ორსულობისას სიმსუქნე პირველ წელს ახალშობილის სიკვდილიანობის რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობისას სიმსუქნე პირველ წელს ახალშობილის სიკვდილიანობის რისკს ზრდის

ლოგინობის პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის, ახალშობილთა სხვადასხვა დარღვევის, პერინატალური დაავადებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა.

ამერიკის სამედიცინო ინსტიტუტის აკადემიის 2004 წლის მონაცემებით, ორსულობისას სხეულის მასის ოპტიმალური ნამატი ასეთია: მსუქან ქალებს ორსულობის დროს აღენიშნებათ ჰემოდინამიკური დარღვევები: იმატებს სისხლის შედედების უნარი, არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობა, ორსულობა ხშირად რთულდება პრეეკლამფსიით (50-60%) (პრეეკლამფსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით,პროტეინურიიითა და პერიფერიული შეშუპებით), პლაცენტური უკმარისობით (30-40%). სიმსუქნე არტერიული ჰიპერტენზიისა და მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის - მსუქან ქალებთან ორსულობის ყველაზე ხშირი გართულების - დამოუკიდებელ რისკის ფაქტორად განიხილება. პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების ხასიათზე. მისი სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აბდომინალური ტიპის სიმსუქნის დროს, როდესაც წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობათა ინდექსი აღემატება 0,8-ს. პრეეკლამფსია, რომელიც ვლინდება ჰიპერტენზიით, შეშუპებით, შარდში ცილის გაჩენით, მსუქნებს დაახლოებით 3-ჯერ ხშირად ემართებათ, ვიდრე ნორმალური წონის ქალებს. სიმსუქნის დროს პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ვადაზე იწყება. ამ ფონზე ხშირია პლაცენტური უკმარისობა, რომელსაც ინტრანატალურ ჰიპოქსიამდე და ნაყოფის განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. სხეულის მასის ზომიერი მატება (25-28 კგ/მ2) ორსულობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რაც განპირობებულია როგორც საკვერცხეებში ანდროგენების გაძლიერებული წარმოქმნით, ისე ჰიპერინსულინემიითაც.

სიმსუქნის დროს ნაადრევი მშობიარობის სიხშირე უტოლდება 25-37%-ს. მსუქან ქალებთან ხშირია ორსულობის ვადაგადაცილებაც. სხვა გართულებებია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, მშობიარობის გახანგრძლივება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ამასთან, ამ გართულებათა სიმძიმე სიმსუქნის ხარისხის პირდაპირპროპორციულად იმატებს. სამშობიარო მოქმედების სისუსტის გამო ხშირად მიმართავენ საკეისრო კვეთას. ლოგინობის პერიოდში ასეთ ქალებს მაღალი აქვთ სისხლდენის, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა და თრომბოემბოლიური გართულების რისკი.

მსუქნებთან ორსულობის ტიპური გართულებაა ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, ნაყოფის ჰიპოქსია. დედის სიმსუქნე გავლენას ახდენს ნაყოფის წონაზე - ხშირია 4000 გ-ზე მეტი წონის ბავშვების დაბადება (20-44%). დედის მხრივ გართულებები ვნებს ნაყოფს, ზრდის ახალშობილთა ასფიქსიის, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილიანობის, განვითარების მანკების, სამშობიარო ტრავმების, მათ შორის - მხრების დისტოციისა და ლავიწის მოტეხილობების, აგრეთვე - სიცოცხლის პირველ წელს სიკვდილიანობის რისკს.

იხილეთ სტატია "წონა და ქალი"