/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ორსული ქალი და შემოდგომის დეპრესია

ორსული ქალი და შემოდგომის დეპრესია
ცივი სეზონის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე შემოდგომის დეპრესიაა. სისხლსავსე ცხოვრების შეგრძნებიდან შემოდგომის ერთფეროვან და ნაცრისფერ ყოველდღიურობაზე გადასვლა საკმაოდ მწვავეა. ცა იქუფრება, დღეები მოკლდება,

ფოთლები ცვივა და გულში უმიზეზო სევდა ისადგურებს. ქალებს სეზონური დეპრესია 4-ჯერ უფრო ხშირად ეუფლებათ, ვიდრე მამაკაცებს. მომავალ დედებთან დეპრესიული მდგომარეობის რისკი კიდევ უფრო დიდია, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ცუდი განწყობილება ასუსტებს ორგანიზმს და ნეგატიურად აისახება ნაყოფზე.

შემოდგომის დეპრესია განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს, თუ ორგანიზმი გენეტიკურად არის დაპროგრამებული ერთგვარად დაქვეითებულ ფსიქოლოგიურ იმუნიტეტზე. ასეთია ბავშვის მოლოდინში მყოფი ყოველი მეხუთე ქალი.

უამისოდაც მელანქოლიისკენ მიდრეკილ დედებს განსაკუთრებით ადვილად ერევათ სევდა, როცა იცვლება ჰორმონული ფონი, ანუ ორსულობის მე-2 თვეში ან ორსულობის უკანასკნელ კვირებში. ამ დროს განწყობილება ისედაც არამდგრადია და გონებაში უამრავი უსიამოვნო ფიქრი ჩნდება. ამას ემატება მუდმივი უამინდობა და მწუხრი, ვერ გაგიგია, გარეთ დილაა თუ საღამო, სულ წოლა და ძილი გინდა...

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ორსულობის მე-18 კვირაა. ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს 14 ათასი მომავალი დედა და გაარკვიეს, რომ სწორედ ამ დროს იწყება ემოციური განწყობილების მკვეთრი დაცემა. ის ძლიერდება ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში და პიკს აღწევს პატარას დაბადებამდე ერთი თვით ადრე. მერე კი გადაიზრდება მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში, რომელიც საშუალოდ 8 კვირას გრძელდება. მისი ალბათობა იზრდება, თუ ორსულობის შუა პერიოდი შემოდგომას დაემთხვა.

დედის დეპრესია უსიამოვნებებს უქადის ბავშვის ჯანმრთელობას. ორსულები ხშირად ექიმის უნებართვოდ დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებენ. ამის გაკეთება არ ღირს - შესაძლოა, ბავშვი დღენაკლული და წონანაკლული დაიბადოს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ ემოციურ მდგომარეობას და დეპრესიის პირველივე ნიშნებზე მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. გარდა ამისა, ძილიანობის, აპათიის, შრომის უნარის დაქვეითების, უგუნებობის შესახებ უნდა აცნობოთ გინეკოლოგს, რადგან ამის მიზეზი შესაძლოა ტოქსიკოზი იყოს, ეს კი სახიფათოა!

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ორსულობის მე-16 კვირაზე გავიკეთე კოაგულოგრამა, შედეგები ასეთია: CG.2.1.7 PT &ndash; პროთრომბინის დრო /Start4/ შედეგი: 14.6 sec; 12.5 &ndash; 16.5 სასკრინინგო ნორმა CG.2.1.7 PT% &ndash; პროთრომბინული აქტივობა /Start4/ შედეგი: 95.0 %; 70 &ndash; 105 სასკრინინგო ნორმა CG.6 INR &ndash; საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა: შედეგი: 1.03; 0.9&ndash;1.6 სასკრინინგო ნორმა 0.56&ndash;1.1 ორსულობის 13-20 კვირა 0.5&ndash;1.13 ორსულობის 21-28 კვირა 0.58&ndash;1.17 ორსულობის 29-34 კვირა 0.15&ndash;1.14 ორსულობის 35-42 CG.2.1.2 APTT &ndash; აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო /Start4/ შედეგი: 30.9; 30&ndash;40 სასკრინინგო ნორმა 28&ndash;40 ორსულობის 13-20 კვირა 28-39 ორსულობის 21-28 კვირა 27&ndash;38 ორსულობის 29-34 კვირა 27&ndash;37 ორსულობის 35-42 კვირა CG.2.1.11 TT &ndash; თრომბინის დრო /Start4/ შედეგი:17.6 &lt; 21 სასკრინინგო ნორმა CG.2.1.13 FIB &ndash; ფიბრინოგენის კონცენტრაცია /Start4/ შედეგი: 517.8 200&ndash;400 სასკრინინგო ნორმა 290&ndash;530 ორსულობის 13-20 კვირა 300&ndash;570 ორსულობის 21-28 კვირა 320&ndash;570 ორსულობის 29-34 კვირა 350&ndash;650 ორსულობის 35-42 კვირა ხომ ვერ მეტყვით როგორი პასუხებია? მუცელში ვიკეთებ ფრაქსპირანის 0,4 ნემსებს და ისევ საჭიროა გაგრძელება?</p>

შემოდგომის დეპრესიას კიდევ ერთი არასასიამოვნო მხარე აქვს: უგუნებობა წონის მომატებას უწყობს ხელს, მომავალი დედისთვის კი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! მადა დაორსულებისთანავე ისედაც ძლიერდება, უარყოფითი ემოციები კი მას უფრო მეტად ზრდის. თავს მცირედი სიამოვნება მაინც რომ მიანიჭოთ, განუწყვეტლივ მიირთმევთ. ეს მართლაც ამშვიდებს, მაგრამ რის ფასად! ორსულობისას წონა ისედაც აკრიფეთ, შემოდგომასა და ზამთარში კი ნივთიერებათა ცვლის პროცესები შენელებულია. იზრდება ცხიმოვანი ფენა, რომელიც იცავს ნაყოფს გარეგანი ზემოქმედებისგან და უნარჩუნებს სითბოს, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. ორსულის ორგანიზმს ზედმეტი წონა უქადის ჰიპერტონიას, შაქრიან დიაბეტს, ზრდის დატვირთვას ვენებზე, შესაძლოა, ბავშვიც დიდი წონისა დაიბადოს, რაც გამოიწვევს სირთულეებს მშობიარობის დროს. რაც უფრო მოკლდება დღე, მით უფრო იზრდება მადა და ძლიერდება ღამის შიმშილის შეტევები. ძილის წინ დალიეთ თაფლიანი წყალი, შეზავებული ნახევარი ლიმონის წვენით. თუ ღამით ძალიან გშივდებათ, წინასწარ მოამზადეთ ცოტაოდენი ხაჭოს კრემი - ის ნაკლებკალორიულია, მაგრამ ორსულებისთვის ძალიან სასარგებლო. ოხრახუში და კამა წვრილად დაკეპეთ, დანაყეთ ცოტაოდენი ხახვი და ერთი კბილი ნიორი და ეს ყველაფერი შეურიეთ უცხიმო ხაჭოს. წაუსვით პურის თხელ ნაჭერზე და მიირთვით.

შემოდგომის მოსაწყენ დღეებში ორსულის ორგანიზმი მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს მელატონინს - ე.წ. ძილის ჰორმონს. მისი უკმარისობის შემთხვევაში დილაობით თავს ძლივს ვაიძულებთ ადგომას, მთელი დღე გვეძინება... ებრძოლეთ ძილს და ჰიპოდინამიკას - მისდიეთ აქტიურ ცხოვრებას, თორემ ნაყოფს ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) შეაწუხებს და ცუდად განვითარდება. სწრაფად რომ გამოფხიზლდეთ, დაჭიმეთ სხეული საწოლში, გაიზმორეთ. ეს მაღლა სწევს კუნთურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ჟანგბადით ტვინის მომარაგებას. დალიეთ მაგარი, ტკბილი, ლიმონიანი ჩაი, მიაყოლეთ ორიოდე ლუკმა მშრალი ან ჯემიანი ნამცხვარი - ასეთი საკვები ტვინს გლუკოზით ამარაგებს და აფხიზლებს, თუმცა სრულფასოვან საუზმეს ვერ შეგიცვლით. თუ ბოლომდე არ გამოფხიზლებულხართ, ადგომას ნუ იჩქარებთ, ნახევრად მძინარე ორგანიზმს დრო სჭირდება, რათა სისხლძარღვოვანი სისტემა ვერტიკალურ მუშაობის რეჟიმზე გადაერთოს. ჯერ წამოჯექით, შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გაშალეთ და აამუშავეთ ფეხები, ბოლოს ნელ-ნელა წამოდექით. თუ სწრაფად წამოდგებით, სისხლი ერთბაშად წავა თავიდან ფეხებისკენ და თავი გაგიბრუვდებათ, შესაძლოა გონიც კი დაკარგოთ! დაწოლამდე ერთი საათით ადრე მიირთვით სეროტონინით მდიდარი საკვები - ღამით ის მელატონინად გარდაიქმნება. სეროტონინს შეიცავს ბანანი, პომიდორი, შვრიისა და ბრინჯის ფაფა, სიმინდი და ქერჩართული ხორბლის პური.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პრეეკლამფსია ორსულებში - მისი პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომები
პრეეკლამფსია ორსულებში - მისი პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომები
პრე­ეკ­ლამ­ფსია ორ­სუ­ლო­ბის მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­აა, რომ­ლის მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბი არის მა­ღა­ლი წნე­ვა და შარ­დში ცი­ლის არ­სე­ბო­ბა.
სრულად
ორსულობის გართულებები ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებთან
ორსულობის გართულებები ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებთან
ენდომეტრიოზი არის პათოლოგია, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა გარსის (ენდომეტრიუმის) ანალოგიური ქსოვილი იზრდება საკუთრივ ორგანოს – საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ.
სრულად
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
სრულყოფილ ძილს ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
ორსულობის დროს ფტალატების ზემოქმედება ამცირებს ბავშვის IQ-ს
ორსულობის დროს ფტალატების ზემოქმედება ამცირებს ბავშვის IQ-ს
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლისა და ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს,
სრულად
რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა.
სრულად
რატომ არის ვიტამინი E ასე საჭირო ორსულობის დროს?
რატომ არის ვიტამინი E ასე საჭირო ორსულობის დროს?
კვლევა ჩაატარეს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორსულობა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ორსული ქალი და შემოდგომის დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები