ხელებზე არსებული ლოკალური ცხიმოვანი ფენა სხეულს აუშნოვებს.

ექიმი ლინა ალავერდოვა - ესთეტ-ცენტრი "ლინა ლაინი" გვთავაზობს განსაკუთრებულ პროექტს ქალებისთვის, რომელიც ეხმარება მათ წონის კორექციაში, ცელულიტის მკურნალობასა და სხეულის მოდელირებაში - 30 დღეში.

ჩვენთან ხელმისაწვდომ ფასად ტარდება კოსმეტოლოგიური პროცედურები და ლაზერული თერაპიის კურსი.

- რა აპარატურას იყენებთ საამისოდ?

- სხეულის ფორმების საკორექციოდ თანამედროვე კოსმეტოლოგია სხვადასხვა საშუალებებს გვთავაზობს. ესთეტიკ-ცენტრ "ლინა ლაინში" უახლესი თაობის აპარატურით კეთდება:

LPG ლიპომასაჟი, რომელიც სხეულის მოდელირებისა და ლოკალური ცხიმოვანი გროვების მოშორების შესანიშნავი საშუალებაა. ამ დროს აქტიურდება ცხიმის წვის პროცესი და აღდგება კანის სიმკვრივე და ელასტიკურობა.

კავიტაცია - აპარატული, უოპერაციო ლიპოსაქციაა, რომლის დროსაც ულტრაბგერის საშუალებით იშლება ცხიმოვანი უჯრედები, ცხიმი გარდაიქმნება სითხედ და ორგანიზმიდან გამოიყოფა ნორმალური მეტაბოლური პროცესის გზით. კავიტაცია უმკლავდება ცელულიტს, აღადგენს კანის ელასტიკურობას, ათანაბრებს სილუეტს, ლოკალურად ამცირებს ცხიმის ფენას.

პრესოთერაპია - აქტიურად მოქმედებს ლიმფურ სისტემაზე, ეხმარება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის, ტოქსინების გამოყოფას, აუმჯობესებს ქსოვილების კვებასა და ორგანიზმის გაწმენდას.

ოთხი ხელით მასაჟი - სამეფო მასაჟი, ყველაზე საოცარი, მოსადუნებელი მასაჟია, ეს არის სხეულზე ოთხი ხელის მაგიური ცეკვა, რომელიც ჰარმონიასა და ღრმა რელაქსაციას ანიჭებს ადამიანს.

საყურადღებო ზონის გარშემოწერილობას ვზომავთ პროცედურამდე და მის შემდეგ. ეფექტს მომხმარებელი თავად ხედავს. მაგალითად, კავიტაციის 40-წუთიანი პროცედურის შემდეგ, ზონის მოცულობა, საშუალოდ, 5 სმ-ით მცირდება.

აღნიშნული პროცედურების შემდეგ, პაციენტმა სამი დღის მანძილზე არ უნდა მიიღოს მარილიანი საკვები და ერთი კვირის განმავლობაში დალიოს რაც შეიძლება ბევრი წყალი.

180 ლარად ქალებს ვთავაზობთ LPG-ლიპომასაჟის 10, კავიტაციის 5 პროცედურას და საჩუქრად ოთხი ხელით მასაჟის 3 პროცედურას.

- აღნიშნული საშუალებებით სხეულის კორექცია დიეტის შემდეგ უნდა მოხდეს?

- ეს ფიზიოლოგიური პროცედურებია, რომლებიც ჭარბი წონის მოცილებას ემსახურება. გარდა ამისა, ჩვენი სპეციალისტი თითოეულ ქალს ინდივიდუალურად ურჩევს იმ პროდუქტების ნუსხას, რომლებიც მას გახდომაში დაეხმარება. კვების რეჟიმი არ არის დამქანცველი და რთულად შესასრულებელი. ცხადია, ბევრი ფიქრობს, რომ კვების რეჟიმის მოუწესრიგებლად, მხოლოდ პროცედურებითაც შეძლებს შედეგის მიღწევას.

- რამდენ ხანს ნარჩუნდება შედეგი?

- ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვით, სულ მცირე, 2 წელი.

- აქვს თუ არა ამ პროცედურებს უკუჩვენება?

- თუ ქალბატონს აქვს ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, პროცედურების ჩატარება არ შეიძლება.

ესთეტიკ-ცენტრის, "ლინა ლაინის"

მისამართია აბაშიძის ქ. #61, ტელ: 592 083 838.

ჩვენი აქციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე წწწ.ჰოტსალე.გე და

ფაცებოოკ-გვერდზე AECLINALINE

R