ბრიტანელებმა ნაყოფის გულისცემის საკონტროლოდ ჯიბის მოწყობილობა შექმნეს
სადღეისოდ ამ მიზნისათვის გამოიყენება კარდიოტოკოგრაფიული კვლევა, რომელიც კლინიკის პირობებში ტარდება და 40-60 წუთს მოიცავს.
მობილური ტელეფონის ზომის ახალი მოწყობილობა მოწოდებულია რისკჯგუფში მყოფი ორსულებისთვის და არ მოითხოვს ექიმის ჩართულობას. მაღალმგრძნობიარე მოწყობილობა ითვლის ნაყოფის გულისცემას რეალური დროის რეჟიმში და მონაცემებს შესაბამის კომპიუტერს გადასცემს.
ბრიტანელი მკვლევარების მიერ შექმნილი მოწყობილობის უსაფრთხოება ევროკავშირის სტანდარტებითაა დამოწმებული.
თინათინ გოცაძე