სამეანო ექოსკოპიის თანამედროვე სტანდარტები, ორსულებისთვის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობა და უსაფრთხოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამეანო ექოსკოპიის თანამედროვე სტანდარტები, ორსულებისთვის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობა და უსაფრთხოება

სამეანო ულტრაბგერით კვლევას. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ბათუმისა და თბილისის ფილიალების წამყვანი რადიოლოგები გვიზიარებენ დეტალურ ინფორმაციას სამეანო ექოსკოპიის თანამედროვე სტანდარტებზე, ორსულებისთვის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე.

ორსულობის მართვისას ექოსკოპიის მიზანია ნაყოფის ფიზიოლოგიური განვითარიბის, ჭიპლარის ანატომიის, პლაცენტის სტრუქტურის, სანაყოფე წყლების რაოდენობის და ხარიხსის შეფასება. მშობიარობის მეთოდის შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე დედისა და ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა.

მცირე ვადის ორსულობის დასადგენად და ასევე სანაყოფე პარკის მდებარეობის დასაფიქსირებლად, ექიმი რადიოლოგი ხშირად მიმართავს ტრანსვაგინალურ (საშოსმხრივ) კვლევას, რაც არ წარმოადგენს ორსულობის პროგრესირებისთვის რისკ ფაქტორს.

ორსულობის პერიოდი სამ ეტაპად იყოფა. თითოეული მათგანი, კონკრეტული სკრინინგ კვლევების მონაცემების მიხედვით ფასდება: სანაყოფე პარკის ნიდაცია, ემბრიოგენეზი, ნაყოფის სხვადასხვა ეტაპზე მარკერების განსაზღვრა და ა.შ.

გარდა სკრინინგული კვლევებისა, ორსულობის მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგის მიერ დანიშნული ულტრასონოგრაფიული კვლევა და რადიოლოგის მიერ აღწერითი მონაცემებით ხელმძღვანელობა.

3b305467-6e10-4429-b200-74b2fbb5d12b-1634309646.jpg

გეგმიური სკრინინგული ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის შემდეგ ვადებზე:

  • სამეანო ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის I ტრიმესტრში - 11-14 კვ. ვადაზე.
  • სამეანო ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის II ტრიმესტრში - 18-22 კვ. ვადაზე.
  • სამეანო ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის III ტრიმესტრში - 28-32 კვ. ვადაზე.

რა ინფორმაციული ღირებულება აქვს სამეანო ულტრაბგერით კვლევას?

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ულტრაბგერითი კვლევა რეკომენდებულია 11-14 კვირის ვადაზე, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია:

  • გამოვრიცხოთ საშვილოსნოს და მისი დანამატების პათოლოგია (მაგ: საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის კისტები და ა.შ.);
  • დავადგინოთ ორსულობის ზუსტი ვადა და მშობიარობის სავარაუდო თარიღი;
  • შევაფასოთ ქორიონის (მომავლის პლაცენტის) მიმაგრების და მისი განვითარების თავისებურებანი (ტყუპი ორსულობის შემთხვევაში დადგინდეს მონოქორიონი/დიქორიონი).
  • გამოვრიცხოთ ნაყოფის განვითარების ანომალიები (ფასდება დაუნის, პატაუს, ედვარდსის და სხვა სინდრომების ადრეული მარკერები და ა.შ.);

e6ae50dc-b6a3-4c90-855c-dfa25352ea14-1634309673.jpg

სამეანო ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის II ტრიმესტრში - რეკომენდებულია ჩატარდეს ორსულობის 18-22 კვირის ვადაზე და მიზნად ისახავს:

  • მომავალი ბავშვის ძირითადი სისტემების და შინაგანი ორგანოების თანდაყოლილი ანომალიების გამოვლენა და გამორიცხვა. ამ ვადაზე შესაძლებელია ნაყოფის თავის ქალას ძვლოვანი ნაწილის, თავის ტვინის, გულმკერდის ღრუს, ხერხემლის, მუცლის ღრუს (საჭმლის მომნელებელი), საშარდე სისტემის და სხვა ორგანოების დეტალური დათვალიერება;
  • სანაყოფე წყლების რაოდენობის განსაზღვრა, სტრუქტურის შეფასება, პლაცენტის სტრუქტურა და მისი სისხლის მიმოქცევის შეფასება;
  • საშვილოსნოს ყელის გაზომვა და ენდოცერვიკალური არხის შეფასება;
  • ნაყოფის განვითარების შესაბამისობას ორსულობის ვადასთან, ფეტომეტრიულ მაჩვენებლებს;
  • აღნიშნული პერიოდიდან ნაყოფის მასის გათვალისწინებით ტარდება ნაყოფის დოპლეროგრაფია.

სამეანო ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის III ტრიმესტრში - უმჯობესია ჩატარდეს ორსულობის 28-32 კვირაზე. ამ ვადაზე ფასდება:

  • ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა (თავით, მენჯით წინმდებარეობა, გარდიგარდმო);
  • ნაყოფის ფეტომეტრია (ნაყოფის სავარაუდო მასა, ზომების პროპორციულობა, ოსტეობიომეტრიული მონაცემები, თავის, მუცლის გარშემოწერილობების, შინაგანი ორგანოების შეფასება და ა.შ.);
  • პლაცენტის, ჭიპლარის შეფასება (ლოკალიზაცია, სტრუქტურა, სიმწიფის ხარისხი, ჭიპლარის შემოხვევა);
  • სრულფასოვანი დოპლეროგრაფია (საშვილოსნოს, ჭიპლარის, ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიაში და. ა.შ); იძლევა საშუალებას გამოვლინდეს ნაყოფის ჰიპოქსია - ჟანგბადის ნაკლებობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის მასის დეფიციტის დროს და პლაცენტის პათოლოგიური მდგომარეობის არსებობისას (აშრევება);
  • თანამედროვე სტანდარებით საშვილოსნოს ყელის სიგრძისა და ენდოცერვიკალური არხის შეფასება ორსულობის ამ ვადაზე ტარდება საშოსმხრივი მიდგომით. მრავალი კვლევით დამტკიცებულია მეთოდის მაღალი ინფორმატულობა ნაადრევი მშობიარობის რისკების შესაფასებლად და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის;
  • ნაყოფის სრულფასოვანი ექოკარდიოგრაფიული კვლევა.

უსაფრთხოა თუ არა ულტრაბგერითი კვლევა ორსულებისთვის?

სტანდარტული ორგანზომილებიანი, ასევე სამ და ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერითი კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა ნაყოფისთვის და მომავალი დედისთვის. მისი ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მეან-გინეკოლოგის დანიშნულებით. პრენატალური სკრინინგული ულტრაბგერითი კვლევები მნიშვნელოვანი და უსაფრთხო დიაგნოსტიკის მეთოდია ორსულობის დროს, რომელიც იძლევა ინფორმაციას ნაყოფის მდგომარეობის შესახებ და ეხმარება მეან-გინეკოლოგს დროულად დაადგინოს ნორმიდან გადახრა.

ყველა ტიპის ულტრაბგერითი კვლევა, ორსულობის მონიტორინგი და ემბრიონის განვითარების მეთვალყურეობა 3D და 4D გამოსახულებით თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ექსპერტული კლასის Voluson-ის ულტრათანამედროვე აპარატით.