ნაყოფის წყალმანკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაყოფის წყალმანკი

ჩვეულებრივ, ნაყოფის წყალმანკი რაიმე პრობლემის გამოხატულებაა. ეს მოვლენა ხშირი არ არის, საშუალოდ 1000-1400 ორსულობიდან ერთ შემთხვევაში გვხვდება.

რატომ ვითარდება წყალმანკი

განასხვავებენ ნაყოფის წყალმანკის ორ სახეს – იმუნურსა და არაიმუნურს. აღნიშნული დაყოფა ემყარება წყალმანკის გამომწვევ მიზეზებს.

ნაყოფის იმუნური წყალმანკი

ნაყოფის იმუნური წყალმანკი უხშირესად მძიმე რეზუსკონფლიქტის გართულებაა და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. ამ დროს რეზუს უარყოფითი დედის ორგანიზმში ყალიბდება ანტისხეულები რეზუსდადებითი შვილის ერითროციტების მიმართ. ეს ანტისხეულები პლაცენტურ ბარიერს გააღწევენ და ნაყოფის ორგანიზმში ხვდებიან. შედეგად ნაყოფის ორგანიზმში ვითარდება ერითროციტების დაშლა ანუ ჰემოლიზი. აღნიშნული მდგომარეობა ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების სახელწოდებითაა ცნობილი. სხვა დარღვევებთან ერთად სხეული შუპდება, მძიმე შეშუპებისას ირღვევა ორგანოთა ფუნქციონირება.

სადღეისოდ ნაყოფის იმუნური წყალმანკის შემთხვევები შემცირებულია პრეპარატის – ანტირეზუსუარყოფითი ანტისხეულების წყალობით. მისი ინექცია უტარდებათ ორსულებს, რომელთაც რეზუსკონფლიქტის რისკი აქვთ. მედიკამენტი ბლოკავს ორსული რეზუსუარყოფითი ორსულის ორგანიზმში ნაყოფის ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას. გაცილებით იშვიათად, მაგრამ არსებობს ნაყოფისა და დედის სისხლის შეუთავსებლობის სხვა, რეზუსკონფლიქტისაგან განსხვავებული სახეებიც, რომელთა შემთხვევაშიც ანტირეზუსუარყოფითი ანტისხეულები უეფექტოა.

არაიმუნური წყალმანკი

უფრო ხშირია არაიმუნური წყალმანკი. ის ნაყოფის წყალმანკის შემთხევათა 90%-ის მიზეზია. არაიმუნური წყალმანკი მაშინ ვითარდება, როცა დაავადება ან რაიმე სამედიცინო მდგომარეობა არღვევს ნაყოფის ორგანიზმში სითხის ცვლის რეგულირებას. ნაყოფის არაიმუნური წყალმანკის გამომწვევი სამი უმთავრესი მდგომარეობაა: გულის ან ფილტვის დაავადებები, მძიმე ანემია (მაგალითად, თალასემიის ან ინფექციური დაავადების გამო) და გენეტიკური და განვითარების ანომალიები (ტერნერის სინდრომის ჩათვლით). ქვემოთ მოვიყვანთ არაიმუნური წყალმანკის სავარაუდო მიზეზების ჩამონათვალს:

  • ქრომოსომული დარღვევები – დაუნის სინდრომი, ტრისომიები, ტერნერის სინდრომი;
  • გენური დაავადებები – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, თალასემია, ნუნანის სინდრომი, აქონდროგენეზი, ნანოტროფული ჯუჯობა, პენ-შოკეის სინდრომი, აქონდროპლაზია;
  • გულმკერდის ყაფაზის განვითარების ანომალიები – გულმკერდის კედლის დისპლაზია, დიაფრაგმული თიაქარი, ფილტვის კისტური ანომალია;
  • საშარდე სისტემის განვითარების მანკები – თანდაყოლილი ნეფროზული სინდრომი, შარდსადენის და თირკმლის ანომალიები;
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები – კარდიომიოპათია, გულის თანდაყოლილი მანკები, ანატომიური დეფექტები, არტერიულ-ვენური შუნტები;
  • პლაცენტის ქირიოანგიომა;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა - ნაყოფების სისხლის შერევა, სისხლის მიმოქცევის ანომალია;
  • ორსული დედის ინფექციური დაავადებები - ციტომეგალოვირუსი, სიფილისი, პარვოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, კოქსაკის ვირუსით გამოწვეული პანკარდიტი;
  • ორსულობის გართულებები – პრეეკლამფსია, მძიმე ანემია, არაკორეგირებული შაქრიანი დიაბეტი, ცილის დაბალი შემცველობა;
  • ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევები – მუკოპოლისაქარიდოზი, გოშეს დაავადება, ნეირამინიდაზას დეფიციტი, მორკიოს დაავადება;
  • თანდაყოლილი სიმსივნეები.

რას ემყარება ნაყოფის წყალმანკის დიაგნოსტიკა

ნაყოფის წყალმანკი გამოვლინდება ულტრასონოგრაფიული კვლევით (ექოსკოპიით). ამ კვლევით წყალმანკისას ვლინდება დიდი რაოდენობით სანაყოფე სითხე (“მრავალწყლიანობა”), ანომალიურად დიდი, სქელი, შეშუპებული პლაცენტა, სითხის დაგროვებით გამოწვეული ორგანოებისა და მის ირგვლივ არის შეშუპება, რაც მოიცავს ღვიძლს, ელენთას, გულს, ფილტვს. შეშუპების გამო ნაყოფი დიდი ზომისაა, მუცელი გადიდებულია.

მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად ხშირად ტარდება ექოსკოპიური კვლევა, საჭირო ხდება ამნიოცენტეზი – სანაყოფე სითხის ამოღება და სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევა. არაიმუნური წყალმანკისას ინიშნება კვლევა გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

ნაყოფის წყალმანკის მკურნალობა

ნაყოფის წყალმანკის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ორსულობისას მკურნალობის ტაქტიკა შეიძლება იყოს:

  • ადრეული მშობიარობის გამოწვევა ნაყოფის დროულად მისაღებად;
  • ნაყოფის მდგომარეობის გაუარესებისას – ნაადრევი საკეისრო კვეთა;
  • საჭიროებისას ნაყოფისათვის სისხლის გადასხმა მუცლად ყოფნის პერიოდშივე.

ახალშობილის მკურნალობა მოიცავს:

  • იმუნური წყალმანკისას სისხლის წითელი უჯრედების გადასხმას. შესაძლოა ჩატარდეს ჩანაცვლებითი გადასხმა ერითროციტების დაშლის გამომწვევი ფაქტორების აღსაკვეთად;
  • ზოგჯერ პლევრასა და მუცლის ღრუში დაგროვებული სითხის ნემსით მოცილებას;
  • გულის უკმარისობის მკურნალობას;
  • საჭიროებისას სასუნთქი აპარატის გამოყენებას.

პროგნოზი

ნაყოფის წყალმანკის დროს პროგნოზი სერიოზულია. ეს უმთავრესად ეხება არაიმუნური წყალმანკის შემთხვევებს. თუ სიმპტომები აღმოცენდა ორსულობის პირველ მესამედში, როგორც წესი, ორსულობა წყდება. რისკი მაღალია შემდგომ პერიოდშიც.

იმუნური წყალმანკისას პროგნოზი უკეთესია, მკურნალობის შედეგები დამაკმაყოფილებელია შემთხვევათა 80-90%-ში.