ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ბავშვს ყველაფერი ესმის და იგებს
განვითარება. აღმოჩნდა, რომ ენა პროგრამირდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ახალშობილები შესანიშნავად გრძნობენ ენობრივ განსხვავებებს. ისინი რეაგირებენ დედის მეტყველების, ხმის ტემბრის, ტემპისა და ენის ცვლილებაზე.
მეცნიერებმა მუცლადყოფნის პერიოდში და ახალშობილებში ულტრაბგერითი გაზომვები ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ნაყოფის გულისცემის ტემპი და რითმი იცვლებოდა გარემოს ხმების მიხედვით.
მეცნიერები მშობლებს ასევე ურჩევენ, ხშირად ჩაურთონ ბავშვებს კლასიკური მუსიკა. ის ენობრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ლალი ჩხიკვაძე