როგორ მოვემზადოთ ხელოვნური განაყოფიერებისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

როგორ მოვემზადოთ ხელოვნური განაყოფიერებისთვის

როგორ მოვემზადოთ ხელოვნური განაყოფიერებისთვის

რომელი ქალი არ ოცნებობს დედობაზე, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს, სამწუხაროდ, აუხდენელ ოცნებად რჩება. მათ თანამედროვე მედიცინა ინ ვიტრო განაყოფიერებას სთავაზობს. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ქალი ხელოვნური განაყოფიერებისთვის, გვესაუბრება ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" კლინიკური ვაქცინაციისა და იმუნიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი ინფექციონისტი მანანა აბრამიძე.


- ნებისმიერი ქვეყნის მომავალს უპირობოდ განსაზღვრავს ახალგაზრდა თაობა, რომლის ჯანმრთელობა საწყისს ჩვილობიდან იღებს. ჯანმრთელი ჩვილი კი, უწინარეს ყოვლისა, ჯანმრთელი დედაა. ერის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება უშუალო კავშირშია ქვეყანაში ავადობის შემცირებასთან. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს დაავადებები,

რომლებიც დამაზიანებლად მოქმედებს ნაყოფზე. დამაზიანებელი ზემოქმედება ნიშნავს არა მარტო ამა თუ იმ ტიპის მანკის ჩამოყალიბებას, რაც ტრაგედიაა ოჯახისათვის და, შედეგად, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, არამედ ნაყოფის დაღუპვასაც. ამ კუთხით საყურადღებოა რამდენიმე ინფექციური ნოზოლოგია, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინებით. ამ ასპექტში ვაქცინოპროფილაქტიკა პროფილაქტიკური მედიცინის მთავარ და ძირითად სტრატეგიულ
მიმართულებას წარმოადგენს.


- რომელი დაავადებებია ამ მხრივ ყველაზე საშიში მომავალი დედისთვის და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
- პირველ რიგში, მინდა დავასახელო წითურა - ერთი შეხედვით უწყინარი ინფექცია, რომელიც ბავშვთა ასაკში საკმაოდ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს. ასევე მსუბუქად მიმდინარეობს იგი მოზრდილებში და სწორედ ამით ვლინდება მისი ვერაგობა. მოზარდებს ისე გადააქვთ ეს დაავადება, რომ კლინიკური სურათი ან ღარიბია, ან საერთოდ არ არის გამოხატული, მაგრამ ნაყოფზე მისი დამაზიანებელი ზემოქმედება საკმაოდ ძლიერია. გულის მანკი, კატარაქტა, გლაუკომა, სიყრუე, მენინგოენცეფალიტი, მიკროცეფალია, გონებრივი ჩამორჩენილობა, შინაგანი ორგანოების პათოლოგია - ეს ყოველივე ვირუსის ნაყოფზე ზემოქმედების შედეგია. მედიცინის ისტორიიდან ცნობილია აშშ-ში 1960-1964 წლებში მომხდარი კატასტროფა, როდესაც დაავადდა 50 000-ზე მეტი ორსული. შემდეგ 20 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა თანდაყოლილი წითურას სინდრომით (ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების ერთობლიობა), ხოლო 10 000-ზე მეტი შემთხვევა თვითნებური (სპონტანური) აბორტითა და მკვდრადშობადობით დამთავრდა. საყურადღებო კი ის იყო, რომ ორსულთა უმრავლესობამ არც კი იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ - არაფერი აწუხებდათ, არაფერს უჩიოდნენ... მომდევნო წლებში აშშ-ში ჩატარდა მასობრივი ვაქცინაცია და შედეგად 2000 წელს თანდაყოლილი წითურას სინდრომის მხოლოდ 4 შემთხვევა აღირიცხა. ამჟამად წითურას საწინააღმდეგო სავალდებულო აცრა მსოფლიოს 97 ქვეყნის ნაციონალურ კალენდარშია ჩართული.


- როგორ ტარდება ვაქცინაცია ასაკის მიხედვით?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წლამდე ასაკის ბავშვებს მიღებული უნდა ჰქონდეთ ვაქცინის 2 დოზა - 1 და 5 წლის ასაკში; თუ რაიმე მიზეზით ვაქცინაციის კალენდარი დარღვეულია (საერთოდ არ აცრილა ან აიცრა მხოლოდ ერთხელ), სავალდებულოდ მიიჩნევა 13-15 წლის გოგონების იმუნიზაცია სქემის მიხედვით. ჯანმოს მონაცემებით, სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევათა 27-35%-ში თანდაყოლილი წითურას სინდრომი მუცლადყოფნის პათოლოგიაა.


- შესაძლებელია თუ არა წითურას აღმოფხვრა?
- წითურას აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის საშუალებით. მომავალი დედა გამოკვლეული უნდა იქნეს წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე, ხოლო იმუნური სტატუსის არარსებობის შემთხვევაში ჩაუტარდეს ვაქცინაციის სრული კურსი. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც ინ ვიტრო განაყოფიერებას გადაწყვეტენ.


- ჩუტყვავილას ვირუსიც ასევე საშიშია?
- არანაკლებია საფრთხე, როდესაც ნაყოფის ინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტური გზით - დაავადებული დედისგან ნაყოფზე. ამ დროს თავს იჩენს ჩუტყვავილას ვირუსის (VძV) ტერატოგენული ანუ ავთვისებიანი ზემოქმედება ნაყოფზე, ასევე ემბრიო- და ფეტოპათიები კანის დეფორმაციული ცვლილებებით, კიდურების ატროფიით, ენცეფალიტი და სხვა. ჩუტყვავილას (VძV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ტარდებოდეს, ხოლო მომავალმა დედამ სწორი ქცევით, დროული აცრით უზრუნველყოს როგორც თავისი, ისე მომავალი შვილის ჯანმრთელობა. ჯერჯერობით, მიზეზთა გამო, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვერ ჩაჯდა ჩვენს აცრების ეროვნულ კალენდარში, თუმცა კერძო იმუნიზაციის ცენტრებში (ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არსებობს) იგი ტარდება. ვაქცინა მაღალეფექტურია, დაცვის კოეფიციენტი თითქმის 100%-ია, ლიცენზირებულია და რეგისტრირებული. ეს აცრაც სავალდებულოა იმ ქალებისთვის, ვინც დაორსულებას ან ინ ვიტრო განაყოფიერებას გეგმავს.


- კიდევ რომელი დაავადების საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაუტარდეთ მომავალ დედებს?
- ცალკე განხილვას იმსახურებს B ჰეპატიტის იმუნიზაციის საკითხი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში B ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენის მატარებელი ბევრი ქალია რეგისტრირებული. ეს B ვირუსის მატარებლობას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, თუ ნაყოფი ტრანსპლაცენტურად არ დაინფიცირდა, ათიდან 9 შემთხვევაში იგი აუცილებლად დაინფიცირდება სამშობიარო გზების გავლისას, რამაც 10-15 წელიწადში შესაძლოა ციროზამდე ან ციროზ-კიბომდე მიგვიყვანოს.


- შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა - ორსულთა სკრინინგის საშუალებით. თუ დედა არ არის ვირუსმატარებელი, იგი აიცრება B ჰეპატიტის ვაქცინით და ამის შემდეგ დაიგეგმება ორსულობა, ხოლო თუ ვირუსმატარებელია, მოხდება ახალშობილის აქტიურ-პასიური იმუნიზაცია, რაც გულისხმობს აცრას დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში - ვაქცინითა და სპეციფიკური იმუნოგლობულინით. საქმე ის არის, რომ ეს უკანასკნელი ძალიან ძვირი ღირს - დაახლოებით 500 ევრო. შეიძლება, დღეს იგი რომელიმე საქველმოქმედო ფონდმა ან არასამთავრობო ორგანიზაციამ შემოიტანოს ქვეყანაში, ხვალ კი მათ შეუწყვიტონ ეს დახმარება. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ვერ შეძლებს პაციენტების სრულად დაკმაყოფილებას პრეპარატის სიძვირის გამო. გამოსავალი ისევ და ისევ არის ქალის ვაქცინაცია შვილოსნობის ასაკამდე სრული კურსით. B ჰეპატიტით ინფიცირებისთვის საკმარისია მიკროტრავმა, მაგალითად, ინფიცირებული ნემსით ჩხვლეტა. და ვინაიდან ინტრავენურად ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია, ალბათ იოლი მისახვედრია, რამხელა რისკი ემუქრებათ ქალებსა და მათ მომავალ შვილებს. ასევე აუცილებელია ნაყოფის დაცვა გრიპის ვირუსისგან. სავალდებულოა ორსულთა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - აცრილი დედა პლაცენტის საშუალეიბთ ნაყოფს უკვე მზაა ანტისხეულებს მიაწვდის. ამას პასიური იმუნიზაცია ეწოდება და ყველაზე ეფექტური გზა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის დასაცავად, ამიტომ ორსულები, როგორც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი, ჯანმოს რეკომენდაციით, პირველ რიგში ექვემდებარებიან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, მოვიდა დრო, იმუნიზაციისადმი თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სწორად დავგეგმოთ ორსულობა, რადგან ჩვენი, სპეციალისტების, ვალია, მომავალი დედები იყვნენ ჯანმრთელნი და მთელი სისავსით შეიგრძნონ დედობის სიხარული.


 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-01-2016
nia
მოგესალმებით.მაინტერესებს რამდენად მართალია თუ ორივე მშობელს აქვს რეზუს უარყოფითი სისხლი ყველა ნაყოფი იქნება მხოლოდ ერთი სქესის
თარიღი : 19-01-2016
sofo
მაინტერესებს ინვიტრი განაყოფიერების დოს ცონას აკვს მნისჰვნელობა ექიმი მეუბნება რო დიდი ცონა მაკვს და სანამ არ დავიკლებ არ მიცყებს მკურნალობას.მკონდა გარე ორსულობა და მეორე მილიც გაუმტარია მილები გაუმტარია ვარ 35 ცლის 95 კილო 160 სიმაგლესჰი
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
სტატისტიკური მონაცემებით საკვერცხეების პოლიკისტოზი ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. ამ სინდრომის დროს ქალის ორგანიზმში
ვაგრძელებთ რუბრიკას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვება ლალი ფხალაძე,
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად