ფასანაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეუძლებელი შეძლო და ორსულ ქალს მშობიარობაში დაეხმარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში: გაიცანით ფასანაურელი მედიკოსები, რომლებმაც ახალი სიცოცხლე იხსნეს

ასე მოხდა დუშეთის რაიონშიც, სადაც ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმება ნამდვილ სასწაულად იქცა. მაშინ, როდესაც წამები წყვეტდა ყველაფერს, ფასანაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეუძლებელი შეძლო და ორსულ ქალს მშობიარობაში დაეხმარა.

გაიცანით გმირები, რომლებმაც გზატკეცილზე გაჩერებულ ავტომობილში ახალი სიცოცხლე იხსნეს. ისტორიას სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს

სასწრაფო დახმარების დუშეთის ფილიალის, ფასანაურის N11 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით: „მშობიარობა“. ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, რადგან გამოძახების ადგილი ფილიალთან ძალიან ახლოს იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორსულობის 36-ე კვირას გეგმურ შემოწმებაზე თბილისში მიდიოდა.

მოულოდნელად ახალგაზრდა ქალბატონს, რომლისთვისაც ეს მე-2 მშობიარობა იყო, მუცელი ასტკივდა. მეუღლემ მანქანა გააჩერა და 112-ში დარეკა. პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა და ჰოსპიტალიზაციისთვის დრო არ რჩებოდა.

eqimebi-1770653724.jpg

ექიმებმა ქალბატონი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და მოემზადნენ მშობიარობის მისაღებად და მალე ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც მაშინვე იტირა. ადგილზე ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა.

ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანას კი უკან ქალბატონის ოჯახი და ნათესავების კოლონა მოჰყვებოდა.

ექიმ მარინე ბანცურისთვის ეს სასწრაფოს მანქანაში მშობიარობის მიღების მეორე შემთხვევა გახლდათ.

სასწრაფო დახმარება ეკიპაჟი:

  • ექიმი მარინე ბანცური;
  • ექთანი იზოლდა ჭიკაიძე;
  • მძღოლი ზაზა ხოსიაური.