ზღვარზე მოარული ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ზღვარზე მოარული ქალი

ზღვარზე მოარული ქალი

როდის იწყება ნორმალური მშობიარობა, როდის ითვლება იგი ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად? როდის მიიჩნევა, რომ ნაყოფი განვითარებით ჩამორჩა? რა ვითარებაში იმატებს ან იკლებს ქალის სასქესო ორგანოების ზომა? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ სამკურნალო დიაგნოსტიკური კაბინეტის "ვეგას" გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელს ქეთევან ქარქაშაძეს.

- მოდი, ორსულობით დავიწყოთ. რამდენ ხანს გრძელდება ორსულობა?
- განაყოფიერებიდან 266 დღეს ან უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღეს (40 კვირას). მაგრამ ნაყოფი ორსულობის 38-ე კვირისთვის აღწევს ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ნაყოფის სიმწიფე გულისხმობს იმას, რომ მისი ორგანოები უკვე საკმარისად

განვითარებულია და უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ არსებობას დედის ორგანიზმში. ფილტვებს შეუძლიათ, თავი გაართვან ახალშობილის გაზთაცვლას; გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუძლია, ეფექტურად უზრუნველყოს სისხლით ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიტანა ქსოვილებთან; კუჭ-ნაწლავის ტრაქტს შესწევს უნარი, გადაამუშაოს და შეითვისოს დედის რძე. ამიტომ 38-ე კვირაზე ბავშვის დაბადება არ არის ნაადრევი. მშობიარობა 42-ე
კვირაზეც ნორმალურ მშობიარობად განიხილება.


- როგორ გამოვთვალოთ მშობიარობის სავარაუდო თარიღი?
- არსებობს კლასიკური სქემა, რომლის მიხედვითაც ექიმი მშობიარობის ვადებს გამოთვლის. მშობიარობის სავარაუდო თარიღის გამოთვლა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ეს მარტივია: იღებენ ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს, კალენდრის მიხედვით მას გამოაკლებენ 3 თვეს და მიუმატებენ 7 დღეს. თუ ოვულაცია დგება მენსტრუალური ციკლის შუაში, ამ ვადას ემატება კიდევ 7 დღე. მაგალითად, თუ ბოლო მენსტრუაცია 1-ელ აგვისტოს დაგეწყოთ, გადათვალეთ უკან 3 თვე - მიიღებთ 1-ელ მაისს, უმატებთ 7 დღეს - იღებთ 8 მაისს, და, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 7 დღეს - 15 მაისს. მაშასადამე, თქვენი შვილი სავარაუდოდ 8-დან 15 მაისამდე დაიბადება. მიუხედავად ამისა, ბავშვის დაბადების დღის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მენსტრუალური ციკლი ქალებში 21-დან 35 დღემდე გრძელდება. ზოგიერთს ოვულაცია - კვრეცხუჯრედის მომწიფება - უფრო ადრე უდგება, ზოგიერთს - მოგვიანებით და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლოსაა მშობიარობა 40 კვირასთან, მით უფრო კეთილსაიმედოა ბავშვისთვის.


- ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობა?
- ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ხანგრძლივობა 7-12 საათია. მშობიარობას, რომელიც გრძელდება 6 საათზე ნაკლებ ხანს, ეწოდება სწრაფი, ხოლო 3 საათზე ნაკლებს - დაჩქარებული (განმეორებით მშობიარეები უფრო სწრაფად მშობიარობენ). თუ მშობიარობის ხანგრძლივობა აღემატება 12 საათს, ის გახაგრძლივებულად ითვლება.


- როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად?
- ორსულობის 28-37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი განისაზღვრება სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს.


- რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას?
- ნაადრევი მშობიარობის მიზეზებს მიეკუთვნება:

  • დედის დაავადებები, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი;
  • აბორტები, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი, დედის ენდოკრინული და ნერვული სისტემების დარღვევები.


- როგორ მიმდინარეობს ნაადრევი მშობიარობა?
- ისევე, როგორ სწრაფი მშობიარობა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, გართულება ამ დროს უფრო ხშირია. ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა და გავის მიდამოში და მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. ნაადრევი მშობიარობის ყველაზე ხშირი გართულებებია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა. ამ დროს ხშირია ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა.


- როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
- ნაადრევი მშობიარობის  პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • ორსულის ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვას;
  • ინფექციისა და ინტოქსიკაციის პროფილაქტიკას;
  • ორსულის დაავადებათა დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას.

გახსოვდეთ: ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ თქვენს მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა დროულად დაგისვან დიაგნოზი და მოგათავსონ სტაციონარში.


- რას გვეტყვით ვადაგადაცილების შესახებ?
- ვადაგადაცილებული ეწოდება მშობიარობას, რომელიც იწყება ორსულობის 42-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადაგადაცილებული მშობიარობა ნაადრევზე არანაკლებ საშიშია.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 08-04-2015
თამო
რა ვითარებაში იმატებს ან იკლებს ქალის სასქესო ორგანოების ზომა? ამ კითხვაზეც მაინტერესებს პასუხი თუშეიძლება
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ენდომეტრიუმის სისქე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის დღეზე:
თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური რჩება ხელოვნური აბორტების პრობლემა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,
კლიმაქსი ქალისათვის გარკვეული მოულოდნელობაა, რადგან ის არ არის ფსიქოლოგიურად მზად ცვლილებებისათვის. კლიმაქსის დაწყება სიბერის დაწყებასთან ასოცირდება და შიშს იწვევს. მნიშვნელოვანი პრობლება ამ დროს ინფორმაციის დეფიციტია.
მენსტრუალური ტკივილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილია. აშშ-ის მონაცემებით, ქალების ნახევარს, ყოველი მენსტრუაციის დროს, აქვს ტკივილი, სულ მცირე, 1-2 დღის განმავლობაში.
1805 წელს სარკეებისა და სანთლისგან შექმნილი ინსტრუმენტით დაიწყო ენდოსკოპიური მედიცინის ისტორია,
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებთან დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად