აბორტი - რას გვიქადის იგი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

აბორტი - რას გვიქადის იგი?

აბორტი - რას გვიქადის იგი?

- გავრცელებული შეხედულებით, პირველი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხშირად უშვილობით სრულდება...
- საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკისას შესაძლოა დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი და განვითარდეს ენდომეტრიტი, რაც საშვილოსნოში ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რომ შემდგომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება შეუძლებელი გახდება. ასეთი რამ შეიძლება მოჰყვეს როგორც პირველი, ისე მომდევნო ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, უბრალოდ, ის, ვისაც შვილები უკვე ჰყავს, ამ ფაქტს ასე მტკივნეულად არ განიცდის.


- მოდი, ორიოდე სიტყვით შევეხოთ აბორტის წარმოების მეთოდებსაც...
- არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი: ინსტრუმენტული (საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა); ვაკუუმასპირაცია (მინიაბორტი); მედიკამენტოზური, ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა.


ინსტრუმენტული აბორტი
ინსტრუმენტული აბორტი ხელოვნური აბორტის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნარკოზითაც (ძირითადად - ვენურით ან ეპიდურალურით). სპეციალური ინსტრუმენტით აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, შეჰყავთ კიურეტი და ფხეკენ საშვილოსნოს კედელს. ეს პროცედურა შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ ექიმმა სტაციონარში. ამ მეთოდის გამოყენებისას ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია, თუმცა მას ბევრი ნაკლიც აქვს. მაგალითად, აბორტის საწარმოებელი ინსტრუმენტი საშვილოსნოში მიკრობებით დასახლებული ქვედა სასქესო გზებიდან შეჰყავთ, ამიტომ დიდია ინფექციის შეჭრის რისკი. ორსულობისას საშვილოსნოს კედელი შედარებით სათუთია, განსაკუთრებით - ემბრიონის მიმაგრების ადგილას, ამიტომ არსებობს მისი დაზიანების (პერფორაციის) ალბათობა. ეს გართულება იშვიათია, მაგრამ ძალზე საშიში. პერფორაციის შემთხვევაში ქალის გადარჩენა ზოგჯერ მხოლოდ საშვილოსნოს ამოკვეთითაა შესაძლებელი. ინსტრუმენტული აბორტი ბრმა მანიპულაციაა, ამიტომ ემბრიონის ნაწილის ჩარჩენა მაინც არ არის გამორიცხული. ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელმეორე გამოფხეკა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექოსკოპიური კვლევის ჩატარება პროცედურის წინ და მის შემდეგ. ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის აბორტის შემდეგ აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის კურსის ჩატარება და ფიზიოთერაპია.


ვაკუუმასპირაცია (მინიაბორტი)
სიტყვა "მინი" მიუთითებს არა ჩარევის  მოცულობაზე, არამედ ორსულობის ვადაზე, უფრო სწორად, ჩანასახიანი კვერცხის დიამეტრზე. თუ ნაყოფიანი კვერცხი გადის ვაკუუმასპირატორის არხში, მაშინ მინიაბორტი შესაძლებელია. ეს მხოლოდ ექოსკოპიური გამოკვლევით განისაზღვრება. ვაკუუმასპირატორი არის დიდი შპრიცი გრძელი საცმით, რომელიც საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. ამ შემთხვევაში ნაყოფის მთლიანად მოცილების ალბათობა ინსტრუმენტულ აბორტთან შედარებით მცირეა, ამიტომ მაღალია ნაყოფიანი კვერცხის ნაწილის ჩარჩენის რისკი - მინიაბორტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს გამოფხეკაც.


მედიკამენტური აბორტი
ამ დროს ქალი იღებს სპეციალურ პრეპარატს (გასაგები მიზეზის გამო, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებთ). ეს პრეპარატი პროგესტერონის, ორსულობის ჰორმონის, ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას ენდომეტრიუმთან ერთად. დამოუკიდებლად, ექიმის ჩაურევლად, მუცლის მოწყვეტის მიზნით მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. მედიკამენტურ აბორტს აქვს იგივე გართულებები, რაც სხვა ტიპისას, გარდა ინფექციურისა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.


ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა
ზოგჯერ აუცილებელი ხდება ორსულობის შეწყვეტა იმ დროს, როცა გამოფხეკა უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ამნიონის ბუშტში (სანაყოფე გარსში) შეჰყავთ ჰიპერტონული ხსნარი. ეს იწვევს ნაყოფის სიკვდილს, ორსულობის შეწყვეტას და ხელოვნურ მშობიარობას.


 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-02-2020
თიკო
ინსტრუმენტული აბორტიდან 3 წლის შემდეგ მოხდება ორსულობა?
თარიღი : 29-03-2017
ნანა
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.ვარ 46 წლის.ვიყენებდი ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლებს,მაგრამ კვირაზე მეტია გადამიცდა ციკლი.საშინლად ვნერვიულობ. პროგრესტეროჯის ამპულები თუ მიშველის და რამდენი ამპულის გაკეთებაა საჭირო?აბორტს ვერანაირად ვერ გავიკეთებ,გაჩენაც გამორიცხულია.
თარიღი : 22-03-2016
elene
შვილი ღმერთის საჩუქარია, თუ ორსულად ხართ უკვე, გააჩინეთ, თქვენივე ხელით არ გამოუტანოთ განაჩენი არ მოკლათ ...... ან მანამდე იზრუნეთ რომ არ დაორსულდეთ .
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
1805 წელს სარკეებისა და სანთლისგან შექმნილი ინსტრუმენტით დაიწყო ენდოსკოპიური მედიცინის ისტორია,
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებთან დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე
საკვერცხის ცისტები, გავრცელების სიხშირისა და ქალის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენის გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად