/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა, მსოფლიოში პირველმა, დაუშვა „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა

დიდმა ბრიტანეთმა, მსოფლიოში პირველმა, დაუშვა „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა
დიდი ბრიტანეთის სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო საქონლის ბრუნვის რეგულირების სამმართველომ (MHRA)

ფარმაკოლოგიური კომპანიის Moderna-ს მიერ წარმოებული „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ეს ე.წ. ბივალენტური ვაქცინა იცავს COVID-19-ის საწყისი, 2020 წლის შტამისა და „ომიკრონის“ BA.1 ვარიანტისაგან. აღნიშნული პრეპარატი გამოყენებული იქნება როგორც ბუსტერი. MHRA-მ მისი გამოყენების დაშვებულობა მოზრდილებისთვის ცნო. მოსალოდნელია რომ ამ პრეპარატით აცრა უკვე ამ შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. Moderna-ში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში აღნიშნული ვაქცინის გამოყენებას დაუშვებენ ა.შ.შ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და კანადაში.

„ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც ამუშავებენ და აწარმოებენ. მაგალითად, BioNTech-მა და Pfizer -მა დაიწყეს ომიკრონის BA.1 ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თუმცა მარეგულირებლების მიერ მათი გამოყენება ჯერჯერობით არ არის ნებადართული.

უახლოეს მომავალში კომპანიები დაიწყებენ ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკურ გამოცდას. აღნიშნულ ვარიანტებზე მოდის დღეს დასნებოვნების 80%.

Moderna-ს მონაცემებით, მართალია მათი ვაქცინა კორონავირუსის ჩვეულებრივი შტამისა და ომიკრონის BA.1 ვარიანტის საწინააღმდეგოდაა შემუშავებული, მან კლინიკურ კვლევებში ასევე დაცვის კარგი დონე აჩვენა BA.4 და BA.5-ის შემთხვევაშიც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იოდის დეფიციტი ორსულებში - რატომ არის საყურადღებო? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდის დეფიციტი ორსულებში - რატომ არის საყურადღებო?

- რა არის იოდის დეფიციტის მიზეზი ორსულებში?

იოდის დეფიციტს მრავალი მიზეზი აქვს. ორსულობისას ამ მიკროელემენტის უკმარისობა უმთავრესად არასათანადო კვების ბრალია.

ადამიანისთვის იოდის ძირითადი წყარო წყალი და საკვებია. ორსულობისას ამ ელემენტზე ორგანიზმის მოთხოვნა იმატებს, ამიტომ იოდის ის ოდენობა, რომელსაც ქალი დაორსულებამდე იღებდა საკვებთან ერთად, ორსულობის პერიოდში შესაძლოა საკმარისი აღარ აღმოჩნდეს. ორსულობისას ქალების უმრავლესობას იოდის დეფიციტი უვითარდება, მაგრამ ზოგიერთის ორგანიზმი ეგუება ამ მდგომარეობას და ნაყოფის განვითარებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს. ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების გამომუშავებას გაცილებით გვიან, ნერვული სისტემის პირველადი ჩამოყალიბებისას იწყებს, ამისთვის კი სწორედ ხსენებული ჰორმონებია საჭირო, ამიტომ ბავშვის ნორმალური განვითარება მთლიანად დედის ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზეა დამოკიდებული.

- რა ხდება ნორმალური ორსულობისას?

როდესაც ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ძლიერდება და თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა იმატებს. ამ დროს ორგანიზმი ჩვეულებრივზე ერთნახევარჯერ მეტ _ 300 მკგ-მდე იოდს ითხოვს. ელემენტის უკმარისობა განსაკუთრებით გამოხატულია ორსულობის პირველ ნახევარში, როდესაც ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ორსულობის მე-14-16 კვირიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ამოქმედდება, ხოლო მშობიარობის დროისთვის მისი ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის სისტემა მთლიანად ჩამოყალიბებული და ფუნქციურად აქტიურია.

- რას უქადის ორსულს იოდის დეფიციტი?

ორსულობა ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია ქალის ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით ადეკვატური მომარაგება. იოდი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი მიკროელემენტია. მეტადრე მნიშვნელოვანია ის ორსულობისას, როცა ქალის ორგანიზმს ორის ნაცვლად უხდება მუშაობა. პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალი ორსულობისას იოდის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე ნაკლებ იოდს იღებს, ეს მისი ფუნქციის დაქვეითებით და/ან გადიდებით ვლინდება. მაგრამ ასეთი დაავადება, წესისამებრ, ადვილად ექვემდებარება დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს. იოდის ფარული დეფიციტი ენდემურ ჩიყვზე გაცილებით ხშირად გვხვდება და უფრო რთულად ექვემდებარება მკურნალობას. იოდის სწორედ ასეთი უკმარისობაა განსაკუთრებით საშიში დედისა და ნაყოფისთვის. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ის ორსულები, რომელთაც ანამნეზშიც აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია.

