ინსემინაცია - საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანა (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ინსემინაცია - საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანა (ნახეთ ვიდეო)

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა უშვილობის მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია, ის უმეტესწილად გამოიყენება უშვილობის გამომწვევი ისეთი ფაქტორების შემთხვევებში, როგორებიცაა:

  • სპერმის დაბალი აქტივობა – სპერმაში შემცირებულია მოძრავი და ნორმალური მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა.
  • რეტროგრადული ეაკულაცია.
  • ქალის ან მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
  • ცერვიკალური ფაქტორები (როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის თვისებების ცვლილების გამო არ ხდება სპერმატოზოიდების გატარება)
  • სხვა აუხსნელი ფაქტორები

ინსემინაციის ჩასატარებლად ქალის მხრიდან აუცილებელ პირობას წარმოადგენს:

  • მილების გამტარუნარიანობა
  • ოვულატორული მენსტრუალური ციკლის არსებობა.

ინსემინაცია ტარდება, როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე
საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციის ფონზე, რისთვისაც ძირითადად იყენებენ კლომიფენ ციტრატს (საკვერცხის მასტიმულირებელი პრეპარატი). საკვერცხის სტიმულაცია ზრდის ორსულობის დადგომის შანსს.

საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციის დროს, ციკლის მეორე-მესამე დღიდან იწყება ქალის საკვერცხის მომზადება ოვულაციის პროცესისათვის. ულტრაბგერითი მონიტორინგის მეშვეობით შეფასდება ფოლიკულების სიმწიფე, ოვულაცია ხელოვნურად აღიძვრება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციით და
განისაზღვრება ინსემინაციისათვის სასურველი დრო.

ოვულაციის პერიოდში, მეუღლის ან დონორის, სპეციალურად დამუშავებული სპერმა (სპერმის დამუშავება ხდება საუკეთესო ხარისხის ე.წ. მედიუმებით,რაც წარმოადგენს გარანტიას სპერმის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისა), მცირე ზომის კათეტერის საშუალებით თავსდება საშვილოსნოს ღრუში, რითაც მცირდება სპერმის მიერ კვერცხუჯრედამდე გასავლელი მანძილი, გადალახულია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ბარიერი და იზრდება განაყოფიერების შანსი. პროცედურის დამთავრებიდან ერთ საათში პაციენტი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-03-2018
Morieli
Ar vkopilvar gatxovili da ar mkolia partniori.inseminaciis procedurit maqvs shvilis gachenis shesadzlebloba?var 40 wlis
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მსგავსი სიახლეები
ამერიკელმა კელი რულეტმა თავის დნმ-ის ნიმუში გენეალოგიურ საიტ Ancestry.com-ზე გააგზავნა და შორეული ნათესავების ძებნის
06-04-2018
მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც გულისხმობს
08-11-2017
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
სტატისტიკური მონაცემებით საკვერცხეების პოლიკისტოზი ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. ამ სინდრომის დროს ქალის ორგანიზმში
ვაგრძელებთ რუბრიკას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვება ლალი ფხალაძე,
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან
2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად