/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ორსულთა ტოქსიკოზები

ორსულთა ტოქსიკოზები
გულისრევას, პირღებინებას, განწყობის ცვალებადობას ბევრი ორსულობის ნორმალურ გამოვლინებად მიიჩნევს. მართლა ნორმალურია ეს მოვლენები?

თუ არა, რით არის ისინი საშიში? ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვიპასუხებს.

- რა არის ორსულთა ტოქსიკოზი და რა იწვევს მას?

- ტოქსიკოზის განვითარების მრავალი თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული... მიუხედავად ამისა, მისი წარმოშობის შესახებ მედიკოსები საერთო აზრამდე ჯერ კიდევ არ მისულან. ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირობითად განასხვავებენ ორსულთა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებს. ადრეული ტოქსიკოზი პირველ ტრიმესტრში იჩენს თავს და, წესისამებრ, 12 კვირის შემდეგ გაივლის, გვიანი კი მესამე ტრიმესტრში ვითარდება. ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომებია ღებინება, ნერწყვდენა, გვიანი ტოქსიკოზისა - პრეეკლამფსია და ეკლამფსია. არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც: ორსულთა ტეტანია (კრუნჩხვა), დერმატოზები (კანის დაზიანება), ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება), ორსულთა ბრონქული ასთმა, ორსულთა სიყვითლე.

ადრეული ტოქსიკოზი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა.ვარ 7 კვირის ორსული.ორსულობის გაგების დღიდან მაქვს დაწოლის და ხშირი შარდვის შწგერძნება.პლიუს მქონდა ხამ ყავისფერი ხან ვარდისფერი გამონადენინმცირე.ეხოზე კარგად იყო ყველაფერი. 4 დღის წინ მქონდა სისხლდება კოლტებით,როგორც მენსტრუაციამ იცის ეგეთი,მეორე დღეს გადავიღე ეხო და ნაყოფი ცოცხალია,ჩამიწერეს ჰემატომა 3მმ დამცირე ჰიპერტონუსი,მაინტერესებს ამ ჰემატომამ ასე იცის შემდეგ ცოტ-ცოტა გამონადენი?დღეს საერთოდ არ მქონია მხოლოდ საღამოს 2 წვეთი.ვსვამ დავს,დუფასტონს,პროგესტს.მაინტერსებს ეს გამონადენი ოდესმე შემიწყდება?ეხოზე და სისხლში რიგზეა ყველაფერი ჯერჯერობით.იქნებ დაზუსტებით მიპასუხოთ რასთან მაქვს საქმე.მადლობა</p>

ნერწყვდენა (ptyalismus) უმეტესად თან სდევს ღებინებას, იშვიათად კი მიმდინარეობს როგორც ადრეული ტოქსიკოზის დამოუკიდებელი ფორმა. ძლიერი ნერწყვდენის დროს ორსული დღე-ღამეში 1 ლიტრამდე სითხეს კარგავს. ჭარბი ნერწყვდენა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ჰიპოპროტეინემიას, კანის აქერცვლას, უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამცირებს სხეულის მასას. ორსულთა ღებინება (emesis gravidarum) ადრეული ტოქსიკოზის შედარებით ხშირი ფორმაა. აღენიშნება ორსულთა 50-60%-ს, მაგრამ მკურნალობა მხოლოდ * -10%-ს სჭირდება. რაც უფრო ადრე დაიწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი. განასხვავებენ ღებინების მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს. პერიოდული პირღებინება დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე სუნებზე, ორსულთა უმრავლესობას აწუხებს. ის უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც და მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს. საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს ღებინება დღეში 6-10-ს აღწევს, საკვების მიღებასთან კავშირი არ აქვს, თან სდევს წონის კლება, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება. არტერიული წნევა უმნიშვნელოდ ეცემა. ამ დროს აუცილებლია ჰოსპიტალიზაცია ან დღის სტაციონარში ინფუზიური თერაპიის ჩატარება (სითხეების გადასხმა) სისხლში სითხისა და საკვები ნივთიერებების აღსადგენად. მძიმე ღებინება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ამ დროს ღებინება მრავალჯერადი ან შეუკავებელია. მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. მძიმე ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და წონის მკვეთრ კლებას, კანის გამოშრობას და მოდუნებას. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, პირიდან ამოდის უსიამოვნო სუნი, სხეულის ტემპერატურა იმატებს, პულსი წუთში 110-120-მდე ჩქარდება. არტერიული წნევა ეცემა, შარდში ჩნდება აცეტონი. ზოგჯერ ორსულის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრება. ამ შემთხვევაში დგება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი. აუცილებელია ადრეული ტოქსიკოზის დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც ასევე ღებინებით ვლინდება. ასეთია კვებითი ინტოქსიკაცია, გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნეიროინფექცია.

- რა უნდა ჭამოს ამ დროს ორსულმა?

ასევე დაგაინტერესებთ
ორსულობა და ალერგია

- მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ორსულებს გულისრევის, ღებინების, საკვების აუტანლობის დროს გამოადგებათ:

* საკვების სუნმა შესაძლოა გულისრევა და პირღებინება გამოიწვიოს. ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ მისი მიღება სჯობს.

* ტოქსიკოზზე მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეც, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ოპტიმალური ოდენობის შენარჩუნება.

* მიირთვით რაც შეიძლება მეტი ცილა. მსუბუქი საკვები საწოლის თავთანაც დაიდეთ, რათა ღამით ან დილით წაიხემსოთ.

* ერიდეთ დაკონსერვებულ ხილის წვენებს, ტკბილეულს.

* ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ უმჯობესია ერიდოთ. ტოქსიკოზს ასევე აპროვოცირებს ცხარე, მჟავე, შემწვარი საკვები.

* ეცადეთ, დღის განმავლობაში მიიღოთ საკმაო სითხე (ჩაი, წვნიანები, გამაგრილებელი სასმელები), მაგრამ მცირე ყლუპებითა და ულუფებით. დიდი ოდენობით სითხის ერთბაშად მიღებამ შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს.

* ტოქსიკოზს ამცირებს კოჭა. შეგიძლიათ დაღეჭოთ ან ჩაის მიაყოლოთ. არსებობს დაშაქრული კოჭა, კოჭას ლუდი და ორცხობილა. შეგიძლიათ, ისინიც მიირთვათ.

* რაციონიდან ამოიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც გულისრევას იწვევს.

* მდგომარეობას ამსუბუქებს ლუდის საფუარი.

* შეძლებისამებრ უხვად მიირთვით მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო. ისინი შეიცავს ვიტამინ ბ6-ს და, ზოგიერთი მონაცემით, ამცირებს ტოქსიკოზის გამოვლინებას.

* ლიმონს შეუძლია, გულისრევა შეაჩეროს. გაჭერით ოთხად და როდესაც გულისრევის მოახლოებას იგრძნობთ, წუწნეთ.

* პიტნა ასევე ამცირებს გულისრევას და ამშვიდებს კუჭ-ნაწლავს. სვით პიტნის ჩაი.

ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი

აიღეთ 2 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის კოვზი გულყვითელას ყვავილი, 2 ჩაის კოვზი ფარსმანდუკი. ნარევს დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. სვით 50 მლ დღეში 6-ჯერ 25 დღის განმავლობაში. კურსი გაიმეორეთ სამჯერ, 15-დღიანი შესვენებებით. ეს მცენარეები მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ასტიმულირებს კუჭისა და თირკმლის სეკრეციას, აქვს სპაზმოლიზური ეფექტი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

- ზემოთ გადასხმა ახსენეთ. კიდევ რით მკურნალობენ ნერწყვდენასა და ღებინებას?

- ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას არ მოითხოვს, საშუალო სიმძიმისა და მძიმე, შეუკავებელი ღებინების დროს კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ინფუზიურ თერაპიას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორსულთა ტოქსიკოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულთა ტოქსიკოზები

თუ არა, რით არის ისინი საშიში? ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვიპასუხებს.

- რა არის ორსულთა ტოქსიკოზი და რა იწვევს მას?

- ტოქსიკოზის განვითარების მრავალი თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული... მიუხედავად ამისა, მისი წარმოშობის შესახებ მედიკოსები საერთო აზრამდე ჯერ კიდევ არ მისულან. ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა.

პირობითად განასხვავებენ ორსულთა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებს. ადრეული ტოქსიკოზი პირველ ტრიმესტრში იჩენს თავს და, წესისამებრ, 12 კვირის შემდეგ გაივლის, გვიანი კი მესამე ტრიმესტრში ვითარდება. ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომებია ღებინება, ნერწყვდენა, გვიანი ტოქსიკოზისა - პრეეკლამფსია და ეკლამფსია. არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც: ორსულთა ტეტანია (კრუნჩხვა), დერმატოზები (კანის დაზიანება), ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება), ორსულთა ბრონქული ასთმა, ორსულთა სიყვითლე.

ადრეული ტოქსიკოზი

ნერწყვდენა (ptyalismus) უმეტესად თან სდევს ღებინებას, იშვიათად კი მიმდინარეობს როგორც ადრეული ტოქსიკოზის დამოუკიდებელი ფორმა. ძლიერი ნერწყვდენის დროს ორსული დღე-ღამეში 1 ლიტრამდე სითხეს კარგავს. ჭარბი ნერწყვდენა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ჰიპოპროტეინემიას, კანის აქერცვლას, უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამცირებს სხეულის მასას. ორსულთა ღებინება (emesis gravidarum) ადრეული ტოქსიკოზის შედარებით ხშირი ფორმაა. აღენიშნება ორსულთა 50-60%-ს, მაგრამ მკურნალობა მხოლოდ * -10%-ს სჭირდება. რაც უფრო ადრე დაიწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი. განასხვავებენ ღებინების მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს. პერიოდული პირღებინება დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე სუნებზე, ორსულთა უმრავლესობას აწუხებს. ის უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც და მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს. საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს ღებინება დღეში 6-10-ს აღწევს, საკვების მიღებასთან კავშირი არ აქვს, თან სდევს წონის კლება, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება. არტერიული წნევა უმნიშვნელოდ ეცემა. ამ დროს აუცილებლია ჰოსპიტალიზაცია ან დღის სტაციონარში ინფუზიური თერაპიის ჩატარება (სითხეების გადასხმა) სისხლში სითხისა და საკვები ნივთიერებების აღსადგენად. მძიმე ღებინება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ამ დროს ღებინება მრავალჯერადი ან შეუკავებელია. მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. მძიმე ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და წონის მკვეთრ კლებას, კანის გამოშრობას და მოდუნებას. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, პირიდან ამოდის უსიამოვნო სუნი, სხეულის ტემპერატურა იმატებს, პულსი წუთში 110-120-მდე ჩქარდება. არტერიული წნევა ეცემა, შარდში ჩნდება აცეტონი. ზოგჯერ ორსულის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრება. ამ შემთხვევაში დგება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი. აუცილებელია ადრეული ტოქსიკოზის დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც ასევე ღებინებით ვლინდება. ასეთია კვებითი ინტოქსიკაცია, გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნეიროინფექცია.

- რა უნდა ჭამოს ამ დროს ორსულმა?

- მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ორსულებს გულისრევის, ღებინების, საკვების აუტანლობის დროს გამოადგებათ:

* საკვების სუნმა შესაძლოა გულისრევა და პირღებინება გამოიწვიოს. ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ მისი მიღება სჯობს.

* ტოქსიკოზზე მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეც, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ოპტიმალური ოდენობის შენარჩუნება.

* მიირთვით რაც შეიძლება მეტი ცილა. მსუბუქი საკვები საწოლის თავთანაც დაიდეთ, რათა ღამით ან დილით წაიხემსოთ.

* ერიდეთ დაკონსერვებულ ხილის წვენებს, ტკბილეულს.

* ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ უმჯობესია ერიდოთ. ტოქსიკოზს ასევე აპროვოცირებს ცხარე, მჟავე, შემწვარი საკვები.

* ეცადეთ, დღის განმავლობაში მიიღოთ საკმაო სითხე (ჩაი, წვნიანები, გამაგრილებელი სასმელები), მაგრამ მცირე ყლუპებითა და ულუფებით. დიდი ოდენობით სითხის ერთბაშად მიღებამ შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს.

* ტოქსიკოზს ამცირებს კოჭა. შეგიძლიათ დაღეჭოთ ან ჩაის მიაყოლოთ. არსებობს დაშაქრული კოჭა, კოჭას ლუდი და ორცხობილა. შეგიძლიათ, ისინიც მიირთვათ.

* რაციონიდან ამოიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც გულისრევას იწვევს.

* მდგომარეობას ამსუბუქებს ლუდის საფუარი.

* შეძლებისამებრ უხვად მიირთვით მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო. ისინი შეიცავს ვიტამინ ბ6-ს და, ზოგიერთი მონაცემით, ამცირებს ტოქსიკოზის გამოვლინებას.

* ლიმონს შეუძლია, გულისრევა შეაჩეროს. გაჭერით ოთხად და როდესაც გულისრევის მოახლოებას იგრძნობთ, წუწნეთ.

* პიტნა ასევე ამცირებს გულისრევას და ამშვიდებს კუჭ-ნაწლავს. სვით პიტნის ჩაი.

ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი

აიღეთ 2 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის კოვზი გულყვითელას ყვავილი, 2 ჩაის კოვზი ფარსმანდუკი. ნარევს დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. სვით 50 მლ დღეში 6-ჯერ 25 დღის განმავლობაში. კურსი გაიმეორეთ სამჯერ, 15-დღიანი შესვენებებით. ეს მცენარეები მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ასტიმულირებს კუჭისა და თირკმლის სეკრეციას, აქვს სპაზმოლიზური ეფექტი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

- ზემოთ გადასხმა ახსენეთ. კიდევ რით მკურნალობენ ნერწყვდენასა და ღებინებას?

- ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას არ მოითხოვს, საშუალო სიმძიმისა და მძიმე, შეუკავებელი ღებინების დროს კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ინფუზიურ თერაპიას.


- როდის დაისმის ორსულობის შეწყვეტის საკითხი?

- ორსულობის შეწყვეტის საკითხი დაისმის, როდესაც აღინიშნება:

* შეუკავებელი ღებინება;

* მზარდი გაუწყლოება;

* წონის პროგრესირებადი კლება;

* პროგრესული აცეტონურია;

* ნერვული სისტემის დარღვევები (ადინამია, აპათია, ბოდვები, ეიფორია);

* ბილირუბინემია.

- რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია?

- პრეეკლამფსია ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ვითარდება. ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ცენტრალურ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა სისტემებში, თირკმელებში, ღვიძლში, პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის გამოც ნაყოფი ჟანგბადოვან შიმშილს (ჰიპოქსიას) განიცდის, ფერხდება მისი ზრდა-განვითარება, ხოლო მძიმე შემთხვევაში ფატალური შედეგიც კია მოსალოდნელი. ყოველივე ამის გამო დიდი ყურადღება ექცევა პრეეკლამფსიის ნაადრევ პროგნოზირებას და პროფილაქტიკას. გამოყოფილია რისკის ფაქტორები, რომლებიც ზრდის პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობას. ეს ფაქტორებია:

* ექსტრაგენიტალიური (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინული, თირკმლის) დაავადებები;

* დიაბეტი;

* გინეკოლოგიური პათოლოგიები - მენსტრუალური ციკლის დარღვევები, სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს მიომა, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები, გადატანილი აბორტები;

* მრავალწყლიანობა;

* მრავალნაყოფიანი ორსულობა;

* დიდი ნაყოფი;

* ანემია;

* ჩვეული აბორტი;

* რეზუსშეუთავსებლობა;

* ასაკი 19 წლამდე და 35 წლიდან. 40 წლიდან პრეეკლამფსიის განვითარების რისკი ათჯერ იმატებს.

* გენეტიკური ფონი;

* სოციალური ფაქტორები - მჯდომარე პროფესია, არახელსაყრელი საწარმოო, კლიმატური და ეკოლოგიური პირობები;

* მავნე ჩვევები (თამბაქოს წევა, სმა), არასწორი კვება, შრომისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა;

* ორსულობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

პრეეკლამფსიას შემდეგი კლინიკური ტრიადა ახასიათებს: არტერიული ჰიპერტენზია, პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა) და შეშუპება. ფიზიოლოგიური ორსულობის დროს ქვედა კიდურების შეშუპება ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა. იგი ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლისა და ვენური შეგუბების შედეგია. ზედა კიდურებზე, სახეზე და მით უმეტეს მთელ სხეულზე გაჩენილი შეშუპება კი ფიზიოლოგიური ორსულობით ვერ აიხსნება. ეს პერეეკლამფსიის ნიშანია. ამ დროს შეშუპება სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მატებით და დაბალმოლეკულური ცილების ქსოვილებში გადასვლით არის გამოწვეული. შეშუპება მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერია სისხლძარღვთა კედლის დაზიანება. განასხვავებენ პრეეკლამფსიის მსუბუქ და მძიმე ფორმებს. მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დროს ორსული უჩივის თავის ტკივილს, მხედველობის გაუარესებას, ეპიგასტრიუმის ტკივილს. სისტოლური წნევა 1* 0 მმHვწყ. სვ-ს აღემატება, ხოლო დიასტოლური - 110 მმHვწყ. სვ-ს. მცირდება შარდის გამოყოფა (400 მლ დღე-ღამეში), ხოლო შარდში ცილების ოდენობა დღე-ღამეში 5 გრამს აღემატება. თუ ამ ფონზე კრუნჩხვა განვითარდა, საუბრობენ ეკლამფსიაზე, რომელიც გამოწვეულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის მოშლით. გარდა ზემოთ აღწერილი ნიშნებისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად სდევს თან ცნობიერების შეცვლა, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ტაქიპნოე (გახშირებული სუნთქვა), ნაყოფის განვითარების შეფერხება.

- რითია საშიში პრეეკლამფსია?

- პრეეკლამფსია შესაძლოა გართულდეს:

* ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლით;

* თრომბოემბოლიით;

* თირკმლის მწვავე უკმარისობით;

* ჰემოლიზური ანემიით;

* ჰეპატოცელულარული დარღვევით - ღვიძლის ფერმენტების მომატებით;

* HELLP (Hepatic Enzymes Elevated Low Platelet) სინდრომით - თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით და ღვიძლის ფერმენტების მომატებით;

* ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლჩაქცევით;

* ეკლამფსიით.

ეკლამფსია არსებითად დამძიმებული პრეეკლამფსიაა და, ჩვეულებრივ, პრეეკლამფსიის ფონზე ვითარდება. ამ დროს პრეეკლამფსიის სიმპტომებს ერთვის კრუნჩხვითი შეტევები, რომლებიც შესაძლოა კომაში გადაიზარდოს.


- როგორ მკურნალობენ პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას?

- მსუბუქი ფორმის პრეეკლამფსიას სამი დღის განმავლობაში ქალთა კონსულტაციაში მკურნალობენ. თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მკურნალობა სტაციონარულ პირობებში გრძელდება. პრეეკლამფსიისგან სრული განკურნების ერთადერთი გზა ორსულობის შეწყვეტაა. ამ დროს მდგომარეობის მართვის მთავარი მიზანი ის არის, რომ ორსულობის შეწყვეტამდე მაქსიმალურად შემცირდეს დედისა და ნაყოფის ზიანი. მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშობიარობის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში. სამკურნალოდ გამოიყენება: მაგნიუმის სულფატი (კრუნჩხვის პროფილაქტიკისათვის), ჰიპოტენზიური საშუალებები (ვაზოდილატატორები, ადრენობლოკატორები და ადრენომიმეტური საშუალებები, განგლიობლოკერები). არამც და არამც არ შეიძლება დიურეტიკების გამოყენება. ტარდება ნაყოფის დისტრესის კორექცია - ჟანგბადის მიწოდება, ვაზოაქტიური პრეპარატებისა და ცილოვანი ფრაქციების გამოყენება ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგისა და ნაყოფის ულტრასონოგრაფიული დოპლეროგრაფიული გამოკვლევის ფონზე.

- როდის წყვეტენ ორსულობას?

- საამისო ჩვენებაა:

* მძიმე პრეეკლამფსიის უშედეგო მკურნალობა რამდენიმე საათის-ერთი დღის განმავლობაში;

* ეკლამფსიური სტატუსი;

* გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება;

* თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თრომბოზი, ცერებრული ჰიპოქსია, შეშუპება, კომა;

* თვალის ბადურის შეშუპება და აშრევება;

* პლაცენტის ნაადრევი აშრევება;

* ნაყოფის ჰიპოქსიის ნიშნების გაძლიერება.

- შესაძლებელია თუ არა ეკლამფსიისა და პრეეკლამფსიის პროფილაქტიკა?

- ვინაიდან პრეეკლამფსიის შედეგად მაღალია ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, ასევე თირკმელების დაზიანების რისკი, მშობიარობის შემდეგ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დედას უნდა დაუწესდეს ნევროპათოლოგის, კარდიოლოგისა და ნეფროლოგის მეთვალყურეობა. ეს აუცილებელია მომდევნო ორსულობათა ნორმალური წარმართვისათვის. ორსულს უნდა ახსოვდეს:

* რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. მასში საკმაო ოდენობით უნდა შედიოდეს მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ცილები (ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი). ცილების ოდენობა განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს მათი ნაკლებობის დროს.

* აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, ფეხით სიარული, სეირნობა.

* თამბაქო და ალკოჰოლი ნაყოფისთვის სახიფათოა.

* თავი არიდეთ ფსიქოემოციურ სტრესებს.

* ორსულობის ადრეულ ვადებზე ქალთა კონსულტაციაში ვიზიტი პრეეკლამფსიის პროფილაქტიკის, კლინიკური სიმპტომების დროული გამოვლენისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.

* მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მიღება თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, დაუშვებელია.

თუ ორსული რისკის ჯგუფში შედის, სასურველია, არტერიული წნევა თავად იზომოს 2-3 დღეში ერთხელ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის:

1. თავის ტკივილი, განსაკუთრებით - კეფის მიდამოში;

2. თავბრუხვევა სხეულის ან თავის მდებარეობის შეცვლისას;

3. არტერიული წნევის მატება;

4. მხედველობის გაუარესება;

5. სახის, ხელების, მეტადრე მთელი სხეულის შეშუპება.

ამ სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და ადეკვატური რეაგირება.