რა იწვევს მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს წყლულის განვითარებას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს წყლულის განვითარებას

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს წყლულის განვითარებას
საშვილოსნოს წყლული ფაქტობრივად მისი ლორწოვანი გარსის დეფექტია ქსოვილოვანი ნეკროზის (ადგილობრივი სიკვდილის) გამო. მშობიარობის შემდგომი წყლული შეიძლება იყოს როგორც ტრავმული, ასევე ინფექციური წარმოშობის. მისი განვითარების მიზეზი უხშირესად ორივე ფაქტორის კომბინაციაა. მშობიარობის დროს განვითარებული ჭრილობის დაინფიცირება ზოგჯერ დასაბამს აძლევს წყლულის განვითარებას.
ჭეშმარიტი წყლული (ანუ ეპითელური ქსოვილის დეფექტი) წითელი ფერის ჭრილობაა ლორწოვან გარსზე. მას მოლურჯო ელფერი და ხავერდოვანი ზედაპირი აქვს. ხშირად სისხლმდენია. პერიფერიული ქსოვილი ჰიპერემიული (სისხლსავსე და შეწითლებული) და შეშუპებულია. მშობიარობის შემდგომი წყლული შესაძლოა შორისის ან საშოს არეშიც გაჩნდეს. ანთებითი პროცესი ამ დროს ნეკროზული
ნადების განვითარებით გამოირჩევა. თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს არეში, ზოგჯერ ირადიაციით კუდუსუნის მიდამოში, ასევე ტემპერატურული რეაქცია. არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული უსიმპტომოდ მიმდინარეობს.


ქალბატონების საყურადღებოდ

მშობიარობის შემდგომი წყლულის რეციდივი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა ჰორმონული დისბალანსი, გარკვეული სახის კონტრაცეპტივების
გამოყენება, ქრონიკული ანთებითი ფონი და სხვა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, თანმხლები პათოლოგიის გამოვლენა, ქრონიკული ინფექციების (ჰერპესი, გონოკოკი და ა. შ.) გამორიცხვა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესწავლა და ისე მკურნალობა.
წყლულს, ისევე როგორც საშვილოსნოს სხვა პათოლოგიებს, დროული და რაციონალური მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომაც გირჩევთ, დროულად მიაკითხოთ ექიმს!


თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-11-2017
nino
Gamarjobat maqvs sashvilosnos yelze wyluli da maintwresebs shesadzlebelia oraulad darchena?
თარიღი : 28-05-2015
მარი
კარგი კითხვაა ანიასგან.მეც მაქვს იგივე პრობლება,იქნებ გვიპასუხოს გინეკოლოგმა.მადლობა
თარიღი : 03-03-2015
ანაის
გამარჯობათ მშობიარობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დროს საშოში შემდის ჰაერი და მიგროვდება რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის.თუ შეგიძლიათ მიმასწავლეთ ვინ დამეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებით მადლობთ
თარიღი : 03-03-2015
ანაის
გამარჯობათ მაქვს ასეთი შეკითხვა მაგრამ თემა ვერ ვნახე მსგავსი რამე რო გამერკვია რა პრობლემაც მაქვს. მშობიარობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დროს საშოში შემდის ჰაერი და მიქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს.ხო ვერ დამეხმარებით და გამარკვევთ რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა და ვის უნდა მივმართო ამასთან დაკავშირებით. მადლობთ
რეკომენდებული პროდუქტები
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს ფილტვის ქსოვილის რეგენერაციის
ორსულობა ის პერიოდია, როდესაც ქალს ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა და თავის მოვლა სჭირდება,
ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ. რა იწვევს მას, რა უნდა
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად