გინეკოლოგიური ოპერაციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

გინეკოლოგიური ოპერაციები

გინეკოლოგიური ოპერაციები
არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც მედიკამენტური მეთოდით შეუძლებელია.

ამიტომ ე.წ. "ქალური პრობლემები" ხშირად ოპერაციული ჩარევით გვარდება; შესაბამისად, გინეკოლოგიური ოპერაციების სწორად დაგეგმვასა და მაღალტექნიკურად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რომელი გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება უხშირესად, რა შემთხვევაში გამოიყენება რეკონსტრუქციული მეთოდები, საზოგადოდ, რომელ პათოლოგიებს სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის" გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი, ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი დავით ყარსიმაშვილი. ბატონი დავითი დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგია. აკადემიზმთან ერთად, პაციენტებთან მეტად გულისხმიერი
დამოკიდებულებაც ახასიათებს. საქმის უზომო სიყვარულისა და პაციენტებისადმი თავდადების გამო ეს ონკო-გინეკოლოგი განსაკუთრებულად უყვართ:

– ბატონო დავით, ძირითადად რომელი პათოლოგიების დროს ტარდება გინეკოლოგიური ოპერაციები?

– ეს დაავადებები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:

  • საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა (ლეიომიომა, ფიბრომიომა). ოპერაციული ჩარევის ჩვენებებია: დიდი ზომის, სწრაფად მზარდი კვანძები, რომელთაც
    ხშირად თან სდევს ტკივილი. ასევე კვანძები, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზურად) და იწვევს სისხლდენებს.
  • კვანძები ფეხზე, რომელთა შემოგრეხის ან კიდევ ტროფიკის დარღვევის გამოც ნაჩვენებია ოპერაცია. ოპერაციული მკურნალობა იყოფა რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებად. იმ ქალებთან, რომელთაც რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) შენარჩუნება სურთ, ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, ანუ ამოიკვეთება მხოლოდ კვანძები და საშვილოსნო ნარჩუნდება, შედარებით ასაკოვან პაციენტებთან კი მთლიანად ვიღებთ საშვილოსნოს. ოპერაციები ტარდება როგორც მუცელკვეთით (ე.წ. ღია წესით), ასევე ლაპაროსკოპიით (ენდოსკოპიური მეთოდით). ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ლაპაროსკოპიული მიდგომით, თუმცა, ჩვენების მიხედვით, მუცელკვეთასაც ვაწარმოებთ. საშვილოსნოს ღრუს შიდა კვანძების ამოკვეთა ტარდება ჰისტერორეზექტოსკოპით. საშვილოსნოს ღრუში შედის სპეციალური აპარატი და ვიზუალური კონტროლით მიზანმიმართულად იკვეთება მიომის კვანძი.
  • საკვერცხის კისტები: დერმოიდული და ენდომეტროიდული კისტები, რომლებიც 4 სმ-ზე მეტი ზომისაა; კისტის ფეხზე შემოგრეხისას ან კაფსულის მთლიანობის დარღვევის დროს თანმდევი სისხლდენით აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა. ჩვეულებრივ, მცირე ზომის კისტები არ არის ოპერაციის ჩვენება. საკვერცხის კისტების ოპერაციისას ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ნაკლებად დააზიანოს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაგანაც ხშირია საშვილოსნოს ტანის, ყელისა და საკვერცხის სიმსივნეები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების დროულ და სწორ დიაგნოსტირებას, რადგანაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიის და სწორად შესრულებული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში დაავადება პრაქტიკულად სრულად იკურნება.

– რა შემთხვევაში ხდება რეკონსტრუქციული გინეკოლოგიური ჩარევა?

– ძირითადად პროლაფსების დროს, როდესაც აღინიშნება საშვილოსნოს, საშოს სრული ან არასრული გამოვარდნა და გვსურს საშვილოსნოს და საშოს დავუბრუნოთ ბუნებრივი მდებარეობა, პოზიცია. თუ ქალბატონი ფერტილურ ასაკშია და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს, მაშინ ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, თუ რეპორდუქციული ასაკი აღარ აქვს და საშვილოსნოს ამოღების ჩვენებაა, მაშინ სრულდება რადიკალური ოპერაცია.

ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და მხოლოდ ამის შემდგომ წყდება, ოპერაცია ლაპაროსკოპიული მიდგომით შესრულდეს თუ ვაგინალურით. წინასწარ ვიკვლევთ პაციენტს, გამოვრიცხავთ ონკოპათოლოგიას და ვგეგმავთ ოპერაციას. პროლაფსის დროს "ოქროს სტანდარტად" ითვლება ლაპაროსკოპიული პრომონტოფიქსაცია. როგორც წესი, 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან საკვერცხეებს ვტოვებთ, რადგან მათ, როგორც მოგეხსენებათ, ქალის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ფუნქცია აქვთ. ამგვარად, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება (არ აღინიშნება სხვა რომელიმე პათოლოგია, ქალს გენეტიკა არ აქვს დამძიმებული), საკვერცხეებს ვტოვებთ და ვაკეთებთ ლაპაროსკოპიით საშვილოსნოს ამპუტაციას, ვაწარმოებთ შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დისექციას, შემდგომ სპეციალური სინთეზური ბადის ერთ ბოლოს ვაფიქსირებთ საშოს წინა კედელზე, საშვილოსნოს ყელზე, საშოს უკანა კედელზე და მენჯის ფსკერზე (კუნთოვან აპარატზე), მეორე ნაწილს კი ვამაგრებთ გავის ძვალზე. ამ მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ ის უკეთ უნარჩუნებს თავის ბუნებრივ პოზიციას საშოს და საშვილოსნოს ყელს, რეციდივი ანუ პროლაფსის განმეორება პრაქტიკულად არ ხდება, შანსი ძალიან მცირეა. პაციენტები ხშირად დაჟინებით ითხოვენ ყველაფრის ამოღებას, მაგრამ ასე არ ხდება. ხშირად საშვლოსნოსთან ერთად საშოს კედელიც დაწეულია, ამიტომ მარტო საშვილოსნოს ამოღება პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მეტიც, პროლაფსი შესაძლოა გაღრმავდეს კიდეც. ბადის გამოყენების შემთხვევაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი დაჩირქების რისკი, გართულებებს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. ბადე ხომ ორგანიზმისათვის უცხო სინთეზური სხეულია, შესაბამისად, მისი მოცილების რეაქციის კვალად ყოველთვის არსებობს დაინფიცირებისა და დაჩირქების რისკი. საშვილოსნოს ყელის ამოღებისა და საშოს გაკერვის შემთხვევაში დიდია ბადის დაინფიცირების რისკი, ამიტომაც ყელს ვტოვებთ და ზემოდან ვაკერებთ ბადეს. პაციენტს საფუძვლიანად ვუხსნით ოპერაციის მიზანს და ყველა შესაძლო გართულებას.

– რა ოპერაცია უტარდებათ ქალებს შარდის შეუკავებლობის დროს?

– ხშირია სტრეს-შეუკავებლობა, როდესაც ქალს დაცემინებისა თუ დახველების დროს შარდის შეუკავებლობა აღენიშნება. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევის ორი ვარიანტია. პირველი – TVT, TOT ოპერაცია, რომელიც სრულდება ვაგინალური მიდგომით. საშოს წინა კედელსა და შარდსადენს შორის თავსდება სინთეზური ბადე (ზონარი), რომელიც შარდსადენს უქმნის საფიქსაციო მექანიზმს (ჰამაკს), სტრესის (დახველების, დაცემინების...) დროს შარდსადენი "მიეჭყლიტება" ბადეზე და შესაბამისად, აღარ ხდება შარდის უნებლიე დაღვრა. მეორე ვარიანტია ბარჩის ოპერაცია – საშოს კედელს ვაკერებთ და ვამაგრებთ ბოქვენის ძვალთან. აღნიშნული ჩარევა სრულდება ლაპაროსკოპიითაც და მუცელკვეთითაც. შარდის შეუკავებლობა მარტო სტრესული არ არის, შეიძლება იყოს ურგენტული, რომლის გამომწვევი მიზეზებია – შარდ-სასქესო ინფექციები, სიმსივნეები, ნეიროგენული დაზიანებები და სხვა. არსებობს შერეული შეუკავებლობაც. ამ დროს აღინიშნება როგორც სტრესული, ისე ურგენტული შეუკავებლობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სისხლძარღვთა დაავადებები პათოლოგიათა ჯგუფია, რომელთა შემადგენლობაც ასეთია:

  • გულის იშემიური დაავადება - კორონარული არტერიების დაზიანება, ანუ იმ სისხლძარღვებისა, რომლებიც უშუალოდ გულის კუნთს ამარაგებენ სისხლით და მის ნორმალურ კვებას უზრუნველყოფენ.
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიები - ზიანდება თავის ტვინის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომმარაგებელი სისხლძარღვები;
  • პერიფერულ არტერიათა დაავადებები - ქვედა და ზედა კიდურების სისხლის მიმწოდებელ არტერიათა დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;
  • ღრმა ვენების თრომბოზი - ვენებში სისხლის შედედებული კოლტების წარმოქმნა, რომლებსაც გულისა და ფილტვებისკენ გადაადგილება და მათი ემბოლიზება შეუძლიათ.

05-10-2017
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანულ პათოლოგიებს შორის პირველ ადგილზეა (დაახლოებით 17%). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აღნიშნული პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობა საერთო ლეტალობის 14%-ს შეადგენს. სიხშირით ჩამორჩება მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებსა და სიმსივნურ დაავადებებს. რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ძირითადად თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, რა განაპირობებს მათ განვითარებას, როგორია მათი მკურნალობის თანამედროვე ნეიროქირურგიული მიდგომები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ნეიროქირურგიული სერვისების განვითარების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნეიროქირურგი ვლადიმერ წიქარიშვილი.

05-10-2017
კანადაში მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ
05-12-2017
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიაში.
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად