როგორ დასრულდა დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთ საოპერაციოში 20-მდე ექიმის ბრძოლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ დასრულდა დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთ საოპერაციოში 20-მდე ექიმის ბრძოლა

როგორ დასრულდა დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთ საოპერაციოში 20-მდე ექიმის ბრძოლა
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდა, 2 შვილის დედა და ავერსის კლინიკაში მრავალდარგოვანი გუნდის მიერ ჩატარებული ურთულესი ქირურგიული ჩარევა.

რატომ იბრძოდა დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთ საოპერაციოში 20-მდე ექიმი და როგორ მოხერხდა ,,სასიკვდილო დიაგნოზის“ მქონე პაციენტის გადარჩენა?

პლაცენტა პერკრეტას (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში), დიაგნოზის მქონე პაციენტის პირველი გადარჩენილი სიცოცხლე საქართველოში!

ავერსის კლინიკის უნიკალურმა ჰიბრიდულმა საოპერაციომ და სპეციალისტების მრავალდარგოვანმა გუნდმა შეცვალა საქართველოში დიაგნოზ ,,პლაცენტა პერკრეტას“ გამოსავლის უმძიმესი სტატისტიკა და პირველად მოხერხდა როგორც ბავშვის, ასევე დედის სიცოცხლის გადარჩენა.

პლაცენტა პერკრეტა - დედის და
ბავშვის სიცოცხლისათვის ძალზედ საშიშია და ამ დიაგნოზით თითქმის ყველა ორსული იღუპება სისხლდენით. მსოფლიო სტატისტიკით სიკვდილობის მაჩვენებელი აღემატება 75%-ს.

საქართველოში პლაცენტა პერკრეტას დიაგნოზი საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება და დღემდე ვერცერთი ორსულის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა ქალბატონი 28 კვირის ორსული გახლდათ, როდესაც შეიტყო საკუთარი ,,სასიკვდილო
დიაგნოზი“-ს შესახებ.

დიაგნოზის სამშბიარო სახლ ,,პინეო ლაქშერიში“ დაისვა, ექოსკოპისტ ეკა ბაგრატიონის მიერ. პროფესორ ზაზა სინაურიძის ხელმძღვანელობით შედგა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელი იყო მრავალდარგოვანი გუნდის მონაწილეობა მათ შორის: გინეკოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი, ნეონატოლოგი, უროლოგი, ტრანსფუზიოლოგი, დუპლექს სონოგრაფისტი და მაღალი დონის საოპერაციო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ერთდროულად ღია ტიპის ოპერაციასთან ერთად ენდოვასკულური ჩარევის წარმოება.

პლაცენტა პერკრეტას დროს ოპერაციის ძირითადი გართულება ფატალური სისხლდენაა, რის თავიდან ასაცილებლად და პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო დიდი გამოცდილების მქონე სისხლძარღვთა ქირურგის მოძიება, რომელიც შეძლებოდა როგორც ღია ასევე ენდოვასკულური მეთოდით ოპერაციის წარმოებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საკეისრო კვეთამდე იმ სისხლძარღვების გადაკეტა, რომელიც შემდგომში ხდება ფატალური სისხლდენის მიზეზი, სწორედ აღნიშნულს მივყავართ ორსულის სიკვდილამდე.

არჩევანი გაკეთდა ავერსის კლინიკის სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძაღვანელ, პროფესორ, აკადემიურ დოქტორზე მედიცინაში კახა ქუნთელიაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამიერკავკასიაში მხოლოდ ავერსის კლინიკაში არის ე.წ ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ნებისმიერი სირთულის ოპერაციის ჩასატარებლად. აღნიშნული საოპერაციო ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით: მაღალი გარჩევადობა, რენტგენის გამოსხივების 90%-ით შემცირება, უნიკალური განათების სისტემა, სპეციალური - ლამინარული სტერილური გარემო, საოპერაციო მაგიდის რენტგენგამავლობა, რაც იძლევა საშუალებას, რომ მონაცველობით ერთ საოპერაციოში ჩატარდეს ღია ტიპის ოპერაცია და ენდოვასკულური ჩარევა.

ოპერაციის წარმატებით ჩასატარებლად ასევე საჭირო იყო მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექიმი უროლოგი, ანესთეზიოლოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი. არჩევანი გაკეთდა: უროლოგ, პროფესორ დავით ნიკოლაიშვილზე, ანესთეზიოლოგ - ლევან სუხიშვილზე, ბავშვთა რეანიმატოლოგ გოჩა მახარაძეზე, ტრანსფუზიოლოგ - თამარ კროპაძეზე, რეანიმატოლოგ - ხათუნა ზაქრაძეზე, დუპლექსსონოგრაფისტ - მაია ნაცვლიშვილზე, ექიმთა გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ოპერაციის მსვლელობის დროს 5 ლიტრზე მეტი სისხლის მომარაგება მოხდა.

ვინაიდან რენტგენის სხივები მუცელში მყოფი პატარას ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, გადაწყდა ექოსკოპიის კონტროლით ჩატარებულიყო არტერიების კანულაცია და ინტრაარტერიული ბალონების იმპლანტაცია, რაც ურთულესი შესასრულებელია და სამედიცინო ლიტერატურაში ანალოგიური მანიპულაცია უკიდურესად იშვიათადაა აღწერილი. აღნიშნული მანიპულაციის ჩასატარებლად შერჩეულ იქნა საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ავერსის კლინიკის დუპლექსონოგრაფისტი მაია ნაცვლიშვილი.

ჩატარდა რამდენიმე კონსილიუმი სადაც, დეტალურად დაიგეგმა ოპერაციის მიმდინარეობის ყველა დეტალი.

პაციენტის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილე თითოეულმა სამედიცინო პერსონალმა უარი თქვა ანაზღაურებაზე.

პაციენტისთვის და მისი ოჯახის ცნობილი იყო მოსალოდნელი გართულებები, თუმცა უდიდესი ნდობა გამოუცხადეს მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდს და ავერსის კლინიკას.

ოპერაცია დაიგეგმა ორსულობის 33 კვირის ვადაზე.

ოპერაცია დაგეგმილი სქემის მიხედვით წარიმართა. ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სისხლის დანაკარგი ფაქტიურად არ ყოფილა. ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი, რის შემდეგაც ჩატარდა საშვილოსნოს ექსტირპაცია შარდის ბუშტის რთული რეკონსტრუქციით, საკეისრო კვეთა ჩატარდა უნიკალური მეთოდით - კვეთა ფუძიდან.

ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე, განსაკუთრებით აღნიშნვნის ღირსია რეანიმატოლოგი ხათუნა ზაქრაძე, რომელიც მართავდა პოსტოპერაციულ პერიოდში უმძიმეს პაციენტზე. ოპერაციიდან გასულია 6 დღე და პაციენტი ემზადება ბინაზე გასაწერად.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დაავადების დროული დიაგნოსტიკა, გუნდური პრინციპი, ექიმების მაღალი კვალიფიკაცია, უმაღლესი დონის სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნოლოგიები გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები.


წყარო
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-08-2018
ლიზადემე
გაიხარეთ, გამრავლდით, პაციენტ- ექიმებიანად, კიდევ მრავალი გამარჯვება თქვენს პროფესიაში. ,,ანაზღაურება" კი, დარწმუნებული ვარ, მიიღო გუნდის თითოეულმა წევრმა გულითადი დალოცვის, მადლიერების და დიდი სიყვარულის სახით.
თარიღი : 25-03-2018
ელენე
ვულოცავ ექიმების გუნდს, ავერსის კლინიკას და პაციენტის ოჯახს. ძალიან მიხარია ასეთი კარგი ამბების გაგება.
თარიღი : 08-01-2018
:*
გამარჯვებას გილოცავთ
მსგავსი სიახლეები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია
15-11-2018
ბავშვის დაბადება და დედობის განცდა ყველა ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივი გზით მშობიარობა
27-08-2018
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
სტატისტიკური მონაცემებით საკვერცხეების პოლიკისტოზი ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. ამ სინდრომის დროს ქალის ორგანიზმში
დღევანდელი რუბრიკის თემაა „განაყოფიერება და ორსულობა“. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დგება ორსულობა და
ვაგრძელებთ რუბრიკას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვება ლალი ფხალაძე,
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად