ქალი, სპორტული სამოსი და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალი, სპორტული სამოსი და ჯანმრთელობა

რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ, კანი სუნთქავდეს, დაცული იყოს წყლის ბალანსი და ა.შ. ბევრი ნატურალური ქსოვილის სპორტულ ტანსაცმელს ამჯობინებს და უსაფუძვლოდ უფრთხის სინთეზურ ქსოვილებს. არადა, დღეს სპორტში უფრო ხარისხიანად ბამბანარევი ხელოვნური მასალები - ლაიკრა, პოლიესტერი, საპლესკო, ელასტინი მიიჩნევა. ეს ქსოვილები შესანიშნავად იწოვს ტენს (ოფლს) და არ ტოვებს უსიამოვნო სუნს.

რაც შეეხება თეთრეულს, ფუმფულა ქალებს უნდა ეცვათ სპორტული ბიუსტჰალტერი, პატარა მკერდის მქონეთ კი შეუძლიათ ელასტიკური შიგნითა ტოპის ჩაცმა. გეტრები და სამაჯურები მხოლოდ ლამაზი აქსესუარები როდია. გეტრები ხელს უწყობს წვივის კუნთების სწრაფ გახურებას, სამაჯურები კი დაჭიმვისგან იცავს მაჯებს.

ძალიან საჭირო ნივთია პულსის სიხშირის მზომი ხელსაწყოც. ის გიჩვენებთ, ვარჯიშობთ სათანადო დატვირთვითა და ინტენსივობით თუ დროს უქმად კარგავთ. კრიტიკული დღეებისთვის არსებობს დამატებითი დამცავი ფენის მქონე სპეციალური ჰიგიენური საფენები, მათი წყალობით მშვიდად ივარჯიშებთ. სირბილის მოყვარულებს დასჭირდებათ სქელძირიანი ფეხსაცმელი, ტერფის დამჭერი რელიეფური ფუძით. კიდევ ერთი: სირბილისთვის განკუთვილი სპორტული ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ ჰაერგამტარი მასალისგან, რომ ფეხი არ გაოფლიანდეს. ჰაერზე ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით - სიცივეში, მართებული იქნება თერმოთეთრეულის ხმარება. ის არა მარტო შესანიშნავად ათბობს, ეფექტურადაც იწოვს ტენს, მოსახერხებელია და იცავს გაციებისგან.

თუ აკვააერობიკას მისდევთ

უპირველესად დაივიწყეთ ბიკინი და შეიძინეთ სპორტული საცურაო კოსტიუმი. ტანსრულმა ქალებმა უმჯობესია შერწყმული კოსტიუმი ჩაიცვან ელასტიკური კორსეტით. არ შეიძლება აუზში უქუდოდ ჩასვლა! არ არის აუცილებელი მოდური სილიკონის ქუდის შეძენა - გამოდგება რეზინის საცურაო ქუდიც. გამოყენებამდე დაამუშავეთ მისი კიდეები კონდიციონერით. რეკომენდებულია საცურაო სათვალის გამოყენებაც - ქლორიანი წყალი ზოგჯერ თვალებს აღიზიანებს, სათვალე კი იცავს მათ.

დაიცავით წყლის ბალანსი

აქტიურად ცხოვრობთ? იზრუნეთ, რომ მუდამ თან გქონდეთ ბუნებრივი, მინერალური წყლის ბოთლი. ვარჯიშის დროს წყლის ბალანსის დასაცავად მინერალური წყლის სმა აუცილებელია, რადგან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას წყლის დანაკარგი მნიშვნელოვანია.