ზღვარზე მოარული ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ზღვარზე მოარული ქალი

ზღვარზე მოარული ქალი

- რით?
- პლაცენტა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს კავშირს საშვილოსნოსა და ნაყოფს შორის. მისი მეშვეობით ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ცვლა და ერთგვარ ფილტრსაც წარმოადგენს. პლაცენტის ფუნქციობაზეა დამოკიდებული ბავშვის მდგომარეობა, სანამ იგი დედის საშვილოსნოში იმყოფება. ვადაგადაცილების დროს პლაცენტაში წარმოიქმნება გაკირვის კერები. ისინი უკვე ვეღარ ასრულებენ კვებისა და სუნთქვის ფუნქციას. თანდათან სანაყოფე წყლები იმღვრევა, მომწვანო შეფერილობას იღებს. ბავშვს არ ჰყოფნის ჟანგბადი და შესაძლოა, გააკეთოს სუნთქვითი მოძრაობა. თუ სითხე ღია ფერისაა, ეს საშიში არ არის - უბრალოდ შეიწოვება ფილტვებში; თუ უკვე მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მასში ცურავს სხვა მყარი ნივთიერებები, რომლებიც ავსებს ბავშვის ალვეოლებს, ვითარდება სუნთქვითი უკმარისობა, ასპირაციული სინდრომი. ბავშვი შეიძლება ცოცხალი დაიბადოს და მაშინვე ატირდეს, მაგრამ მის სასუნთქ გზებში იქნება სითხე, ამიტომ გადამწიფებული ახალშობილების სასუნთქ სისტემას მაშინვე იკვლევენ ექიმი ნეონატოლოგები. აუცილებლობის შემთხვევაში სითხეს ამოქაჩავენ. გარდა ამისა, ვადაგადაცილებულ ბავშვს ემუქრება სამშობიარო ტრავმა - მისი ძვლები, მათ შორის - თავის ქალასიც, უფრო მტკიცეა, ყიფლიბანდები - ვიწრო, სამშობიარო გზებში გავლისას თავი არ იცვლის ფორმას, ეს ქმნის ბავშვის ქალა-ტვინის, დედის სამშობიარო გზების დაზიანების საშიშროებას. თუ ქალს აქვს მიდრეკილება ვადაგადაცილებისკენ, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი სტაციონარში მოთავსება და საშვილონოს ყელის მშობიარობისთვის მომზადება.


- რა იწვევს ვადაგადაცილებას?
- ორსულობის ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებით მშობიარეებში, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ის უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელს გადაცილებულ პირველმშობიარეებში.


- როგორია გადამწიფებული ნაყოფი?
- გადამწიფებული ნაყოფი დიდია. თავის ზომები ხშირად ნორმის ზედა ზღვარს უახლოვდება. ძვლები უფრო მკვრივია, ხოლო ნაკერები და ყიფლიბანდები - მცირე. თავი ვიწრო სამშობიარო გზებში გავლისას ფორმას ვერ იცვლის, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ტვინს. ნაყოფის კანი გამომშრალი ან მაცერირებულია (მოხარშულივით). ჟანგბადის მოთხოვნილება იმატებს, ხოლო ჟანგბადოვანი შიმშილისადმი მისი შეგუება დაქვეითებულია. იმავდროულად, პლაცენტაში მიმდინარე ცვლილებების გამო, ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ნაყოფის მომარაგება მცირდება. ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო იმატებს ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილის (ჰიპოქსია), ასფიქსიის, სამშობიარო ტრავმებისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი. ვადაგადაცილებული ორსულობისას ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ლოგინობის ხანის დაავადებები. ორსული ვადაგადაცილების პირველივე ნიშნებისთანავე თავსდება სამშობიარო სახლში, სადაც მას უტარდება სათანადო მკურნალობა და მშობიარობის სტიმულაცია მედიკამენტებით, რომლებიც მაღლა სწევს საშვილოსნოს ტონუსს (ოქსიტოცინი, პროსტაგლანდინები), ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით და სხვა.


- რას ნიშნავს ნაყოფის ჰიპოტროფია?
- ეს ტერმინი გულისხმობს ნაყოფის ფიზიკური ზრდის ტემპების შენელებას, ანუ ამ პათოლოგიის დროს ნაყოფის ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამება ორსულობის ამ ვადისთვის მიღებულ ნორმებს. განასხვავებენ ამ სინდრომის ორ ფორმას - სიმეტრიულსა და ასიმეტრიულს. სიმეტრიული ფორმა ორსულობის ადრეულ ვადებზე ვითარდება. ამ დროს ნაყოფის ზომები თანაბრად მცირდება, ანუ მისი პარამეტრები ნაკლებია ორსულობის ამ ვადისთვის მიღებულ ნორმებზე. ნაყოფის სიმეტრიული ჰიპოტროფიის მიზეზი შეიძლება იყოს: საშვილოსნოსშიდა ინფექცია, ქრომოსომული პათოლოგია, ნაყოფის გავითარების მანკი, აგრეთვე დედის არასაკმარისი კვება და სიგარეტის წევა. ჰიპოტროფიის ასიმეტრიული ფორმა ვითარდება მოგვიანებით, ორულობის 28-ე კვირაზე, და სხვადასხვა ორგანოს არათანაბარი განვითარებით ხასიათდება. თავის ტვინი, ნაყოფის ჩონჩხი, კიდურები ვითარდება ორსულობის ვადის შესაბამისად, ხოლო ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების) განვითარება კი ნელდება. ამ შემთხვევაში თავისა და კიდურების ექოსკოპიური ზომები შეესაბამება ორსულობის ვადას, მუცლის გარშემოწერილობა კი ჩამორჩება. სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ ჰიპოტროფიის სამ ხარისხს.

