რატომ არის აუცილებელი ორსულობის დროს ფიზიკური აქტივობა
ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაანალიზეს სტოკჰოლმში დაბადებული 814 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერებმა ქალებს სთხოვეს ორსულობის 18-34 კვირაზე შეევსოთ ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესახებ კითხვარი. პასუხების საფუძველზე მკვლევარები საზღვრავდნენ ფიზიკურ აქტივობას და ქალებს ჰყოფდნენ ძალიან აქტიურად, ზომიერად აქტიურად და არააქტიურ ჯგუფებად. შემდეგ, სამი თვის ასაკში ბავშვებში აფასებდნენ ფილტვების ფუნქციას, საზღვრავდნენ ამოსუნთქული და ჩასუნთქული ჰაერის სიჩქარესა და მოცულობას.
ფილტვების ფუნქციის დონე აქტიური დედების ბავშვებში უფრო მაღალი იყო. მკვლევარები გეგმავენ ბავშვებში, ასაკის მატებასთან ერთად, განსაზღვრონ ფილტვების ფუნქცია და რესპირატორულ დაავადებების განვითარებაზე გავლენები შეისწავლონ.