- რა საჭიროა იოდი და რა მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ნაყოფის ორგანიზმისთვის?

ბავშვის ორგანიზმი იოდის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ნაყოფს, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, არ შეუძლია, შეეგუოს იოდის დეფიციტს, ამიტომ უმნიშვნელო უკმარისობამაც კი შესაძლოა მეტად მძიმე დარღვევებს დაუდოს სათავე. ნაყოფის ჩამოყალიბებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონები პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მომწიფებას აკონტროლებს. ისინი გავლენას ახდენს ფილტვის ქსოვილის, თავის ტვინის, ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე, თავის ტვინის ფორმირებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე. ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნას, აჩქარებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად _ კალციუმისა და ფოსფორის) ჩალაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე, უჯრედების ზრდაზე, ააქტიურებს ქსოვილთა სუნთქვას, ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას, აძლიერებს მეტაბოლიზმს _ ზრდის მოთხოვნილებას ფერმენტებსა და ვიტამინებზე.

რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს იოდის დეფიციტმა?

იოდის დეფიციტი შესაძლოა სპონტანური აბორტის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების (გაყინული ორსულობის) მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ზრდის ორსულობისა და მშობიარობის გართულებათა ალბათობას. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ადეკვატურად არ უმკურნალეს, მოსალოდნელია ანემია, პლაცენტის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გესტოზი, ეკლამფსია, ახალშობილი კი შეიძლება თანდაყოლილი მანკით ან ჰიპოთირეოზით დაიბადოს. არც მკვდრად შობაა გამორიცხული. ძუძუს წოვების პერიოდში იოდდეფიციტმა შესაძლოა ლაქტაციის შემცირება ან შეწყვეტა გამოიწვიოს.

ახალშობილებთან ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომებიცნობილია, რომ იოდის დეფიციტის ფონზე (თუნდაც კლინიკური გამოვლინების გარეშე) ბავშვები ფსიქომოტორული შეფერხებით (ფსიქიკური და ფიზიკური ჩამორჩენილობით) იბადებიან. ბავშვის ფსიქომოტორული ჩამორჩენილობის განსაკუთრებული ფორმაა კრეტინიზმი, რომელსაც ახასიათებს გონებრივი და ფიზიკური განვითარების ღრმა და შეუქცევადი დარღვევები. ასეთ ბავშვებს ახასიათებთ გამოხატული ჭკუასუსტობა, ფიზიკური ჩამორჩენილობა, განვითარების სხვადასხვა მანკი.

- როგორ მკურნალობენ?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპია თირეოიდული პრეპარატების (ეუთიროქსის, L-თიროქსინის) ადეკვატური დოზებით. თირეოიდული პრეპარატები ნაყოფისთვის საშიში არ არის. თუ დედას ორსულობამდეც ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, ჰორმონებით მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით მთელი ორსულობის განმავლობაში გრძელდება. კურსის შეწყვეტა არამც და არამც არ შეიძლება _ ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი, განვითარების მანკი, გონებრივი ჩამორჩენილობა, მიქსედემა, კრეტინიზმი. მკურნალობა ტარდება თირეოიდული პრეპარატებით, იოდის პრეპარატებით (იოდიდით, იოდომარინით) ან კომბინირებულად.

- შესაზლებელია თუ არა დეფიციტის თავიდან აცილება პროფილაქტიკის გზით?

ორსულობისას იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა მძიმე შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირება ორსულობის მე-3-4 კვირას იწყება _ იმ დროს, როდესაც ქალმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ორსულად არის. ამიტომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა სასურველია დავიწყოთ დაორსულებამდე, მისი დაგეგმვისას. იოდის მიღება უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და ძუძუთი კვების დროს.დიეტით იოდის დეფიციტის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საკვები პროდუქტების უმეტესობა ძალიან ცოტა იოდს შეიცავს. თანაც დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში იოდის თანაბარ გადანაწილებას. არსებობს მრავალი პრეპარატი, რომლებსაც ორსულთა ვიტამინურ-მინერალური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის იყენებენ, მაგრამ იოდის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია გამოყენებული იქნეს მედიკამენტები იოდის დოზირებული შემცველობით _ ისინი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვაკონტროლოთ ორსულის ორგანიზმში იოდის ოდენობა.გახსოვდეთ: იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა კატეგორიულად იკრძალება. ამ პრეპარატების არასწორმა მიღებამ შესაძლოა ვერაფერი უშველოს იოდდეფიციტის პრობლემას, მეტიც _ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა დააზუსტოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. იოდშემცველი საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ მეანსა და პედიატრს.მშობიარობის შემდეგ 6-9 თვის განმავლობაში, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ, უნდა გაიზომოთ სისხლში თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების შემცველობა.