ოფლს მკვეთრი სუნი არ ახასიათებს, სუნის მიზეზი ხდება ის ბაქტერიები, რომლებიც სახლდებიან ოფლიან გარემოში (ეს გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელია). აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ჰიპერჰიდროზის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები და ინფექციური დაავადებები.
ჰიპერჰიდროზის დროს პირველ რიგში აუცილებელია პირადი ჰიგიენის გაათმაგება - ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ
საზარდულის არის ჰიპერჰდროზის დროს შეზღუდულად შეიძლება გამოყენებული იყოს იონტოფორეზი და ბოტოქსის ინექციით მკურნალობა. ბოტოქსი წარმოადგენს მრავალჯერადად განზავებულ ბოტულოტოქსინს (ძლიერი შხამი), მისი მოქმედებით ხდება საოფლე ჯირკვლების ,,დამბლა", მაგრამ ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვეში განმეორებით ინექციას საჭიროებს.
კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით დერმატოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.