  • პირველი ხარისხის ჰიპოტროფიის დროს ნაყოფი ვადით გათვალისწინებულ ზომას ორი კვირით ჩამორჩება;
  • მეორე ხარისხის დროს - 2-4 კვირით;
  • მესამე ხარისხის დროს ჩამორჩენა აღემატება 4 კვირას.

ასიმეტრიული ფორმის ჰიპოტროფიას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითად ჯგუფად:

I. სოციალურ-ყოფითი ფაქტორები:
ა. დედის ასაკი (17-ზე ნაკლები, 30-ზე მეტი);
ბ. პროფესიული მავნე ფაქტორები (მძიმე ფიზიკური შრომა, ემოციური გადაძაბვა, შხამქიმიკატებთან მუშაობა);
გ. საყოფაცხოვრებო მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლი);
II. დედის ორგანიზმის მდგომარეობა:
ა. ქრონიკული ინფექცია (ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ტრაქეობრონქიტი);
ბ. ზოგადი დაავადებები (თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის);
III. გინეკოლოგიური დაავადებები:
ა. ჰორმონული დარღვევები, რაც ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, წინათ არსებული უნაყოფობით;
ბ. ანამნეზში - თვითნებური აბორტები;
გ. საშვილოსნოს პათოლოგიები (ნაწიბური საშვილოსნოზე ოპერაციის შემდეგ, მიომა, ენდომეტრიოზი);
IV. ამ ორსულობის გართულებული მიმდინარეობა:
ა. ორსულობის შეწყვეტის საშიშროება;
ბ. ორსულთა ანემია;
გ. მრავალნაყოფიანი ორსულობა;
დ. ქრონიკული ინფექციის გამწვავება ორსულობის დროს.

ეს მიზეზები არღვევს და აუარესებს საშვილონოს, პლაცენტისა და ნაყოფის სისხლმომარაგებას, ნაყოფი ვერ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, შედეგად ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი და ნაყოფის ზრდა ფერხდება. ნაყოფის ჰიპოტროფიის დიაგნოზი შეიძლება დაისვას ექიმთან სამეანო გასინჯვისას, მაგრამ უფრო სანდოა ულტაბგერითი გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ამ დროს ტარდება ნაყოფის ფეტომეტრია, ანუ იზომება მისი ყველა პარამეტრი, ფასდება პლაცენტის მდგომარეობა. ნაყოფის ზრდის შეფერხების დასაწყისში ერთჯერადი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ აუცილებელია დაკვირვება დინამიკაზე, ანუ ულტასონოგრაფიული კვლევის ჩატარება განმეორებით, პირველი გამოკვლევიდან 3 კვირის შემდეგ. კვლევის მეორე მეთოდია დოპლერომეტრია: ულტრაბგერითი კვლევით განისაზღვრება სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოს სისხლძარღვებში, ჭიპლარისა და ნაყოფის ტვინის არტერიებში. ამ გზით შეიძლება ვიმსჯელოთ საშვილოსნოსა და ნაყოფის სისხლით საკმარისი მომარაგების შესახებ. ნაყოფის ჰიპოტროფიის დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ნაყოფის ფიზიკური ჩამორჩენა, არამედ მისი ფუნქციური მდგომარეობაც, ანუ როგორ გრძნობს თავს ნაყოფი. ამის გასარკვევად უნდა შეფასდეს ნაყოფის გულ-სისხლძრღვთა სისტემის მუშაობა ულტრაბგერითი ტოკოგრაფიით, რომელიც 30-ე კვირიდან ტარდება.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 08-04-2015
თამო
რა ვითარებაში იმატებს ან იკლებს ქალის სასქესო ორგანოების ზომა? ამ კითხვაზეც მაინტერესებს პასუხი თუშეიძლება
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
1805 წელს სარკეებისა და სანთლისგან შექმნილი ინსტრუმენტით დაიწყო ენდოსკოპიური მედიცინის ისტორია,
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებთან დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე
საკვერცხის ცისტები, გავრცელების სიხშირისა და ქალის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენის გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად