შეშუპების პროფილაქტიკისთვის მარილი უნდა გამორიცხოთ და სვათ ე.წ. “თირკმელების სასმელი”- რჩევები ორსულებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეშუპებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეშუპების პროფილაქტიკისთვის მარილი უნდა გამორიცხოთ და სვათ ე.წ. “თირკმელების სასმელი”- რჩევები ორსულებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეშუპებისას

აწარმოეთ დღიური, სადაც მილილიტრებში აღნუსხავთ მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის მოცულობას. უფრო მარტივი მეთოდია წონის კონტროლი. ორსულობის მე-20 კვირამდე წონის მატება უმნიშვნელოა, ზოგიერთი იკლებს კიდეც. ამ პერიოდში მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს წონის საწყისი დეფიციტით. მე-20 კვირიდან წონა შესამჩნევად იმატებს. ორსულობის მეორე ნახევარში წონის ნორმალური ნამატი კვირაში დაახლოებით 350 გრამია.

წონის ჭარბი ნამატი საშიშია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ნაყოფის ჭარბი წონის ბრალია. ასე არ არის, ბავშვის ზომა და წონა დედის წონაზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს. გარდა ჭეშმარიტი სიმსუქნისა (რაც, როგორც წესი, მე-20 კვირამდეც არსებობს) და ენდოკრინული დაავადებებისა, წონის პათოლოგიურ მატებას ორგანიზმში სითხის შეკავებაც იწვევს.

დროული და სწორი დიაგნოსტიკისთვის ერთსა და იმავე სასწორზე რეგულარული აწონაა საჭირო და არა საკუთარ თითებსა და ბეჭდებზე დაკვირვება. შეშუპების კონტროლისთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი არსებობს - სარკე. შეშუპება დილით ყოველთვის ჩანს სარკეში. საკუთარ თავს ცვლილებებს ადამიანი ვერ ამჩნევს, რადგან თავს ყოველდღე რამდენჯერმე უყურებს სარკეში. იმავე მიზეზის გამო ამას შინაურებიც ძნელად ამჩნევენ. ამ დროს დიდი დახმარება შეუძლია მკურნალ ექიმს. დაუჯერეთ მას, სარკეზე ჩამოიკიდეთ ორსულობამდე გადაღებული სურათი და ყოველდღე შეადარეთ თავი მას.

წონის ზედმეტი მომატებისას ნუ გადახვალთ მკაცრ დიეტაზე, მხოლოდ მარილი გამორიცხეთ რაციონიდან და დაიცავით სმის რეჟიმი. ძლიერი შეშუპებისას ზოგჯერ განტვირთვის დღეებიც ინიშნება, მაგრამ არა შიმშილით, არამედ შარდმდენი ეფექტით და სითხის დაკარგვით. მაგალითად, ასეთი: მიიღეთ დღეში მხოლოდ 2 კგ ახალი ხაჭო ან ვაშლი და სხვა არაფერი. ჩვეულებრივ, ქალი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ, ორსულობის ამ ვადისათვის მისაღებ წონას, რაც წყალმარილოვანი წონასწორობის დაცვის შემთხვევაში შეიძლება შემდეგაც შევინარჩუნოთ.

ზოგჯერ, გამოხატული შეშუპებებისა და ანალიზების ცვლილების დროს, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. შეშუპებისას გართულებები ვითარდება სწრაფად და მეტად საშიშია დედისა და ბავშვის სიცოცხლისათვის. ამიტომაცაა ეს თემა ასე მნიშვნელოვანი. სითხის შეზღუდვა არ შეიძლება თირკმელების დაავადების, პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.

აუცილებელია ბევრი სასმელი, რათა შარდი არ იყოს მეტისმეტად კონცენტრირებული და არ შეგუბდეს თირკმელებში. ამ შემთხვევაში შეშუპების პროფილაქტიკისთვის მარილი უნდა გამორიცხოთ და სვათ ე.წ. “თირკმელების სასმელი” - შემჟავებული, სუსტი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტით.

მაგალითად, შტოშის, წითელი მოცვის მორსი, წითელი მოცვის ფოთლების ნახარში, შავი მოცხარის ფოთოლი, თირკმლის ნარევი. ჯანმრთელი კვების პრინციპების დაცვა მსხვერპლი კი არა, უდიდესი საჩუქარია.

ცვლილებები უპირველესად თქვენს შეგნებაში უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში სწორ კვებაზე გადასვლას ადვილად, ძალდაუტანებლად და უმსხვერპლოდ მოახერხებთ და ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ როგორც შვილს, ისე საკუთარ ჯანმრთელობას.