პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის რაოდენობის მატება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის რაოდენობის მატება

რომლის ერთ-ერთი სიმპტომი შეშუპებაა.

რა ხდება ამ დროს? თავს იჩენს კონფლიქტი: პლაცენტის მოთხოვნები დედის ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება. ქალს აღარ ძალუძს, ნაყოფს საჭირო ნივთიერებები ისე მიაწოდოს, რომ საკუთარ თავს არ ავნოს. აქ შესაძლებელია სამი ვარიანტი:

  • დედის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ აწვდის ნაყოფს საკვებ ნივთიერებებსა და წყალს არასათანადო რაოდენობის საკვებისა და სითხის მიღების (მათ შორის - არაფიზიოლოგიური დიეტის), ღვიძლისმიერი დარღვევების, საშვილოსნოს სისხლძარღვების დეფექტის, ზოგადი დაავადებების გამო;
  • პლაცენტა ვერ იწოვს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებსა და წყალს (დამნაშავეა თვით პლაცენტის არასწორი სტრუქტურა);
  • შერეული ვარიანტი.

ამ დროს ყოველთვის შეინიშნება ორგანიზმში წყლისა და ალბუმინების ნაკლებობა, ანუ გაუწყლოება და სისხლის შესქელება. ალბუმინების დეფიციტის დროს პლაზმა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადადის და იწვევს შეშუპებას. სისხლძარღვები ამ შემთხვევაში გახვრეტილი შლანგივითაა: რამდენი წყალიც არ უნდა ჩაასხა, საჭირო წნევას ვერ მიიღებ, გარშემო კი ყველაფერი სველდება, - ხოლო შარდში დიდი რაოდენობით არის^ცილა. ისიც დაზიანებული სისხლძარღვებიდან გადადის შარდში, რაც, წესით, არ უნდა ხდებოდეს. შესქელებული სისხლი სათანადო სისწრაფით ვეღარ მოძრაობს, რაც იწვევს ბავშვის სისხლის მიმოქცევის გაუარესებას და ჟანგბადოვან შიმშილს - ჰიპოქსიას.

პლაცენტა მანიპულირებს დედის ორგანიზმით, იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, რათა გაზარდოს წნევა. მაგრამ ეს სპაზმი აზიანებს სისხლძარღვებს. დაზიანებულ ადგილებში გროვდება თრომბოციტები ან ფიბრინის ძაფები - სისხლის შედედების პროდუქტები. შესქელებული სისხლი განაპირობებს თრომბების წარმოქმნას მთელ ორგანიზმში.

ამ დროს განსაკუთრებით ზიანდება ის ორგანოები, რომლებიც იტვირთება ორსულობის დროს: ღვიძლი და თირკმელები. პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა);
  • შეშუპება

პრეეკლამფსიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პროტეინურიის არსებობა. ასეთი გართულებების ალბათობა განსაკუთრებით მაღალი აქვთ მათ, ვინც ცუდად იკვებება და ცოტას სვამს და მათ, ვისაც ჰყავს დიდი ნაყოფი ან ტყუპი. სხვათა შორის, ცნობილია, რომ გამოხატული ფიზიოლოგიური შეშუპებაც ხშირად იმ ქალებს უვითარდებათ, ვისაც დიდი ნაყოფი ჰყავს.

პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის რაოდენობის მატება სისხლში მე-18-20 კვირის შემდეგ (ნორმაში ჰემოგლობინი ოდნავ უნდა შემცირდეს). კიდევ უფრო მეტყველია ჰემატოკრიტი - იგი გვიჩვენებს სისხლის შედედებას ანუ წყლის უკმარისობას.