/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

როგორ უნდა იკვებოს ორსულმა შაქრიანი დიაბეტის დროს და რა უნდა გაითვალისწინოს

არცთუ დიდი ხნის წინ შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა შეუთავსებელ ცნებებად მიიჩნეოდა.

ექიმები დღემდე კამათობენ, შეიძლება თუ არა დიაბეტიანი ქალის დაორსულება თუნდაც კარგად კომპენსირებული დაავადების შემთხვევაში. აკრძალვით, შესაძლო რისკსა და გართულებებზე ლაპარაკით, ქალის დაშინებით პრობლემა არ მოგვარდება. ასეთი ტაქტიკა მხოლოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ ექიმები შეეჯახებიან ფაქტს: პროგრესირებადი დიაბეტის ფონზე ორსულობას ყველა ჩამოთვლილი შედეგით. ქალს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ნაყოფი ნებისმიერი გზით, თუნდაც სიცოცხლის ფასად შეინარჩუნოს, რჩევა ორსულობის შეწყვეტის შესახებ დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს.

დიაბეტიანი ორსულებისთვის, განურჩევლად დიაბეტის ტიპისა, მისი კომპენსაციის კრიტერიუმები შედარებით მკაცრია. სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი უნდა იყოს:

  • უზმოზე - 3,3-5,0 მმოლ/ლ;
  • ჭამიდან 1 საათის შემდეგ - &ლტ; 7,8 მმოლ/ლ;
  • ჭამიდან 2 საათის შემდეგ - &ლტ; 6,7 მმოლ/ლ;
  • ჭამამდე - &ლტ; 5,8 მმოლ/ლ;
  • ძილის წინ - დაახლოებით 5,0 მმოლ/ლ;
  • ნაშუაღამევს, 3.00 საათზე - დაახლოებით 5,0 მმოლ/ლ.

დიაბეტიანი ორსულის კვების რეჟიმი არ განსხვავდება დიაბეტიანთა ჩვეულებრივი დიეტისგან: შემცირებულია ნახშირწყლებისა (200-250 გ) და ცხიმების (60-70 გ) ოდენობა, ცილებისა კი იგივეა ან მომატებულია (1-2 გ/კგ). დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულებაა 2000-2200კკალ (30-35 კკალ/კგ). ჭარბწონიანი ქალებისთვის რეკომენდებულია სუბკალორიული დიეტა, სადაც დღიური კალორაჟი 1600-1900 კკალ-მდეა შემცირებული. რაციონში რაც შეიძლება უხვად უნდა იყოს ხილი და კენკრა. არც ვარჯიშის უგულებელყოფა შეიძლება. სასურველია ხშირად სეირნობა სუფთა ჰაერზე. აუცილებელია რაციონში A, ჩ, D და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის ჩართვა.

დიაბეტიანს ეკრძალება ნახშირწყლები (მაგრამ არა ყოველგვარი), ცხიმები, ზოგ შემთხვევაში ცილებიც. ნახშირწყლები სხვადასხვანაირია. მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად იწოვს. ამის გამო მათ სწრაფ შაქრებსაც უწოდებენ. ესენია: ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ხილის შაქარი (ფრუქტოზა), რძის შაქარი (ლაქტოზა), ყურძნის შაქარი (გლუკოზა), ალაოს შაქარი (მალტოზა). მათ შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები. სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ დიაბეტიანებს.

კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, სპრაიტი, ფანტა, ლიმონათი დიაბეტიანებს ეკრძალებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 16 მაისს მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30-31 დღიანი ციკლი. 31 მაისს უწევდა სავაურაოდდ ოვულაცია, 7 ივნისს მქონდა დაუცველი სექსი და 13 საათში დავლიე ესკაპელი. არის თუარა ალბათობა ორსულობის? საშიში ხომ არიქნება მეორე ესკაპელიც რომ მივიღო, რადგან ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ დამწყებია</p>

დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინზე მყოფმა ადამიანმა ეს რეჟიმი უფრო მკაცრად უნდა დაიცვას, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინიექციიდან განსაზღვრული ხნის განმავლობაში. თუ ინიექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს - განვითარდეს ჰიპოგლიკემია. რაც შეეხება აბებზე მყოფ პაციენტს, რასაკვირველია, კვების რეჟიმი მისთვისაც განსაზღვრულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით, კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.

დიაბეტით დაავადებული განსაზღვრულ დროს უნდა საუზმობდეს, სადილობდეს და ვახშმობდეს, ხოლო შუალედში წაიხემსოს ხილით, ბოსტნეულით (უპუროდ). კვების საათების განსაზღვრა ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, რომელ ინსულინს ან რა დოზით იკეთებს, რომელ ტაბლეტს იღებს პაციენტი და ა.შ. თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივი რეჟიმით კვება არ შეუძლია, უნდა მიიღოს საათში 1,5 გ ახშირწყალი ან 6 ცალი მლაშე კრეკერი, ან 1 ნაჭერი პური, ან 1/2 ჭიქა მოხარშული ბურღული, ან 1/2 ჭიქა კარტოფილის პიურე, ან 1/3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ან 1/3 ჭიქა ხილის იოგურტი, ან 1/4 ჭიქა ვაშლის პიურე, ან 1/2 ჭიქა ხილის წვენი, ან 1 ჭიქა ბულიონი.

ამ თემაზე ვრცელი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნების ახალ სერიაში - „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“, რომელიც კიდევ ერთი სამაგიდო პროექტი იქნება იმ ადამიანებისათვის, რომელთაც იციან ჯანმრთელობის ფასი და ზრუნავენ მხნეობის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე.

„8 წიგნი ჯანმრთელობაზე" სრულიად განსხვავებულად, მარტივად, მკითხველისთვის გასაგებად, მოგითხრობთ ურთულეს სამედიცინო პრობლემებზე, სიმარტივე კი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ინფორმაცია ზედაპირული იქნება - ამ წიგნებში გაეცნობით საკმაოდ სრულფასოვან, ამომწურავ ცნობებს ყველაზე გავრცელებული დაავადებების მიზეზების, სიმპტომების, შესაძლო გართულებების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

- პირველი წიგნი 19 დეკემბერს გამოვიდა და შაქრიან დიაბეტს და ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება. სტატისტიკის მიხედვით, ენდოკრინოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პათოლოგიებია მსოფლიოშიც და საქართველოშიც. რაც შეეხება მომდევნო ტომებს, მათში წარმოდგენილი იქნება ორგანოთა სისტემების დაავადებები. ბოლო, მერვე ტომი კი ყველაზე გავრცელებულ სინდრომებს და სიმპტომებს დაეთმობა.

"8 წიგნი ჯანმრთელობაზე" 19 დეკემბრიდან, სპეციალურ ფასად - 16 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ უნდა იკვებოს ორსულმა შაქრიანი დიაბეტის დროს და რა უნდა გაითვალისწინოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები