/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

როგორ ამოვიცნოთ ორსულობა

როგორ ამოვიცნოთ ორსულობა
ადამიანები ოდითგან ეძებდნენ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ორსულობის ამოცნობა იყო შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ქალს სპეციალური ბალახებისა და ახალნამშობიარევის რძისგან მომზადებულ ნაყენს ასმევდნენ.

ამ სასმლის მიღების შემდეგ ცუდად გახდომა ორსულობის ნიშნად მიიჩნეოდა. ორსულობის ადრეული გამოვლენის არანაკლებ პოპულარული მეთოდი გახლდათ ქალის შარდით ყვავილოვანი მცენარის მორწყვა - მცენარის აყვავება ორსულობაზე "მიუთითებდა"...ჰიპოკრატე იყო პირველი, ვინც ორსულობის პირველ ნიშნად მენსტრუაციის გადაცდენა აღიარა. 2-3 საუკუნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეამჩნიეს, რომ ორსულობისას ქალს ეცვლებოდა განწყობა, ეზრდებოდა სარძევე ჯირკვლები, მოგვიანებით კი გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას.

რა ხდება დღეს?

სადღეისოდ ორსულობის დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. დიდი ხანია ცნობილია ნიშნები, რომლებიც ქალის ამ საინტერესო მდგომარეობაზე მიუთითებს. ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ორსულობის პირველ, სავარაუდო და უეჭველ ნიშნებად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობის პირველი ნიშნები

. მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 16 მაისს მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30-31 დღიანი ციკლი. 31 მაისს უწევდა სავაურაოდდ ოვულაცია, 7 ივნისს მქონდა დაუცველი სექსი და 13 საათში დავლიე ესკაპელი. არის თუარა ალბათობა ორსულობის? საშიში ხომ არიქნება მეორე ესკაპელიც რომ მივიღო, რადგან ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ დამწყებია</p>

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგენა მენსტრუაციის შეკავებამდე?

. მენსტრუაციის შეკავებამდე ორსულობის ძირითადი სარწმუნო ნიშანია ქორიონული გონადოტროპინის მატება. ქორიონული გონადოტროპინი (ორსულობის ჰორმონი) არის განსაკუთრებული ცილა, რომელსაც ჩანასახოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს. მისი გამომუშავება იწყება განაყოფიერებიდან 4-5 დღის შემდეგ, საშვილოსნოს კედელზე ჩანასახის მიმაგრებისას, და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად, სისხლსა და შარდში მისი კონცენტრაცია თანდათან იმატებს. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ. თუ ჩასახვა არ მომხდარა, ქორიონული გონადოტროპინის დონე ნულის ტოლია ან ნულს უახლოვდება. შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა ქალს თავადაც შეუძლია სწრაფი ტესტის საშუალებით, თუმცა ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. თუ ქალი ტესტს არ ენდობა, შეუძლია, ჩააბაროს შარდი ქორიონულ გონადოტროპინზე ქალთა კონსულტაციაში. ლაბორატორიულ პირობებში გამოიყენება კვლევის შედარებით რთული მეთოდი, რომელიც ეფუძნება უფრო მეტად სპეციფიკური ჰორმონის - ტროფობლასტური ბეტა-გლობულინის - ცვლილებას და იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას ორსულობასა და მის ვადაზე, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ პასუხს რამდენიმე დღე სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ვითარდება ცრუ ორსულობა

. ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი და არა ელექტრონული თერმომეტრით.

თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე;

2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.

3. ადგომა რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.

მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, იკლებს, ხოლო ორსულობის დროს იმატებს. თუ სავარაუდო მენსტრუაციის პერიოდში მაღალი (37-37,3 გრადუსი) ტემპერატურა აღმოგაჩნდათ, ეს შესაძლოა ორსულობის ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ნაკლებად საიმედო მეთოდია სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა - მისი მატება ქალმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ან რომელიმე ინფექციას, თუნდაც გაციებას მიაწეროს. როგორც ბაზალური, ისე სხეულის ტემპერატურის მატება ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია.

. ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.

კომენტარები (12)
ანი
ანუ ბიჭი ამტკიცებს რომ არ გამითავებიაო რეაქცია არ ქონდა არც მას და არც მის გოგონას სისხლი არ წამოსვლია ტკივილი მცირე იყო ძაან და ორსულად იქნება? ცუკლი ჯერ არააქვს მალე შეიძლება მოუვიდეს
თარიღი : 20-07-2020
ნინა
გამარჯობა, 16 წლის ვარ და ფიზიკური კავშირი მქონდა 21 ში მაქვს ორსულობის მსგავსი სიმპტომები აქტიდან რამდენ ხანში შეიძლება დაფეხმძიმდეს გოგო?
თარიღი : 27-03-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორსულობის გართულებები ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებთან
ორსულობის გართულებები ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებთან
ენდომეტრიოზი არის პათოლოგია, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა გარსის (ენდომეტრიუმის) ანალოგიური ქსოვილი იზრდება საკუთრივ ორგანოს – საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ.
სრულად
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
სრულყოფილ ძილს ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
ორსულობის დროს ფტალატების ზემოქმედება ამცირებს ბავშვის IQ-ს
ორსულობის დროს ფტალატების ზემოქმედება ამცირებს ბავშვის IQ-ს
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლისა და ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს,
სრულად
რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
რა არის პრეეკლამფსია და ეკლამფსია
პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა.
სრულად
რატომ არის ვიტამინი E ასე საჭირო ორსულობის დროს?
რატომ არის ვიტამინი E ასე საჭირო ორსულობის დროს?
კვლევა ჩაატარეს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა.
სრულად
მზადება ორსულობისთვის
მზადება ორსულობისთვის
ორსულობა ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია ქალის ცხოვრებაში, ზოგიერთი საკითხის წინასწარ გააზრება და მოწესრიგება ორსულობის პერიოდს და მშობიარობის პირველ დღეებს ბევრად ამსუბუქებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორსულობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ამოვიცნოთ ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ორსულობა

ამ სასმლის მიღების შემდეგ ცუდად გახდომა ორსულობის ნიშნად მიიჩნეოდა. ორსულობის ადრეული გამოვლენის არანაკლებ პოპულარული მეთოდი გახლდათ ქალის შარდით ყვავილოვანი მცენარის მორწყვა - მცენარის აყვავება ორსულობაზე "მიუთითებდა"...ჰიპოკრატე იყო პირველი, ვინც ორსულობის პირველ ნიშნად მენსტრუაციის გადაცდენა აღიარა. 2-3 საუკუნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეამჩნიეს, რომ ორსულობისას ქალს ეცვლებოდა განწყობა, ეზრდებოდა სარძევე ჯირკვლები, მოგვიანებით კი გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას.

რა ხდება დღეს?

სადღეისოდ ორსულობის დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. დიდი ხანია ცნობილია ნიშნები, რომლებიც ქალის ამ საინტერესო მდგომარეობაზე მიუთითებს. ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ორსულობის პირველ, სავარაუდო და უეჭველ ნიშნებად.

ორსულობის პირველი ნიშნები

. მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგენა მენსტრუაციის შეკავებამდე?

. მენსტრუაციის შეკავებამდე ორსულობის ძირითადი სარწმუნო ნიშანია ქორიონული გონადოტროპინის მატება. ქორიონული გონადოტროპინი (ორსულობის ჰორმონი) არის განსაკუთრებული ცილა, რომელსაც ჩანასახოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს. მისი გამომუშავება იწყება განაყოფიერებიდან 4-5 დღის შემდეგ, საშვილოსნოს კედელზე ჩანასახის მიმაგრებისას, და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად, სისხლსა და შარდში მისი კონცენტრაცია თანდათან იმატებს. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ. თუ ჩასახვა არ მომხდარა, ქორიონული გონადოტროპინის დონე ნულის ტოლია ან ნულს უახლოვდება. შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა ქალს თავადაც შეუძლია სწრაფი ტესტის საშუალებით, თუმცა ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. თუ ქალი ტესტს არ ენდობა, შეუძლია, ჩააბაროს შარდი ქორიონულ გონადოტროპინზე ქალთა კონსულტაციაში. ლაბორატორიულ პირობებში გამოიყენება კვლევის შედარებით რთული მეთოდი, რომელიც ეფუძნება უფრო მეტად სპეციფიკური ჰორმონის - ტროფობლასტური ბეტა-გლობულინის - ცვლილებას და იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას ორსულობასა და მის ვადაზე, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ პასუხს რამდენიმე დღე სჭირდება.

. ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი და არა ელექტრონული თერმომეტრით.

თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე;

2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.

3. ადგომა რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.

მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, იკლებს, ხოლო ორსულობის დროს იმატებს. თუ სავარაუდო მენსტრუაციის პერიოდში მაღალი (37-37,3 გრადუსი) ტემპერატურა აღმოგაჩნდათ, ეს შესაძლოა ორსულობის ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ნაკლებად საიმედო მეთოდია სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა - მისი მატება ქალმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ან რომელიმე ინფექციას, თუნდაც გაციებას მიაწეროს. როგორც ბაზალური, ისე სხეულის ტემპერატურის მატება ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია.

. ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.


. მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღენიშნება ქალების 11%-ს).

. დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღენიშნება ქალების 5%-ს). ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის დაახლოებით მე-7 კვირიდან იწყება (იშვიათად - უფრო ადრეც) და მე-12-მდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც ქალები მოწამვლას ან ნაწლავურ ინფექციას ტოქსიკოზად მიიჩნევენ. არცთუ იშვიათია ფსიქოლოგიური ტოქსიკოზიც: ქალი ამჩნევს არარსებული ორსულობის ნიშნებს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომლებიც დიდხანს ვერ ახერხებენ დაორსულებას, ასევე მათ, რომელთაც ორსულობა აშინებთ.

. უჩვეულო შეგრძნებები და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში (აღენიშნება ქალების 5%-ს). ზოგიერთი ქალი ორსულობის მცირე ვადაზე მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს უჩივის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ხშირად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცისტიტის გართულება ან პიელონეფრიტია. წელისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი შესაძლოა იყოს არა მარტო ორსულობის, არამედ მისი მოსალოდნელი შეწყვეტის მაუწყებელიც. თუ ამ დროს ქალს ორსულობაზე აქვს ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მადისა და გემოვნების ცვლილებები (აღენიშნება ქალების 5%-ს). მომავალ დედებს ორსულობის პირველ კვირებში მადა ემატებათ ან, პირიქით, უმადობას უჩივიან. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და ზიზღი ეუფლება ჩვეული პროდუქტების მიმართ.

. განწყობის ცვალებადობა (აღენიშნება ქალების 4%-ს). ზოგ შემთხვევაში ეს პირველი სუბიექტური შეგრძნებაა.

. წონის ცვლილება. წესისამებრ, მომავალი დედა წონას მე-2-3 თვიდან იმატებს, ხოლო პირველ კვირებში უმეტესად კარგავს.

. გახშირებული შარდვა. თუ ქალს მენსტრუაცია 1-2 კვირით გადაუცდა და შარდვა გაუხშირდა, ცისტიტის გამორიცხვის შემთხვევაში ეს შეიძლება ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ორსულის საშვილოსნო დღიდან დღემდე იზრდება და აწვება შარდის ბუშტს, რის შედეგადაც ქალს ხშირ-ხშირად უხდება მოშარდვა. გარდა ამისა, იცვლება ჰორმონული ფონიც, რაც ასევე მოშარდვის ხშირ სურვილს იწვევს.

როგორ უნდა მივხვდეთ, ხშირი შარდვა ცისტიტის ნიშანია თუ ორსულობისა?

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს დაავადება უმეტესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს აწუხებთ. მისი მიზეზი შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციაა, რასაც ხშირად უწყობს ხელს ორგანიზმის გადაცივება. ცისტიტის დროს შარდვას თან სდევს წვა და წელის ტკივილი, რაც ორსულობას არ ახასიათებს. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია შარდის ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ორსულებს ცისტიტი 2-ჯერ უფრო ხშირად უმწვავდებათ.

. ძილიანობა, დაღლილობა. ამ მოვლენის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამასაც ორგანიზმის ჰორმონულ გადაწყობასთან აქვს კავშირი. გარდა ამისა, ქალი, რომელიც ეჭვობს, რომ ორსულადაა, ქვეცნობიერად ცდილობს, თავი და მომავალი ბავშვი ნეგატიური ფაქტორებისა და გადაღლისგან დაიცვას.

ორსულობის სავარაუდო ნიშნებია:

. ცვლილებები სასქესო ორგანოებში - საშვილოსნოსა და საშოში. გინეკოლოგს საშოს გამოკვლევით ორსულობის უკვე მე-5 კვირას (მენსტრუაციის 1 კვირით გადაცდენის შემდეგ) შეუძლია შეამჩნიოს საშვილოსნოს ზრდა და ფორმის შეცვლა. საშვილოსნოს ყელი იღებს მოლურჯო ელფერს, საშვილოსნო მსხვილდება და რბილდება, სანაყოფე კვერცხის ჩანერგვის გამო ასიმეტრიული ხდება.

ორსულობის უტყუარი ნიშნებია:

. ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მენსტრუაციის 1-2 კვირით გადაცდენის შემდეგ. ექოსკოპიურად ადგენენ ასევე ჩანასახის ლოკალიზაციას: ასიდან 1 შემთხვევაში იგი საშვილოსნოს გარეთ მდებარეობს. ასეთ დროს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე საუბრობენ.

. ნაყოფის გულისცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია ორსულობის მე-8-20 კვირას.

. ნაყოფის მოძრაობა, რასაც ქალი ორსულობის მე-16 კვირის შემდეგ შეიგრძნობს.